... (S-2829), 1688 წ.

38. გულსა: მისსა: მიჯნურობა: მისი: ჰქონდა: დამალულად: რა: მოშორდის: ვერა: მჭვრეტმან: ვარდი: შექნის: ფერ: ნაკლულად: ნახის: ცეცხლი: გაუახლდის: წყლული: გაჴდის: უფრო: წყლულად: საბრალოა: სიყვარული: კაცსა: შეიქს: გულ: მოკლულად:

39. რა: მეფედ: დასმა: მეფემან: ბრძანა: მისისა: ქალისა: ავთანდილს: მიხუდა: სიამე: ვსება: სჭირს: მისვე: ალისა: თქვა: ზედა: ზედა: მამხუდების: ნახვა: მის: ბროლ: ფიქალისა: ნუთუ: ვით: ვპოვო: წამალი: მე: ჩემი: ფერ: გამქრქალისა:

40. არაბეთს: გასცა: ბრძანება: დიდმან: არაბთა: მფლობელმან: თინათინ: ჩემი: ჴელმწიფედ: დავსვი: მე: მისმან: მშობელმან: მან: გაანათლნეს: ყველანი: ვით: მზემან: მანათობელმან: მოდით: და: ნახეთ: ყოველმან: შემსხმელმან: შემამკობელმან:

41. მოვიდეს: სრულნი: არაბნი: ჯარი: განმრავლდა: ხასისა: ავთანდილ: პირ: მზე: სპასპეტი: ლაშქრისა: ბევრ: ათასისა: ვაზირი: სოგრატ: მოახლე: მეფისა: დასთა: დასისა: მათ: რომე: დადგეს: სასხდომი: თქვეს: უთქმელია: ფასისა:

42. თინათინ: მიჰყავს: მამასა: პირითა: მით: ნათელითა: დასვა: და: თავსა: გვირგვინი: დასდგა: თავისა: ჴელითა: მისცა: სკიპტრა: და: შემოსა: მეფეთა: სამოსელითა: ქალი: მზებრ: სჭურეტს: ყოველთა: ცნობითა: ბრძნად: მხედველითა:

43. უკუდგეს: და: თაყვანი: სცეს: მეფემან: და: მისთა: სპათა: დალოცეს: და: მეფედ: დასვეს: ქება: უთხრეს: სხვაგნით: სხვათა: ბუკსა: ჰკრეს: და: წინწილანი: დაატკბობდეს: მათთა: ჴმათა: ქალი: ტირს: და: ცრემლსა: აფრქვევს: ხრის: ყორნისა: ბოლო: ფრთათა:

44. მამისა: ტახტსა: საჯდომად: თავი: არ: ეღირსებოდა: ამად: ტირს: ბაღი: ვარდისა: ცრემლითა: აივსებოდა: მეფე: სწურთის: მამა: ყოველი: ძისაგან: ითავსებოდა: ამისად: ქნამდის: დამწველი: ცეცხლი: არ: დამევსებოდა:

45. უბრძანა: ნუ: სტირ: ასულო: ისმინე: ჩემი: თხრობილი: დღეს: შენ: ხარ: მეფე: არაბეთს: ჩემგან: ჴელმწიფედ: ჴმობილი: აქათგან: ესე: სამეფო: მართ: შენია: მონდობილი: ჴარმცა: ბრძნად: მქმნელი: საქმისა: იყავ: წყნარი: და: ცნობილი:

46. ვარდთა: და: ნეხვთა: ვინათგან: მზე: სწორად: მოეფინების: დიდთა: და: წურილთა: წყალობა: შენმცა: ნუ: მოგეწყინების: უხვი: ახსნილსა: დააბამს: იგი: თვით: ების: ვინ: ების: უხვად: გასცემდი: ზღვათაცა: შესდის: და: გაედინების:

47. მეფეთა: შიგან: სიუხვე: ვით: ედემს: ალვა: რგულია: უხუსა: მორჩილობს: ყოველი: იგინიც: ვინ: ორგულია: სმა: ჭამა: დიდად: შესარგი: დება: რა: სავარგულია: რასაცა: გასცემ: ჩვენია: რას: არა: დაკარგულია:

48. ამა: მამისა: სწავლასა: ქალი: ბრძნად: მოისმინებდა: ყურსა: უგდებდა: ისმენდა: წურთასა: არ: მოიწყინებდა: მეფე: სმასა: და: მღერასა: იქს: მეტად: მოილხინებდა: თინათინ: მზესა: სწუნობდა: მაგრა: მზე: თინათინებდა:

49. მოიჴმო: მისი: გამზრდელი: ერთგული: ნაერთგულევი: უბრძანა: ჩემი: საჭურჭლე: შენგან: დანაბეჭდულევი: მომართვით: ჩემი: ყველაი: ჩემი: ნაუფლისწულევი: მოართვეს: გასცა: უზომო: უანგარიშო: ულევი:

50. მას: დღე: გასცემს: ყველაკასა: სივაჟისა: მოგებულსა: რომე: სრულად: ამოაგებს: მცირესა: და: დიდებულსა: მერმე: ბრძანა: ვიქ: საქმესა: მამისაგან: სწავლებულსა: ჩემსა: ნუვინ: ნუ: დამალავთ: საჭურჭლესა: დადებულსა:

51. უბრძანა: წადით: გახსენით: რაცა: სად: საჭურჭლენია: ამილახორო: მოასხით: რემა: ჯოგი: და: ცხენია: მოიღეს: გასცა: უზომო: სიუხვე: არ: მოსწყენია: ლარსა: ხვეტდიან: ლაშქარნი: მართ: ვითა: მეკობრენია:

52. ალაფობდეს: საჭურჭლესა: მისსა: ვითა: ნათურქალსა: მას: ტაიჭსა: არაბულსა: ქვე: ნაბამსა: ნასუქარსა: რომე: ჰგვანდა: სიუხვითა: ბუქსა: ზეცით: ნაბუქარსა: არ: დაარჩენს: ცარიელსა: არ: ყმასა: და: არცა: ქალსა:

53. დღე: ერთ: გარდაჰჴდა: პურობა: სმა: ჭამა: იყო: ლხილობა: ნადიმად: მჯდომთა: ლაშქართა: მუნ: დიდი: შემოყრილობა: მეფემან: თავი: დაჰკიდა: და: ჰქონდა: დაღრეჯილობა: ნეტარ: რა: უმძიმს: რა: სჭირსო: შექმნეს: ამისი: ცილობა:

54. ადგეს: სოგრატ: და: ავთანდილ: ტანითა: მით: კენარითა: თვითო: აივსეს: ჭიქები: მივლენ: ქცევითა: წყნარითა: წინა: დაუჩოქეს: მეფესა: პირითა: მოცინარითა: ვაზირი: ლაღობს: ენითა: წყლიანად: მოუბნარითა:

55. დაგიღრეჯია: მეფეო: აღარ: გიცინის: [...]იო: მართალ: ხარ: წაჴდა: საჭურჭლე: თქვენი: მძიმე: და: ძვირიო: [...]ლასა: გასცემს: ასული: თქვენი: საბოძვარ: ხშირიო: ყოლემცა: მეფედ: ნუ: დასვი: თავსა: რად: უგდე: ჭირიო:

56. ეგე: არ: მიმძიმს: ვაზირო: ესეა: რომე: მწყენია: [სი]ბერე: მახლავს: დავლიე: სიყმაწვილისა: დღენია: კაცი: არ: არის: სითკენცა: საბრძენებელი: ჩვენია: რომე: მას: ჩემგან: ესწავლნეს: სამამაცონი: ზნენია:

57. ერთაი: მიზის: ასული: ნაზარდი: სათუთობითა: ღმ~თმან: არ: მომცა: ყმა: შვილი: ვარ: საწუთროსა: თმობითა: ანუმცა: მგვანდა: მშვილდოსნად: ანუ: კვლავ: მებურთობითა: ცოტასა: შემწევს: ავთანდილ: ჩემგანვე: ნაზარდობითა: