... (Q-261), XVII ს.

დასაწყისი პირველი ამბავი რუსთაველისაგან ქართულად ნათარგმანები რომელსა ვეფხისტყაოსნად უჴმობენ:

1. პირველ: თავი: დასაწყისი: ნათქუამია: იგ: სპარსულად: უჴმობთ: ვეფხისტყაოსნობით: არსსა: შეიქს: ჴორცს: არს: სრულად: საეროა: არ: ახსენებს: სამებასა: ერთ: არსულად: თუ: უყურა: მონაზონმან: შეიქმნების: გაპარსულად:

2. ჰე: ღმერთო: ერთო: შენ: შეჰქმენ: სახე: ყოვლისა: ტანისა: შენ: დამიფარე: ძლევა: მეც: დათურგუნვად: მე: სატანისა: მამეც: მიჯნურთა: სურვილი: სიკუდიდმდე: გასატანისა: ცოდვათა: შესუბუქება: მუნ: თანა: წასატანისა:

3. თამარს: ვაქებდეთ: მეფესა: სისხლისა: ცრემლ: დათხეული: ვჰთქუენი: ქებანი: ვისნი: მე: არ: ავად: გამორჩეული: მელნად: ვიჴმარე: გიშრის: ტბა: კალმად: მინა: რხეული: ვინცა: ისმინოს: დაესვას: ლახვარი: გულსა: ხეული:

4. [.................]გამოთქმად: გული: და: ჴელოვანება: [.........]: მომეც: და: შეწევნა: შენგნით: მაქვს: მივსცე: გონება: [...........]: შევეწივნეთ: ტარიელს: ტურფადაც: უნდა: ჴსენება: მათ: სამთა: გმირთა: მნათობთა: სჭირს: ერთმანერთის: მონება:

5. მო: დავსხდეთ: ტარიელისთვის: ცრემლი: გვდის: შეუშრობილი: მისებრივ: მართ: დაბადებით: ვინცა: ყოფილა: შობილი: დავჯე: რუსთველმან: გავლექსე: მისთვის: გულ: ლახუარ: სობილი: აქამდის: ამბად: ნათქუამი: აწ: მარგალიტი: წყობილი:

6. ტარიელს: კარგსა: მოყმესა: მკლავ: მაგარსა: ძალიანსა პირად: ვარდსა: ტან: საროსა: გული: მისი: რკინიანსა: უხუს: უშურველსა: გამცემსა: ტკბილ: საუბარსა: წყლიანსა: მით: ქება: ნესტან: დარეჯანს: რათ: ეთქმის: პირად: მზიანსა:

7. მე: რუსთველი: ხელობითა: ვიქმ: საქმესა: ამა: დარი: ვის: მორჩილობს: ჯარი: სპათა: მისთვის: ვხელობ: მისთვის: მკვდარი: დავუძლურდი: მიჯნურთათვის: კულა[..............]: ანუ: მოგუც[...........................................................]:

8. ვთქვა: მიჯნურობა: პირველი: და: ტომი: გვართა: ზენათა: ძნელად: სათქმელი: საჭირო: გამოსაგები: ენათა: იგია: საქმე: საზეო: მომცემი: აღმაფრენათა: ვინცა: ეცდების: თმობამცა: ჰქონდა: მრავალთა: წყენათა:

9. მას: ერთსა: მიჯნურობასა: ჭკვიანნი: ვერ: მიხუდებიან: ენა: დაშურების: მსმენლისა: ყურნიცა: დავალდებიან: ვთქუნე: ხელობანი: ქვენანი: რომელნი: ხორცთა: ხვდებიან: მართ: მასვე: ჰბაძვენ: თუ: ოდეს: არ: სიძვით: შორით: ბნდებიან:

10. მიჯნური: შმაგსა: გვიქვიან: არაბულითა: ენითა: მით: რომე: შმაგობს: მისისა: ვერ: მიხვდომისა: წყენითა: ზოგთა: აქუს: საღმრთო: სიახლე: დაშვრების: აღმაფრენითა: კულავ: ზოგთა: ქუეუც: ბუნება: კეკლუცთა: ზედან: ფრფენითა:

11. მიჯნურსა: თუალად: სიკეთე: მართებს: მართ: ვითა: მზეობა: სიბრძნე: სიმდიდრე: სიუხვე: სიყმე: და: მოცალეობა: ენა: გონება: დათმობა: მძლეთა: მებრძოლთა: მძლეობა: ვისცა: ეს: სრულად: არა: სჭირს: აკლია: მიჯნურთ: ზნეობა:

12. მიჯნურობა: არის: ტურფა: საცოდნელად: ძნელი: გუარი: მიჯნურობა: სხვა: რამეა: არ: სიძვისა: დასადარი: იგი: სხვაა: სიძვა: სხვაა: შუა: უზის: დიდი: მზღვარი: ნურვინ: გარევთ: ერთმანერთსა: გესმის: ჩემი: ნაუბარი:

13. ჴამს: მიჯნური: ხანიერი: არ: მეძავი: ბილწი: მრუში: რა: მოშორდეს: მოყუარესა: გაამრავლოს: სულთქმა: უში: გული: ერთსა: დააჯეროს: კუშტი: მიხუდეს: თუნდა: ქუში: მძულს: უგულოდ: სიყუარული: ხვევნა: კოცნა: მტლაში: მტლუში:

14. მას: ცოცხალი: ნუ: ელევის: რაცა: პირველ: შეუყვარდეს: ნუცა: ლხინსა: აუზავდეს: ნურცა: ჭირსა: შეუზარდეს: მისთვის: დასთმოს: ყუელაკაი: მისთვის: ველთა: გამოვარდეს: ნურა: ჰგავა: სოფელიცა: მისი: კერძი: გარდაჰქარდეს

15. თუ: მიჯნურსა: მიჯნურობა: ეტლად: მომცა: რადგან: ბედმან მე: მით: ვიცან: საქმე: მათი: თავით: ჩემით: შენახედმან: სიტყუა: კარგი: გამოვაგო: ლექს: მრავალმან: ენა: მეტმან შეიზომნეს: ჭირნი: მათნი: ჭირთა: ჩემთა: მეათედმან:

16. რომელმან: შექმნა: სამყარო: ძალითა: მით: ძლიერითა: ზეგარდმოთ: არსნი: სულითა: ჰყუნა: ზეცით: მონაბერითა: ჩუენ: კაცთა: მოგვცა: ქვეყანა: გვაქვს: უთვალავი: ფერითა: მისგან: არს: ყოვლი: ხელმწიფე: სახითა: მის: მიერითა.:

17. შენ: შეჰქმენ: დავით: მაღალი: თვით: მეფე: დავითიანად გონება: დიდად: მოწყალე: მართ: ერთობ: გულმოწყლიანად: მნათობი: ყოვლთა: მხედველთა: ვითა: მთა: სანათიანად უმისოდ: მზეცა: ვერ: ნათობს: ვერც: ლომი: არს: ნაკუთიანად:

18. გვირგვინი: ტახტი: პორფირი: ღმთისგან: გვაქვს: სკიპტრა: პირველი: ერდგულთა: დიდად: მოწყალე: ორგულთა: რისხვით: მჭირველი: შენდა: სამონოდ: მეფენი: მოვლენ: სხვაგნისა: მირველი ჴამს: თუმცა: პაპი: ჰრომისა: რომ: შენთვის: იყოს: მწირველი:

19. ვის: შვენის: ლომსა: ხმარება: შუბისა: ფარ: შიმშერისა: მეფისა: მზის: თამარისა: ღაწუ: ბალახშ: თმა: გიშერისა: მას: არა: ვიცი: შეუკადრო: შესხმა: ხოტბისა: შერისა: მისთა: მჭურეტელთა: ყანდისა: მირთმა: ჴამდა: მართ: მშერისა: