... (Q-261), XVII ს.

275. ავთანდილ: ქუაბსა: დამალა: ქალმან: დამალვით: მალითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: შვენოდა: კაპარჭჴრმალითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესამალითა ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ჭურეტითა: იდუმალითა:

276. ამარტის: ფერად: შესცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან: შეხსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყუანა: მან: დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკუეთნა: შავმან: გიშრისა: დანამან:

277. ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ტყუე: საკნით: ნააზატები: მან: ქალმან: ქუეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები: მაზედან: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქუამს: ჭირმონამატები: სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები:

278. მან: ქალმან: ჴელყო: კვესითა: გზება: ცეცხლისა: ნელისა: ეგონა: ჭამა: ხორცისა: შემწურისა: შეუქნელისა: მიუპყრა: ერთი: აჰხლიჩა: ქნაა: საქმისა: ძნელისა: ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა:

279. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლე: ვერა: მეტი: შეჰკრთა: დიდნი: დაიზახნა: წამოვარდა: ვითა: რეტი: იზახდის: და: წამწამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი: ცალკე: ტირს: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენამჭურეტი:

280. მოახსენა: რად: დაბრუნდი: მითხარ: რაცა: წაგეკიდა: მან: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა: ჰყუეს: ლაშქარნი: უთვალავნი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა: იგი: მინდორს: ნადირობდა: დაეფანჩვა: მარეკი: და:

281. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიალე: არ: მივეო: ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე: მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე: დღეს: ნუთუმცა: უკუმრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე:

282. ქალსა: ცრემლნი: გარდმოსცუივდეს: ასნაკეცნი: ბევრისბევრად: მოახსენა: მჴეცთა: თანა: იარები: მარტო: ტევრად: არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად: შენ: მაგითა: ვერას: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად:

283. ყოვლი: პირი: ქუეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია: ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენდა: ვითა: დაგელია: გიახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუცა: ჭირი: არ: გაკლია: შენ: მოკუდე: და: იგი: წაჴდეს: ესე: შენთვის: რა: მადლია:

284. უბრძანა: დაო: ეგეა: მსგავსი: შენისა: გულისა: მაგრა: არ: არის: ქუეყანად: წამალი: ამა: წყლულისა: ვის: ძალუც: პოვნა: კაცისა: თვით: სოფლად: არმოსრულისა: ჩემი: ლხინია: სიკუდილი: გაყრა: ჴორცთა: და: სულისა:

285. ღ~ნ: ეტლსა: სხვამცა: ჩემსა: რადმცა: კაცი: სხვა: დაბადა: სიახლე: და: საუბარი: თუმცა: მისი: მე: მეწადა: ვინმცა: გასძლნა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა: შენგან: კიდე: ჴორციელი: დაო: მივის: არასადა:

286. ქალმან: ჰკადრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია: რადგან: ღ~თსა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია: ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია: არა: ვარგა: უსაზომო: თავი: ზომსა: გარდგიჴდია:

287. მისი: მძებლენი: იყომცა: ჭკუვითა: მეტის: მეტითა: შენ: კაცთა: ნაცულად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა: სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მისით: ჭურეტითა: ვით: იადონი: არ: მოკუდე: ბულბული: თესლთა: კუნეტითა:

288. ყმამან: უთხრა: რასა: მნუკვი: არა: ვიცი: გამიცხადე: კაცი: ჩემად: სამსახურად: უღმრთოდ: მემცა: ვით: დავბადე: ღ~თსა: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე: გაღანამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიჴადე:

289. ქალმან: კულა: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა: მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყვეს: თავისა: ნებითა: იგი: გიახლოს: ილხენდე: მისითა: შემეცნებითა: ფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა:

290. ყმამან: უთხრა: თუ: მიჩუენებ: ვნახავ: მეტად: გავიხარებ: სიყუარულმან: მისმან: ვისთვის: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ: არას: ვუზამ: უგემურსა: არა: თოდენ: გავამწარებ: რაცა: ჩემგან: იამების: ვაამებ: და: შევიყუარებ:

291. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყუანებლად: არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად: ჴელი: მოჰკიდა: მოჰყუანდა: ვით: მთვარე: მოსავანებლად: იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქუა: მზისა: დასაგუანებლად:

292. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად: ანუ: თუ: მთუარე: უღრუბლოდ: შუქთა: მოჰფენდეს: ქუე: ბარად: რომე: მათთანა: ალვისა: ხეცა: ვარგიყოს: ხედ: არად: ჰგვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხვამცა: რისად: ვთქვა: მე: და: რად:

293. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დარიდეს: ვარდსა: ჴლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭუირდეს: ყელი: ყელსა: გადააჭუდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს: ქარვად: შექმნეს: იაგუნდი: მათნი: თუცა: ლალად: ღირდეს:

294. მობრუნდეს: ყმამან: ავთანდილს: ჴელი: შეუპყრა: ჴელითა: ერთგან: დასხდეს: და: იტირეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა: ასმათი: სულსა: უღებდა: სიტყუითა: საკუირველითა: თავთა: ნუ: დაჴოცთ: ნუ: ბნელიქთ: მზესა: თქვენითა: ბნელითა: