... (S-2829), 1688 წ.

277. ღ~თნ: ეტლსა: ჩემისა: სხვამცა: კაცი: რად: დაბადა: სიახლე: და: საუბარი: რომე: მისი: მე: მეწადა: ვინმცა: გასძლნა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა: შენგან: კიდე: ჴორციელი: დავო: მივის: არასადა:

278. ქალმან: უთხრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია: რათგან: ღ~თსა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია: ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია: არა: ვარგა: უსაზომო: ზომსსა: თავი: გარდგიჴდია:

279. მისი: მძებლენი: სჯობს: იყო: ჭკუვითა: მეტის: მეტითა: შენ: კაცთა: ნაცვლად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა: სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მისით: ჭურეტითა: ვით: იადონი: არ: მოჰკვდე: ბულბული: თესლთა: კვნეტითა:

280. ყმამან: უთხრა: რას: მენუკვი: არა: ვიცი: გამიცხადე: კაცი: ჩემად: სამსახურად: უღ~თოდ: ვით: დავბადე: ღ~თსა: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე: გაღანამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიჴადე:

281. ქალმან: კვლა: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა: მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყვეს: თავისა: ნებითა: იგი: გიახლოს: ილხენდე: მისისა: შემეცნებითა: ჰფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა:

282. ყმამან: უთხრა: თუ: მიჩვენებ: ვნახავ,: დიდად: გავიხარებ: სიყვარულმან: მისმან: ვისთვის: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ: არას: ვუზამ: უგემურსა: არა: ოდეს: გავამწარებ: რაცა: ჩემგან: ეამების: ვაამებ: და: შევიყვარებ:

283. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყვანებლად: არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად: ჴელი: მოჰკიდა: მოჰყვანდა: ვით: მთვარე: მოსავანებლად: იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქვა: მზისა: დასადარებლად:

284. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად: ანუ: ცით: მთვარე: უღრუბლოდ: შუქთა: მოჰფენდეს: ქვე: ბარად: რომე: მათთანა: ალვისა: ხეცა: ვარგიყოს: ხედ: არად: გვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხვადმცა: რაღა: ვთქვა: მედარად:

285. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დარიდეს: ვარდსა: ჴლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭურდეს: ყელი: ყელსა: გადააჭუდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს: ქარვად: შექნეს: იაგუნდი: მათნი: თუმცა: ლალად: ღირდეს:

286. მობრუნდა: ჴელი: ავთანდილს: ყმამან: შეუპყრა: ჴელითა: ერთგან: დასხდეს: და: იტირეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა: ასმათი: სულსა: უღებდა: სიტყვითა: საკვირველითა: თავთა: ნუ: დაჰჴოცთ: ნუ: ბნელიქთ: მზესა: თქვენისა: ბნელითა:

287. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არ: დაზრული: ყმასა: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული: ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსულხარ: სადაური: სით: მოსრული: მე: სიკვდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: გაწირული:

288. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყვები: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯნურობითა: დამწვარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზნებია:

289. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყვარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავ: მაგრებია: თუცა: ვერ: იცნობ: გინახავს: თუ: ვით: გიაზრებია: გახსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცენ: მონები: არ: საპყრებია:

290. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩვენ: ზედა: გარდგეკიდენით: გიჴმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: პატრონი: ჩემი: გაგიწყრა: ჩვენ: ჴაფად: წაგეკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: მიდენით:

291. ყველაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴრმლოდ: გარდაჰკვეთეთ: მეფე: შეჯდა: დაგვეკარგე: მონებიცა: დავაფეთეთ: ვითა: ქაჯი: დაგვემალე: კვალი: შენი: ვერ: მოვჰკუეთე: ამან: უფრო: დაგვაშეთა: თავი: სრულად: დავაშეთეთ:

292. ჭმუნვა: შეექმნა: თქვენც: იცით: ჴელმწიფე: ნებიერია: მოგნახეს: გძებნეს: ვერ: გპოვეს: მათ: რუკა: დაუწერია: ვერ: ნახეს: შენი: ნახული: ვერცა: ყმა: ვერცა: ბერია: აწ: გამომგზავნა: რომელსა: არ: მზე: ჰგავს,: ვერ: ეთერია:

293. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: მზისა: წარჴდომილისა: მაშინ: ვარ: მქმნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა: სამ: წლამდის: მითხრა: დადენა: უმისოდ: ცრემლთა: მილისა: არ: გიკვირს: გავსძელ: ვერ: ჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა:

294. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა: ქურდნი: ვნახენ: რომე: თქვენთვის: სიტყვა: რამე: გაემკვახა: მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკვდართა: დაგესახა: მათ: მასწავლეს: ძმა: რომელსა: სულ: მობრძავი: სამე: გლახა:

295. ტარიელსცა: მოეგონა: ომი: მათი: მაშინდელი: იტყვის: მახსოვს: ეგე: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი: ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი: მით: ვტიროდი,: მამეგონა: მე: გლახ: ჩემი: სულთა: მდგმელი:

296. რას: მაქნევდით,: რა: გინდოდა: ერთმანერთსა: რითა: ვგვანდით: თქვენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩვენ: მტირალნი: ღაწვთა: ვბანდით: რა: მონანი: შესაპყრობლად: მომწიენით: გავგულვანდით: აწ: ვეჭობ: რომ: ჩემად: ნაცვლად: თანა: მკვდართა: მიიტანდით: