... (S-2829), 1688 წ.

58. ყმა: მეფისა: ბრძანებასა: ლაღი: წყნარად: მოისმენდა: [თა]ვ: მოდრეკით: გაიღიმნა: გაცინება: დაუშვენდა: თეთრთა: კბილთათ: გამომაკრთალსა: შუქსა: ველთა: მოაფენდა: მეფე: ჰკითხავს: რას: იცინი: ანუ: ჩემგან: რა: შეგრცხვენდა:

59. კვლა: უბრძანა: თავსა: ჩემსა: რას: იცინი: რას: დამგმეო: ყმამან: ჰკადრა: მოგახსენებ: და: ფარმანი: მიბოძეო: რაცა: გკადრო: არ: გეწყინოს: არ: გარისხდე: არ: გასწყრეო: არ: გამჴადო: კადნიერად: არ: ამიკლო: ამათზეო:

60. უბრძანა: რადმცა: ვიწყინე: თქმა: შენგან: საწყინარისა: ფიცა: მზე: თინათინისა: მის: მზისა: მოწუარისა: ავთანდილ: იტყვის: დავიწყო: კადრება: საუბნარისა: ნუ: მოკვეხ: მშვილდოსნობასა: თქმა: სჯობს: სიტყვისა: წყნარისა:

61. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: თქვენს: წინა: მშვილდოსანია: ნაძლევი: დავდვათ: მოვასხნეთ: მოწმად: თქვენივე: სპანია: მოასპარეზედ: ვინ: მჯობსო: ცუდნიღა: უკუთქმანია: გარდამწყვეტელი: მისიცა: ბურთი: და: მაედანია:

62. მეფე: ლაღი: და: წყლიანი: გამხიარულდა: მეტადრე: სიცილით: უთხრა: ავთანდილს: შვილად: გზრდი: მით: შემეკადრე: იცი: არ: ვიწყენ: გაზრდილი: მით: შემამიხვე: ზედადრე: თუ: არ: გასწბილდე: მაჯობო: ბედი: გეყოფის: ბედადრე:

63. მე: არ: შეგარჩენ: თქვენ: ჩემსა: მაგისსა: დაცილებასა: ბრძანე: ვისროლოთ: ნუ: იქო: შედრეკილობა: კლებასა: კარგთა: კაცთასა: ვიქმოდეთ: მოწმად: ჩვენთანა: ხლებასა: მერმე: გამოჩნდეს: მაედანს: ვის: წინ: უთხრობდენ: ქებასა:

64. ავთანდილცა: დამორჩილდა: საუბარი: გარდაწყვიდეს: იცინობდეს: ყმაწვილობდეს: საყვარლად: და: კარგად: ზმიდეს: ნაძლევიცა: გააჩინეს: ამა: პირსა: დაასკვნიდეს: ვინცა: იყოს: უარესი: თავ: შიშველი: სამ: დღე: ვლიდეს:

65. კვლავ: ბრძანეს: მონა: თორმეტი: შევსხათ: ჩვენთანა: მარებლად: თორმეტი: ჩემად: ისრისა: მომრთმევლად: მოსაჴმარებლად: ერთაი: შენი: შერმადინ: არს: მათად: დასადარებლად: ნასროლ: ნაკრავსა: სთვალვიდენ: უტყუვრად: მიუმცდარებლად:

66. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით: დასცევით: ჯოგი: ნადირთა: თავნი: ამისთვის: არენით: ლაშქარნი: სამზოდ: აწვივნა: მოდით: და: მოიჯარენით: გაყარეს: სმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით:

67. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი: ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლ: ბალახშოსანი: თავს: ოქრო: რიდე: ეხვია: შვენოდა: ქარქაშოსანი: მეფესა: გასლვად: აწვევდა: მოდგა: თეთრ: ტაიჭოსანი:

68. შეეკაზმა: მეფე: შეჯდა: ნადირობას: გამოვიდეს: მგრგულივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყად: გარე: შემოჰკრვიდეს: ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაჰფარვიდეს: ნაძლევისა: მათისათვის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს:

69. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩვენთანა: ვლიდითა: მშვილდსა: ფიცხელსა: მოგუცემდით: ისარსა: მოგუართმიდითა: ნაკრავსა: შეადარებდით: ნასროლსა: დასთვალვიდითა: დაიწყო: მოსულა: ნადირმან: ყოვლთ: მინდორთა: კიდითა:

70. მოვიდა: ჯოგი: ნადირთა: ანგარიშ: მიუცთომელი: ირემი: თხა: და: კანჯარი: ქურციკი: მაღლა: მხლდომელი: მას: პატრონ: ყმანი: გაუჴდეს: საჭურეტლად: სჯობდა: რომელი: აჰა: მშვილდი: და: ისარი: და: მკლავი: დაუშრომელი:

71. ცხენთა: მათთა: ნატერფალნი: მზესა: შუქთა: წაუხმიდეს: მიჰხოცდეს: და: მიისროდეს: მინდორს: სისხლთა: მიასხმიდეს: რა: ისარი: დაელივის: მონანივე: მოართმიდეს: მჴეცნი: მათგან: დაკოდილნი: ბიჯსა: წაღმა: ვერ: წასდგმიდეს:

72. იგი: ველი: გაირბინეს: ჯოგი: წინა: შემოისხეს: დახოცეს: და: ამოწყვიტეს: ცათა: ღ~თი: შეარისხეს: ველნი: წითლად: შეეღებნეს: ნადირთაგან: სისხლი: ისხეს: ავთანდილის: შემხედველთა: ჰგავსო: ალვას: ედემს: ის: ხეს:

73. იგი: მინდორი: დალივეს: მართ: მათგან: განარბენია: მინდორსა: იქით: წყალი: დის: და: წყლისა: პირსა: კლდენია: ნადირნი: ტყესა: შეესწრეს: სადა: ვერა: რბის: ცხენია: იგი: მაშვრალნი: ორნივე: მოსწყდეს: რაზომცა: მჴნენია:

74. ერთმანერთსა: თუ: მე: გჯობო: სიცილით: ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: იქით: და: აქათ: დგებოდეს: მერმე: მოვიდეს: მონანი: რომელნი: უკან: ჰყვებოდეს: უბრძანეს: თქვითო: მართალი: ჩვენ: თქვენგან: არ: გვეთნებოდეს:

75. მონათა: ჰკადრეს: მართალსა: გკადრებთ: და: ნუ: გემცდარებით: მეფეო: ყოლე: ვერ: ვიტყვით: შენსა: მაგისა: დარებით: აწეცა: დაგვხოც: ვერა: ჰგავ: ვერათ: ვერ: მოგეჴმარებით: ვისგან: ნაკრავნი: გვინახავნ: მჴეცნი: ვერ: წაღმა: წარებით:

76. ორთავე: ერთგან: მოკლული: ყველაი: ასჯერ: ოცია: მაგრა: ავთანდილს: ოცითა: უფროსი: დაუხოცია: არ: დასცდომია: ერთიცა: რაც: ოდენ: შეუტყორცია: თქვენი: მრავალი: მიწითა: დასვრილი: გაგვიჴოცია:

77. მეფესა: ესე: ამბავი: უჩს: ვითა: მღერა: ნარდისა: უხარის: ეგრე: სიკეთე: მისისა: განაზარდისა: აქვს: მიჯნურობა: ამისი: ვითა: ბულბულსა: ვარდისა: სიცილით: ლაღობს: მიეცა: გულით: ამოსლვა: დარდისა: