... (S-2829), 1688 წ.

297. მოვიხედე,: მომეწია: რა: პატრონი: შენი: ვნახე: ჴელმწიფობით: შემებრალნეს: ამად: ჴელი: არ: შევახე: თვალთა: წინა: გამოვექეც: მეტი: არა: შევუზრახე: ჩემი: ცხენი: უჩინოს: ჰგავს: სხვასა: რასმცა: დავასახე:

298. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: დაწამწამება: მას: გავექცევი: მისგანცა: ჩემი: არას: ვსცნა: ამება: მათ: ქურდთა: მიღმარ: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება: ავად: შვენოდა: მორევნა: და: ჩემი: დათამამება:

299. აწ: ვაშად: მოხვე: მეამა: ნახვა: შენისა: პირისა: ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მგზავსი: გმირისა: მაგრა: გარჯილხარ: არა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა: ძნელია: პოვნა: კაცისა: ღ~მრთვ: ზეცით: განაწირისა:

300. ავთანდილ: უთხრა: ვით: მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა: მაგისად: ნაცვლად: რამცა: ვთქვი: ღირსი: ქებისა: თქვენისა: სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა: რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზომთა: ცრემლთა: დენისა:

301. მოსრულ: ვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მცნებელი: რა: გნახე: შენგან: საჴმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი: ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახვართა: მგებნელი: ბოლოდ: იცოდი: სიკვდილი: ჩემგან: გაყრის: ა: მძებნელი:

302. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა: დამიგდია: სამსახური: იგი: იქნას: რაღა: გინდა: იაგუნდი: ეგრეცა: სჯობს: ათასჯერმცა: მინა: მინდა: შენ: გეახლო: სიკვდილამდის: სხვა: მის: მეტი: არა: მინდა:

303. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების: მიკვირს: თუ: ნაცვლად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების: მაგრა: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების: შენ: საყვარელსა: გაგყარო: ესე: რად: გენაცვალების:

304. წამოსრულხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად: ღ~თნ: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილხარ: მამაცურად: მაგრა: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილვარ: ასრე: თუ: რად: მე: თუ: ვიტყვი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად:

305. ასმათ: უთხრა: ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლთა: არ: ეგების: მე: ვითა: ვთქვა: წვევა: თქმისა: რათგან: ეგრე: არ: ეგების: ვხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების: ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქმნას: რა: ღონე: აეგების:

306. მეხვეწებოდა: ლამოდა: ჩემგან: რასამე: სმენასა: ნუ: ყოსო: ღმერთმან: გაძლება: მემცა: ვით: მივსცე: ენასა: რაჟამს: სცნობს: ვეჭო[ბ]: თქვენსა: ამისსა: ლხენასა: არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა:

307. ამას: დაყმუნდა: ტარიელ: დამწვარი: დაალებული: ასმათს: უბრძანა: მას: აქეთ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული: რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული: ესე: ყმა: დამწვავს: მტირალი: ცრემლითა: დასოლვებული:

308. კაცმან: ვით: პოვოს: ღ~თისაგან: რაცა: არ: დანაბადია: მით: გული: ჩემი: საჴმილმან: აწ: ასრე: დანაბა: დია: კვლა: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია: აწ: ლხინთა: ნაცვლად: სოფლისა: ჩალა: მაქვს: და: ნაბადია:

309. მაგრა: ღ~თნ: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა: ორი: მისი: მოწყალება: დღესცა: მამცა: ამა: გზითა: პირველ: შეჰყრის: მოყვარულთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა: კვლა: ნუთუმცა: სრულად: დამწვა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა:

310. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: ძმა: იძმოს: თუ: დაცა: იდოს: ჴამს: თუ: მისთვის: სიკვდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს: ღ~თნ: ერთი: რად: აცხოვნოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს: შენ: ისმენდი: მე: გიამბობ: რაღა: გინდა: წამეკიდოს:

311. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მომიტანე: დაბნედილსა: მაპკურებდი: იმით: გული: გარდამბანე: მკვდარი: მნახო: დამიტირო: სულთქნა: გაათანისთანე: მე: სამარე: გამიკვეთე: აქა: მიწა: მიაკვანე:

312. ღილ: შეხსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოყარნა: ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა: ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა: მერმე: სულთქნა: დაიზახნა: ცრემლნი: ცხელნი: გარდმოყარნა:

313. მოთქვამს: ჰაი: ჰაი: საყვარელო: ჩემო: ჩემთვის: დაკარგულო: იმედო: და: სოცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო: არა: ვიცი: ვინ: მოგკვეთა: ხეო: ედემს: დანერგულო: ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწვა: გულო: ასჯერ: დადაგულო:

314. ისმენდი: მიეც: გონება: ჩემთა: ამბავთა: სმენასა: საუბართა: და: სიტყვათა: ვითა: ძლივ: ვათქმევ: ენასა: იგი: ვინ: ხელ: ქნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა: ვისგან: შეუცავ: სევდასა: სისხლისა: ღვართა: დენასა:

315. ინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაცი: ხართ: მცნობელი: ექვსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თვით: იყო: მპყრობელი: უხვი: მდიდარი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი: ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი:

316. მამა: ჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი: სარიდან: ერქვა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი: ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო: გაუმწარავი: ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერ: ცხადი: ვერცა: მპარავი: