... (Q-261), XVII ს.

216. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაჰფრიწა: ვითა: მკუდარი: უსულო: ქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რამე: მკადრებელი: მოამდაბლა: მოამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა:

217. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად: შორს: უჩუენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად: ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

218. აჰა: მიხუდა: ავთანდილსა: ღაწვთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხუდა: საწადელი: რას: ეძებდეს: მისი: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

219. უთხრა: თუძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქუენგან: მივხუდი: წადილსა: ძნელსა: არ: საადვილოსა: ღმერთიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

220. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემის: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქს: თქუენისა: ძმისა: ვნებასა: უჩუენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნებანებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

221. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

222. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამს: რომ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

223. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭვრეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მამკლავს: ანუ: მოვჰკლავ: დაიმალვის: მეტისმეტად:

224. მე: იმა: ყმისა: საკრავად: ჴმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვჰკვდები: არ: ვივნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალითა: მიუგებ: უკანა: დავედევნები იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარი: ჴევნი:

225. ავთანდილ: იტყუის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგის: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნღა: ვძებნნე: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი:

226. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: საჭამადთა: მჭამენი: არსადა: ხანი: არ: დაყუეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი:

227. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქუაბი: იყო: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: ხე: დიდროუან: თვალუცდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

228. მან: ყმამან: ქუაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მას: ზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლ: მინადენია:

229. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: მათ: ქვაბთა: კართა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

230. იგი: ტევრი: გაეჴშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოთქმიდიან: მოსცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ზმასა:

231. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქუაბს: შეიყუანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა: შეხსნა: მას: ყმასა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა:

232. ავთანდილს: უკუირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გამოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა: შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა: შეჰკაზმა: მოაქუს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

233. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ვეჯდა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ასმათ: ისრე: დაღრეჯილი: კულა: უფრორე: დაიღრეჯდა:

234. ავთანდილ: ახლოს: კვლა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშაშლილი: წვერგამო: ნუ: თუ: მზეაო: ვთქუა: ცისა: ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: უჩნს: მოკლვა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

235. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკუირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქუა: თუ: ღ~თნ: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა: