... (Q-261), XVII ს.

39. თუცა: ქალია: ჴელმწიფედ: მართ: ღ~თისა: დანაბადია: ვერ: გათნევთ: იცის: მეფობა: უთქვენოდ: გვითქვამს: კვლა: დია: შუქთა: მისთაებრ: საქმეცა: მისი: მზებრ: განაცხადია: ლეკუი: ლომისა: სწორია: ძუ: იყოს: თუნდა: ხვადია:

40. უბრძანა: ნუ: სტირ: ასულო: ისმინე: ჩემი: თხრობილი: დღეს: შენ: ხარ: მეფე: არაბეთს: ჩემგან: ჴელმწიფედ: ჴმობილი: აქათგან: ესე: სამეფო: მართ: შენია: მინდობილი: ხარმცა: ბრძნად: მქმნელი: საქმისა: იყავ: წყნარი: და: ცნობილი:

41. ვარდთა: და: ნეხუთა: ვინათგან: მზე: სწორად: მოეფინების: დიდთა: და: წურილთა: წყალობა: შენცა: ნუ: მოგეწყინების: უხვი: ახსნილსა: დააბამს: იგი: თვით: ების: ვინ: ების: უხვად: გასცემდი: ზღვასაცა: შესდის: და: გაედინების:

42. მეფეთა: შიგან: სიუხვე: ვით: ალვა: ედემს: რგულია: სმა: ჭამა: დიდად: შესარგი: დება: რა: სავარგულია: უხუსა: მორჩილობს: ყოველი: იგინიც: ვინ: ორგულია: რასაცა: გასცემ: ჩვენია: რას: არა: დაკარგულია:

43. ამა: მამისა: სწავლასა: ქალი: ბრძნად: მოისმინებდა: ყურსა: უპყრობდა: ისმენდა: წურთასა: არ: მოიწყინებდა: მეფე: სმასა: და: მღერასა: იქს: მეტად: მოილხინებდა: თინათინ: მზესა: სწუნობდა: მაგრამ: მზე: თინათინებდა:

44. რა: გადიდდა: ნადიმობა: დაატკბობდეს: ჩანგი: ხმათა: მათ: ტურფათ: სანახავად: ჯარი: მოდგის: ბანის: ბანსა:: ბულბული: და: იადონი: იზახოდეს: მულღაზარსა:: თავის: : მსმელთა: დავლიოთო: ძალი: მისცეს: ღვინის: სმასა.:

45. მოიხმო: მისი: გამზრდელი: ერთგული: ნაერთგულევი: უბრძანა: ჩემი: საჭურჭლე: შენგან: დანაბეჭდულევი: მამართვი: ჩემი: ყუელაი: ჩემი: ნაუფლისწულევი: მოიღეს: გასცა: უზომო: უანგარიშო: ულევი:

46. მას: დღე: გასცემს: ყველაკასა: სივაჟისა: მოგებულსა: რომე: სრულად: ამოავსებს: მცირესა: და: დიდებულსა: მერმე: ბრძანა: ვიქ: საქმესა: მამისაგან: სწავლებულსა: ჩემსა: ნუვინ: ნუ: დამალავთ: საჭურჭლესა: დადებულსა:

47. უბრძანა: წადით: გახსენით: რაცა: სად: საჭურჭლენია: ამილახორნო: მოასხით: რემა: ჯოგი: და: ცხენია: მოიღეს: გასცეს: უზომო: სიუხვე: არ: მოსწყენია: ლარსა: ხვეტდიან: ლაშქარნი: მართ: ვითა: მეკობრენია:

48. ალაფობდეს: საჭურჭლესა: მისსა: ვითა: ნათურქალსა: მას: ტაიჭსა: არაბულსა: ქვენაბამსა: ნასუქალსა: რომე: ჰგვანდა: სიუხვითა: ბუქსა: ზეცით: ნაბუქალსა: რა: დაარჩენს: ცალიერსა: არ: ყმასა: და: არცა: ქალსა:

49. დღე: ერთ: გარდაჴდა: პურობა: სმა: ჭამა: იყო: ხილობა: ნადიმად: მჯდომთა: ლაშქართა: მუნ: დიდი: შემოყრილობა: მეფემან: თავი: დაჰკიდა: და: ჰქონდა: დაღრეჯილობა: თქუეს: რა: უმძიმს: რა: სჭირსო: შექნეს: ამისი: ცილობა:

50. თავსა: ზის: პირმზე: ავთანდილ: მჭურეტთაგან: მოსანდომია: სპათა: სპასპეტი: ჩაუქი: ვითა: ვეფჴი: და: ლომია: ვეზირი: ბერი: სოგრატი: თვით: მასთანავე: მჯდომია: თქუეს: თუ: რა: უმძიმს: მეფესა: ანუ: რად: ფერი: ჰკრთომია:

51. თქუეს: თუ: მეფე: ცუდსა: რასმე: გონებასა: ჩავარდნილა: თვარა: აქა: სამძიმარი: მათი: ყოლე: არა: ქნილა: ავთანდილ: თქვა: სოგრატ: ვკითხოთ: გვითხრას: რამცა: შეგვეცილა: ვჰკადროთ: რამე: სალაღობო: რასათვისმცა: გაგვაწბილა:

52. ადგეს: სოგრატ: და: ავთანდილ: ტანითა: მით: კენარითა: თითო: აავსეს: ჭიქები: მივლენ: ქცევითა: წყნარითა: წინა: მიუსხდეს: მუჴლ: მოყრით: პირითა: მოცინარითა: ვაზირი: ლაღობს: ენითა: წყლიანად: მოუბარითა:

53. დაგიღრეჯია: მეფეო: აღარ: გიცინის: პირიო: მართალ: ხარ: წაჴდა: საჭურჭლე: თქუენი: მძიმე: და: ძვირიო: ყუელასა: გასცემს: ასული: თქვენი: საბოძვარ: ხშირიო: ყოლემცა: მეფედ: ნუ: დასვი: თავსა: რად: უგდე: ჭირიო:

54. რა: მეფემან: მოისმინა: გაცინებით: შემოხედნა: გაუკუირდა: ვით: მკადრაო: ან: სიტყვანი: ვით: გაბედნა: კარგი: ჰქენო: დაუმადლა: ბრძანებანი: უიმედნა: ზრახვა: ჩემის: სიძუნწისა: ტყუვის: ვინცა: დაიყბედნა:

55. ეგე: არ: მიმძიმს: ვაზირო: ესეა: რომე: მწყენია: სიბერე: მახლავს: დავლივენ: სიყმაწვილისა: დღენია: კაცი: არ: არის: სითკენცა: საბრძენებელი: ჩუენია: რომე: მას: ჩემგნით: ესწავლნეს: სამამაცონი: ზნენია:

56. მე: ერთი: მივის: ასული: ნაზარდი: სათუთობითა: ღ~თმან: არ: მომცა: ყმაშვილი: ვარ: საწუთროსა: თმობითა ანუმცა: მგუანდა: მშვილდოსნად: ანუ: კვლავ: ბურთაობითა: ცოტასა: შემწევს: ავთანდილ: ჩემგანვე: ნაზარდობითა:

57. ყმა: მეფისა: ბრძანებასა: ლაღი: წყნარად: მოისმენდა: თავმოდრეკით: გაიღიმნა: გაცინება: დაუშვენდა: თეთრთა: კბილთათ: გამომაკრთალსა: შუქსა: ველთა: მოაფენდა: მეფე: ჰკითხავს: რას: იცინი: ანუ: ჩემგან: რა: შეგრცხვენდა:

58. კულა: უბრძანა: თავსა: ჩემსა: რას: იცინი: რა: დამგმეო: ყმამან: ჰკადრა: მოგახსენებ: და: ფარმანი: მიბოძეო: რაცა: გკადრო: არ: გეწყინოს: არ: გარისხდე: არ: გასწყრეო: არ: გამჴადო: კადნიერად: არ: ამიკლო: ამადზეო: