... (Q-261), XVII ს.

138. კულა: შეჰფიცეს: ერთმანერთსა: დააპირეს: ესე: პირი: გასალდეს: და: გაამრავლეს: საუბარი: სიტყუა: ხშირი: გაადვილდა: აქანამდის: გარდეჴადა: რაცა: ჭირი: თეთრთა: კბილთათ: გამოჰკრთების: თეთრი: ელვა: ვითა: ჭუირი:

139. ერთგან: დასხდეს: ილაღობეს: საუბარი: ასად: აგეს: ბროლ: ბალახში: შეხვეული: და: გიშერი: ასადაგეს: ყმა: ეტყუის: თუ: შენთა: მჭვრეტთა: თავი: ხელი: ა: სად: აგეს: ცეცხლთა: მანდით: მოდებულთა: გული: ჩემი: ასადაგეს:

140. ყმა: წავიდა: თუმცა: მისსა: სიშორესა: ვერ: გასძლებდა: უკანითვე: იხედვიდა: თუალთა: რეტად: იყოლებდა: ბროლსა: სეტყვს: და: ვარდსა: აზრობს: ტანსა: მჭევრსა: ათრთოლებდა: გული: ჰქონდა: გულისათვის: სიყუარულსა: ავალებდა:

141. თქუა: მზეო: ვარდსა: სიშორე: შენი: დამაჩნდეს: ეს: ადრე: ბროლი: და: ლალი: გასრულვარ: ქარვისა: უყუითლესადრე: მაშინ: რაღა: ვჰქნა: ვერ: ჭურეტა: რა: მომხუდეს: კვლა: უგრძესადრე: ჴამს: მოყურისათვის: სიკუდილი: ესე: მე: დამიც: წესადრე:

142. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცხელი: ცრემლი: ეჴოცების: ვითა: ვერხუი: ქარისაგან: ირხევის: და: ეკეცების: მიელულის: საყუარლისა: სიახლევე: ეგონების: შეჰკრთის: დიდი: დაიზახის: მით: პატიჟი: ეოცების:

143. მოშორვება: საყუარლისა: მას: შეჰქმნოდა: მისად: ღაზოდ: ცრემლსა: ვითა: მარგალიტსა: ტირს: ვარდისა: დასანაზოდ: რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭურეტთა: სალამაზოდ: ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ:

144. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია: შესთვალა: გკადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია: ყოველი: პირი: მიწისა: თქუენ: ჴმლითა: დაგიმონია: აწ: თუ: სჯობს: ესე: ამბავი: ცნან: რაცა: გარემონია:

145. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო: თინათინის: ჴელმწიფობა: მტერთა: თქვენთა: გულსა: ვგმირო: მორჩილქმნილთა: გავახარო: ურჩი: ყუელა: ავატირო: ძღვენნი: გკადრნე: ზედაზედა: არ: სალამი: დავაძვირო:

146. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადრიერობა: ებრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გარდუხდელობა: აწ: მაგა: შენსა: თათბირსა: ჰგავსო: შენივე: ქველობა: მაგრა: მამხუდეს: რაღა: ვქნა: თუ: სიშორისა: გრძელობა:

147. ყმა: შევიდა: თაყუანისსცა: მადლი: რამე: მოახსენა: ჴელმწიფეო: ქება: ჩემი: რად: იკადრე: მიკუირს: თქუენა: აწ: ნუთუმცა: კულა: ნახუისა: ღ~ნ: ბნელი: გამითენა: პირი: თქუენი: მხიარული: მხიარულსა: კვლა: მიჩუენა:

148. მეფე: ჴელსა: მოეკიდა: გარდაჰკოცნა: ვითა: შვილი: სხვა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი: ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი: როსტან: მისთვის: აატირა: ლმობიერი: გული: ბილი:

149. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მჴნე: ლაღად: მავალი: ოც: დღე: იარა: ღამეცა: დღე: ზედა: წართო: მრავალი: იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი: არ: მისცილდები: თინათინ: მისი: მას: ვისგან: სწვავს: ალი:

150. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გაჴდა: სამეფოსა: მოეგებნეს: დიდებულნი: ძღვენსა: სძღვნიდეს: იეფოსა: იგი: პირმზე: არ: მოსცდების: სიარულსა: სასწრაფოსა: მიხუდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სადაფოსა:

151. ქალაქი: ჰქონდა: მაგარი: საზაროდ: სანაპიროსა: გარეთ: კლდე: იყო: გიამბობ: ზღუდესა: უქვითკიროსა: ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა: გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისვა: სავაზიროსა:

152. ესეა: მონა: შერმადინ: ზემოთცა: სახელდებული: მისი: გამზრდელი: ერთგული: და: მისთვის: თავდადებული: მან: არ: იცოდა: აქამდის: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული: აწ: გაუცხადა: სიტყუები: მის: მზისა: იმედებული:

153. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხვენიან: ჩემნი: საქმენი: ყუელანი: გიცდიან: გაგივლენიან: მაგრა: არ: იცი: აქამდის: რანიცა: ცრემლნი: მდენიან: მე: ვისგან: მქონდეს: პატიჟნი: აწ: მასვე: მოულხენიან:

154. მე: მოუკლავ: თინათინის: სურვილსა: და: სიყვარულსა: ცრემლი: ცხელი: ასოვლებდის: ნარგისთაგან: ვარდსა: ზრულსა: ვერ: ვაჩენდი: აქანამდის: ჭირსა: ჩემგან: დაფარულსა: აწ: მიბრძანა: საიმედო: ამად: მხედავ: მხიარულსა:

155. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა: მოხვიდე: სრულვქმნა: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა: მე: ქმრად: არ: მინდა: უშენოდ: მომხუდეს: ხისაცა: რგულისა»: მამცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

156. პირველ: ყმა: ვარ: წასულა: მინდა: პატრონისა: სამსახურად: ჴამს: მეფეთა: ერთგულობა: ყოფა: უნდა: ყმასა: ყმურად: მერმე: ცეცხლი: დაუვსია: აღარა: მწვავს: გულსა: მურად: ჴამს: თუ: კაცი: არ: შეუდრკეს: ჭირს: მიუხდეს: მამაცურად:

157. ვართ: უმოყვრესნი: მე: და: შენ: ყოველთა: პატრონყმათასა: ამისთვის: გნუკევ: სმენასა: შენ: ამა: ჩემთა: ჴმათასა: ჩემ: წილ: დაგაგდებ: პატრონად: თავადად: ჩემთა: სპათასა: ამა: საქმესა: ვერა: ვიქ: მე: განდობასა: სხვათასა: