... (S-2829), 1688 წ.

217. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭურეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მამკლავ: ანუ: მოვჰკლავ: დავიკარგეთ: მეტის: მეტად:

218. მე: იმა: ყმისა: საკრავად: ჴრმალსაცა: ვით: მიჰყავ: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვკვდები: არ: ვავნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალითა: მივსწურავ: უკანა: დავედევნები: იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარ: ჴევნები:

219. ავთანდილ: იტყვის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგნეს: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნაღა: ვძებო: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი:

220. წინა: უკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: შეჭამადთა: მჭამელნი: არსადა: ხანი: არ: დაყვეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი:

221. დღისით: ვლეს: და: საღამო: ჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქვაბნი: იყვნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: ხე: დიდრუან: თვალ: უცდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

222. მან: ყმამან: ქვაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახ: ა: დიდნი: ხენია: მას: ზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლ: მინადენია:

223. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: ქვაბისა: კარსა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

224. იგი: ტევრი: გაეხშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოსთქმიდიან: ხმა: სცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ქნასა:

225. სული: დაიღეს: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქვაბს: შეიყვანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა: მას: ყმასა: შეჰხსნა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსლილობა:

226. ავთანდილს: უკვირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გარდმოდგა: მითვე: მოსილი: ფერითა: შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა: მოაქვს: აბჯარი: შეჰკაზმა: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

227. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არ: ასე: ჯდა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ყმა: მტირალი: წამოვიდა: დაღრეჯილი: პირსა: ღრეჯდა:

228. ავთანდილ: ახლოს: კვლა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშ: აშლილი: წვერ: გამო: ნუ: თუ: მზეაო: ვთქვა: ცისა: ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: უჩს: მოკლვა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

229. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქვა: თუ: ღთ~ნ: ესე: საქმე: ჟამად: კარგად: მამიგვარა:

230. აწ: ამას: ჩემთვის: ღ~თისაგან: სხვა: საქმე: რა: ვამჯობინო: ქალი: შევიბყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემიცა: ვუთხრა: ყველაი: მართალი: გავაბჭობინო: მას: ყმასა: ჴრმალი: არა: ვჰკრა: არც: მისი: დავისობინო:

231. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: შემობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქვაბი: დახუდა: კარ: გახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულ: მდუღარე: ცრემლ: დასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ბროლ: ბაკმული:

232. ვერ: იცნა: სახე: არ: ჰგვანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ჴმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთსახესა:

233. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭურეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქვეშე: მი: და: მო: ჰკრთებოდა: ტარიელს: ვისმე: უზახდა: მწედ: თუცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა:

234. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ,: ადამიანი: უფერო: ქნილნი: მინახვს: ვარდნი: და: ისი: იანი: მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტან: სარო: პირ-ბაკმიანი: სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ჴმიანი:

235. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა: თუ: არ: შმაგი: ხარ: დამეხსენ: შმაგი: ხარ: მოდი: ცნობასა: აწ: მეტად: ძნელსა: საქმესა: მნუკევ: ადვილად: თხრობასა: ცუდად: ნუ: სცთები: ვერ: მათქმევ: მაგა: ამბვისა: მბობასა:

236. კვლა: უთხრა: ყმაო: რა: გინდა: ანუ: მენუკვი: მე: რასა: მაგა: საქმისა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა: შენ: ერთხელ: მეტყვი: მითხარო: მე: ასჯერ: გეტყვი: ვერასა: ვითა: სიცილი: ტირილსა: ვაგლახი: მიჯობს: მღერასა: