... (S-2829), 1688 წ.

78. იგი: ორნივე: საგრილად: გარდაჰჴდეს: ძირსა: ხეთასა: ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა: ახლოს: უთქს: მონა: თორმეტი: უმხნესი: სხვათა: მხნეთასა: თამაშობდეს: და: უჭურეტდეს: წყალსა: და: პირსა: კლდეთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსანისა:

79. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა: შავი: ცხენი: სადავითა: ჰყვა: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ხშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამ: აბჯარ: უნაგირსა: ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა:

80. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარე: თმა: ვეფხის: ტყავისა: ვეფხის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელი: თავისა: ჴელთა: ნაჭედი: მათრახი: ჰქონდა: უსხოსი: მკლავისა: ნახეს: და: ნახვა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა:

81. მეფემან: ბრძანა: ვინ: არის: უცხო: პირად: და: ტანადო: უბრძანა: ერთსა: მონასა: წადი: ფიცხლად: და: ჯანადო: გიბრძანებს: უთხარ: ვერ: გიცნობ: ჩემთა: ლაშქართა: თანადო: ვინცა: ხარ: მოდი: წინაშე: შენ: ჩვენგან: მონაყვანადო:

82. მოვიდა: მონა: საუბრად: მის: ყმისა: გულ-მდუღარისად: თავ: ჩამოგდებით: მტირლისა: არ: ჭურეტთა: მოლიზღ[.......] მუნვე: წვიმს: წვიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: [......] [....] ახლოს: მივიდა: მოსცალდა: სი[..................................]

83. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა: დიდხან: უჭვრეტს: გაკვირვებით: თუცა: გული: გაუმაგარდა: მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა: იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა:

84. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყვა: არცა: ნაუბარი: მათ: ლაშქართა: ზახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი: უცხოდ: რადმე: ამოსკვნიდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი: ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გასდის: ვითა: ნაგუბარი:

85. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან: ესე: მეფისა: ბრძანება: ერთხელ: კვლა: ჰკადრა: მონამან: არცა: დააგდო: ტირილი: არცა: რა: გაუგონა: მან: არცა: გაჴლიჩა: ბაგენი: თავი: ვარდისა: კონამან:

86. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა: [......]ნს: ჰკადრა: შემიგნია: იმას: თქვენი: არა: უნდა: [.......] [.......] გამირეტდეს: გული: უფრო: შემიძრწუნდა: [..................................] მით: დავყოვნე: ხანი: მუნ: და:

87. მეფე: გაჰკვირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთვის: მწყრომარე: გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე: უბრძანა: ჴელთა: აიღეთ: აბჯარი: თქვენ: საომარე: მიდით: და: აქა: მომგუარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე:

88. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გაჴდა: აბჯრისა: ჩხარია: მაშინღა: შეკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულ-მდუღარია: თვალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია: ერთხელ: ესე: თქვა: ვაი: მეო: სხვად: არას: მოუბარია:

89. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა: ჴრმალ: კაპარჭი: მოიმაგრა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა: სხვასა: მხარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არა: ჰკურნა:

90. მონათა: ხელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: [...] იგინი: გლახ: დაჴოცნა: მტერთაცა: საწყალ[.....] [.....] [........]ერთსა: დაჴოცნა: თავსა: ჴელ: აუპყრობელად: [.......] [.....] დაჰკრის: მათრაჴი: მკერდამდის: გასაპობე[ლად]:

91. მეფე: გაწყრა: გაგულისდა: მონანიცა: შეუზახნა: მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უჭურიტა: არცა: ნახნა: რაზომნიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მკვდართა: დაასახნა: კაცნი: კაცსა: შემოსტყორცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა:

92. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: იგი: ლაღი: და: უკადრი: მივა: ტანისა: მრხეველად: ტაიჭი: მიაქუს: მერანსა: მიეფინების: მზე: ველად: შეიგნა: მისულა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად:

93. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თვალსა: ჩვენსა: ჰგუანდა: ქვესკნელს: ჩანაძრომსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კვალსა: მისგან: წანარბენსა:

94. კვალი: ძებნეს: და: უკვირდა: ვერ: პოვნა: ნაკვალევისა: [.........]: ლ: წმიდად: წაჴდომა: კაცისა: ვითა: დევისა: [....]ნი: მკვდართა: ტიროდეს: სწრაფა: აქვს: წყლულთა: [.....] მეფემან: ბრძანა: ვნახეო: მიზეზი: ლხინთა: ლ[....]

95. ბრძანა: ღმერთსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შვება: ამად: მიყო: სიმწარითა: სიამისა: დანაღვლება: სიკვდილამდის: დამაწყლულა: ვერვის: ძალუც: განკურნება: მასვე: მადლი: ესე: იყო: წადილი: და: მისი: ნება:

96. ესე: თქვა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: წამოვიდა: აღარცა: ჰკრაღა: ასპარეზსა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა: ყველაკაი: მოიშალა: სადაცა: ვინ: მჴეცთა: სრვიდა: ზოგთა: თქვეს: თუ: მართალია: ზოგი: ღ~თო: უზრახვიდა: