... (Q-261), XVII ს.

158. ლაშქართა: და: დიდებულთა: ალაშქრებდი: ნაპირობდი: დარბაზს: კაცსა: გაგზავნიდი: და: ამბავსა: მათსა: ცნობდი: ესე: მზეებრ: წიგნსა: სწერდი: ჩემ: მაგიერ: ძღვენსა: სძღვნიდი: აქა: სადმე: არ: ყოფასა: ჩემსა: მათმცა: რად: აცნობდი:

159. ლაშქრობა: და: ნადირობა: შენი: ჩემსა: დაასახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სახელმწიფო: შეინახე: თუ: სამწლამდის: არ: მოვიდეს: ხვაშიადი: შემინახე: არ: მოვბრუნდე: მამიგლოვე: მიტირე: და: მივაგლახე:

160. მაშინღა: ჰკადრე: მეფესა: არ: საქმე: სასურველია: უამბე: ჩემი: სიკვდილი: იყავ: მართ: ვითა: მთურალია: მიხუდა: თქუა: საქმე: რომელი: ყოვლთა: თვის: გარდუვალია: გლახაკთა: მიეც: საჭურჭლე: ოქრო: ვერცხლი: და: რვალია:

161. მაშინ: უფრო: მომეჴმარე: ამისგანცა: უფრო: მჴედრე: ნუთუ: ადრე: დამივიწყო: მახსენებდი: ზედაზედრე: მეტად: კარგად: დამიურვე: სული: ჩემი: შეივედრე: ზრდანი: ჩემნი: მოიგონენ: გული: შენი: მოიმდედრე:

162. რა: მონამან: მოისმინა: გაუკვირდა: შეეზარა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცხელი: ცრემლი: გარდმოყარა: მოახსენა: უშენომან: გულმან: რამცა: გაიხარა: ვიცი: რომე: არ: დასდგები: მაგას: გიშლი: ამად: არა:

163. განა: აჰქუნა: ლომსა: იმედი: დაგედვას: რაცა: მისადა: მეფისა: ცამდის: მაღლისა: მზისაცა: უფრო: ზისადა: უშენოდ: მყოფი: არ: ვარგვარ: არცა: თუ: აქა: ვზი: სადა: მარტოსა: თავი: რად: დაგიც: სავალად: მაგა: გზისადა:

164. ჩემად: ნაცულად: დაგაგდებო: ესე: სიტყვა: რად: მიბრძანე: როგორა: ვქნა: პატრონობა: რამც: გიფერე: რამც: გაგვანე: შენ: მარტოსა: გიგონებდე: მემცა: მიწა: ვიაკვანე: სჯობს: ორნივე: გავიპარნეთ: წამოგყვები: წამიტანე:

165. ყმამან: უთხრა: მამისმინე: მართლად: გითხრობ: არა: ჭრელად: რა: მიჯნური: ველთა: რბოდეს: მარტო: უნდა: გასაჭრელად: მარგალიტი: აღარ: მოხუდეს: უსასყიდლოდ: უვაჭრელად: კაცი: ცრუ: და: მოღალატე: ჴამს: ლახვრისა: დასაჭრელად:

166. მისი: ცეცხლი: გულსა: ჩემსა: დამწველი: და: მედებია: მას: ერთსაცა: ვერ: გაუტეხ: რაცა: მიიმედებია: შენგან: კიდე: არა: მივის: ძმები: არცა: მე: დებია: იმოქმედე: დღეთა: შენთა: რაცა: გიმოქმედებია:

167. ვისმცა: უთხარ: ხვაშიადი: შენგან: კიდე: არვინ: ვარგა: უშენოსა: პატრონობა: ვის: მივანდო: ვინ: ქნას: კარგა: სანაპირო: გაამაგრე: მტერმან: ახლოს: ვერ: იბარგა: კულა: ნუთუმცა: შემოვიქცე: ღმერთმან: სრულად: არ: დამკარგა:

168. ფათერაკი: სწორად: მოჰკლავს: ერთი: იყოს: თუნდა: ასი: მარტოობა: ვერას: მიზამს: მცავს: თუ: ცისა: ძალთა: დასი: აქათ: სამ: წელ: არ: მოვიდე: მაშინ: გმართებს: გლოვა: ფლასი: წიგნსა: მოგცემ: გმორჩილობდეს: ვინცა: იყოს: ჩემი: ხასი:

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა:

169. დაწერა: თუ: ჩემნო: ყმანო: გამზრდელნო: და: ზოგნო: ზრდილნო: ერთგულნო: და: მისანდონო: ამას: ზედა: გამოცდილნო: თქვენ: ჩემისა: საწადლისა: მიდგომილნო: ვითა: ჩრდილნო: წიგნი: ჩემი: მოისმინეთ: ყოვლნო: ერთგან: შემოხდილნო:

170. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: ისმინეთ: გიწერ: მე: რასა: თვითან: ვიქ: ჴელითა: ჩემითა: ამა: წიგნისა: წერასა: ცოტასა: ხანსა: ვარჩიე: ჭირი: სმასა: და: მღერასა: პურად: და: საჭმლად: მივენდე: ჩემსა: მშვილდსა: და: ცერასა:

171. საქმე: რამე: მიც: თავისა: ზე: სადმე: გარდსახვეწელი: დავყო: მარტო: და: ღარიბად: ესე: წლეული: მე: წელი: გემუდარები: ამისთვის: ვარ: თქუენი: შემომხვეწელი: მე: დამახვედროთ: სამეფო: მტერთაგან: დაულეწელი:

172. მე: შერმადინ: დამიგდია: ჩემად: ნაცულად: პატრონობდეს: სიკუდილსა: და: სიცოცხლესა: სადამდისცა: ჩემსა: სცნობდეს: ესე: მზეებრ: მოგეფინოს: ვარდს: ზრვიდეს: არ: აჭკნობდეს: მაგრა: მისსა: შემცოდესა: ვითა: ცვილსა: დაადნობდეს:

173. თქუენცა: იცით: გამიზრდია: ვითა: ძმა: და: ვითა: შვილი: ამას: ასრე: მორჩილობდით: არის: ვითამც: ავთანდილი: ბუკსა: იკრას: აქნევინეთ: ყოვლი: საქმე: ჩემგან: ქნილი: მე: თუ: დრომდის: არ: მოვიდე: გლოვა: გმართებს: არ: სიცილი:

174. ესე: წიგნი: დაასრულა: წყლიანმან: და: სიტყუანაზმა: წელთა: ოქრო: შემოირტყა: საღარიბოდ: შეეკაზმა: ბრძანა: მინდორს: შევჯდებიო: ლაშქარიცა: დაერაზმა: მასვე: წამსა: წამოვიდა: შინა: ხანი: არა: დაზმა:

175. ბრძანა: წადით: ყუელაკანი: აქა: მომჴრედ: არვინ: მინა: მონებიცა: გაიშორვა: თავი: გაითავისწინა: მარტო: გარე: შემობრუნდა: შამბი: შიგან: გაირბინა: მიწყივ: მისად: საგონებლად: მისი: მკულელი: თინათინა:

176. იგი: ველი: გაირბინა: ლაშქართაგან: გაეკიდა: ვინმცა: ნახა: სულიერმან: ანუ: ვინმცა: გაეკიდა: ვის: მახვილი: ვერას: ავნებს: მისი: მკულელი: გაეკიდა მისთვის: ტვირთი: კაეშნისა: ტვირთად: ბარგად: გაეკიდა: