... (Q-261), XVII ს.

196. თავს: უთხრა: მოჰკუე: გიჯობს: სიცოცხლე: აუგიანსა: მიხვალ: დაგხუდების: თინათინ: ანათებს: დღესა: მზიანსა: გკითხოს: მის: მზისა: ამბავი: რა: გმართებს: ვაგლახიანსა: იგონებს: წამწამ: მიჰყუების: ტყის: პირსა: შამბნარწყლიანსა:

197. ყოვლნი: არსნი: ცათ: ქუეშეთნი: ერთობ: სრულად: მომივლიან: მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან: უღონიოდ: მართალ: იყუნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქვიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცრემლნი: ცუდად: რასა: მდიან:

198. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მჴეცნი: იყუნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

199. თუცა: მჴეცქმნილი: ავთანდილ: გულამოსკუნით: და: კუნესითა: ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამის: ტომთა: წესითა: ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავ: უგრძესითა: შამბისა: პირსა: გარდაჴდა: ცეცხლი: დააგზო: კვესითა:

200. ცხენსა: მისცა: საძოვარი: ვირემ: მწვადი: შეიწოდეს: ექუსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოვიდოდეს: თქვა: თუ: ჰგვანან: მეკობრეთა: თვარა: კარგი: რამც: იცოდეს: აქა: კაცი: ჴორციელი: კულა: ყოფილა: არაოდეს:

201. ჩუენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გვნახვენ: ვემაჯანებით: შეირტყა: წელთა: აბჯარი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: მზად: აქუს: მშვილდი: და: ისარი: ჴმალი: მოიმარჯა: ნებით: მისმან: მებრძოლმან: ყუელამან: გაყრამცა: იაჯა: ნებით:

202. ჴელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკენ: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ყმა: მოჰყუანდა: უწვერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭიროდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

203. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამსგავსენ: მათ: მიუგეს: გვიშველე: რა: დაგვიწყნარდი: ცეცხლნი: ავსენ: ვერა: გვარგო: მოგვიტკივნე: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსენ: სატირელნი: მოგუიტირენ: ღაწვნი: შენცა: დაიმხასენ:

204. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულმდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩუენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: დია: სჯობს: ციხე: ქალაქი: ხატაეთს: არემარეთა:

205. კარგი: გვესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გუყუეს: ლაშქარნი: უთუალავნი: წყლისა: პირსა: გარდაჴედით: სანადირო: მოგვეწონა: თვესა: ერთსა: არ: წავედით: ვჴოცეთ: მჴეცსა: უზომოსა: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

206. ჩუენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩუენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვჰკლავ: მე: გჯობო»: სიტყვანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

207. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვჰთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინცა: ვინ: ვსჯობდეთ: მკლავითა: თავსა: ვიახლნეთ: მარტონი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკლუიდეთ: ნუ: ვესურვით: დამნახავითა:

208. ჩუენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არას: მოაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: ვჰჴოცეთ: მხეცი: მფრინველი: რაცა: ზე: გარდაგვფრენია:

209. ანასდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირ: გამქუშავია: იგი: ზედა: ჯდა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მსგავსი: შვენებით: კაცთაგან: უნახავია:

210. უჭვრიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვთქვით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით»: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: დადენით:

211. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემან: შედეგმან: ტაიჭი: მისი: თვით: აქო: ხსენებით: ამან: მართ: ოდენ: მორევნა: გუითხრა: უვალნეთ: ჩვენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით:

212. ჩუენ: მისითა: მიზეზითა: აწ: ვართ: ლომო: შეჭირვებით ცაცა: მისად: არა: ჰკუირან: მივიდოდა: თავის: ნებით შესაპყრობლად: ჴელი: ვჰკადრე: მაგრა: მეტად: შეზარებით: ასრე: მწარედ: მათრაჴითა: ჩამოგუფრიწა: არ: ჴმალ: ხლებით:

213. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩუენთვის: მეტად: გაამყიფნა: არ: აგუხუნა: არცა: დაგუდვა: ყოლედ: არად: ამოგვკრიფნა: მისნი: მკუახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგუამწიფნა:

214. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით: ჴელი: მოჰკიდა: დადეგო»: ესეცა: უთხრა: კიდ: ენით: მან: ჴრმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩუენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: კი: დენით:

215. ჩუენი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგვაწყნარნა: იგი: ყოლე: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგუიმწარდა: ვთქუით: თუ: უჴმლოდ: მოგვერია: ჴლმით: გაგუჴდის: ფარა: ფარად: