... (Q-261), XVII ს.

256. უთხრა: ვიცი: აღარ: ვარგხარ: შენ: აწ: ჩემად: დასანდობლად: გაგარისხე: დაგრჩომივარ: ღარიბად: და: ამად: ობლად: აწ: ეგრეცა: თავი: ჩემი: დამიც: შენთვის: დასანდობლად: ამად: რომე: შეცოდება: შვიდგზის: თქმულა: შესანდობლად:

257. თავი: ჩემი: სამსახურად: თუცა: ავად: მოგაწონე: მიჯნურისა: შებრალება: ჴამს: ესეცა: გაიგონე: სხვაგნით: ყოვლგნით: უღონო: ვარ: შენგან: არის: ჩემი: ღონე: სულთა: მოგცემ: გულისათვის: სხუა: მეტიმცა: რა: გაქონე:

258. რა: ქალსა: მიხუდა: ყმისაგან: მიჯნურობისა: სმინება: გულამოკუნესით: დაიწყო: ასკეცად: ცრემლთა: დინება: კულა: გაამაღლა: ზახილით: ტირილი: არ: გაცინება: ავთანდილს: ღ~ნ: წადილი: მისცა: გულისა: ლხინება:

259. ბრძანა: თუ: ამა: სიტყუითა: მას: ფერი: შეეცვალების: ვისთვისმე: ჴელი: უცილოდ: მას: ცრემლი: ემალმალების: კულა: უთხრა: დაო: მიჯნური: მტერსაცა: შეებრალების: ესეცა: იცი: სიკუდილსა: თვით: ეძებს: არ: ეკრძალების:

260. ვარ: მიჯნური: ხელი: ვინმე: გაუწყვედლად: სულთა: დგმისად: ჩემმან: მზემან: გამომგზავნა: საძებარად: იმა: ყმისად: ღრუბელმიცა: ვერ: მიხვდების: მე: მისრულვარ: სადა: მი: სად: გული: შენი: მიპოვნია: მისი: შენდა: შენი: მისად.:

261. მისი: სახე: გულსა: ჩემსა: ხატად: ასრე: გამოვხატე: მისთვის: ჴელმან: გამოჭრილმან: ლხინი: ჩემი: ვაალქატე: ორისაგან: ერთი: მიყავ: ტყუე: მქმენ: ანუ: მააზატე: ან: მაცოცხლე: ანუ: მომკალ: ჭირი: ჭირსა: მომიმატე:

262. ქალმან: უთხრა: ყმასა: სიტყუა: პირველისა: უამესი: ეგე: სიტყვა: მოიგონე: დია: რამე: უკეთესი: წეღან: საქმე: მტერობისა: გულსა: ჩემსა: ჩამოსთესი: აწ: მოყუარე: გიპოვნივარ: დისაგანცა: უფრო: დესი:

263. მაშა: რადგან: მიჯნურობა: შენად: ღონედ: მოიგონე: არ: ეგების: ამას: იქით: თუმცა: თავი: არ: გამონე: არ: შენ: მოგეც: თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე: შენთვის: მოვჰკუდე: ამას: იქიტ: მემცა: საქმე: რა: ვიღონე:

264. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამმორჩილდები: რასაცა: ეძებ: მიხუდები: უცილოდ: არ: ასცილდები: თუ: არ: მომისმენ: ვერ: ჰპოებ: რაზომმცა: ცრემლსა: მილდები: მოგხუდების: მდურვა: სოფლისა: მოჰკვდები: გაცასწბილდები:

არაკი ავთანილისა ასმათს რომ ეუბნბის ქვაბშიგან:

265. ყმამან: უთხრა: ეგე: საქმე: ამას: გავსო: არა: სხუასა: ორნი: კაცნი: მოდიოდეს: სადაური: სადმე: გზასა: უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა: ზედ: მიადგა: ჩაჰყიოდა: იზახდა: და: ისხამს: ვასა:

266. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მომიცადე: წავალ: თოკთა: მოსახმელად: მწადსო: თუმცა: ამოგზიდე: მას: ქუეშეთსა: გაეცინნეს: გაუკვირდა: მეტად: კიდე: შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე:

267. აწ: დაო: შენსა: ჴელისაა: ჩემი: საბელი: ყელისა: რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ლხენისა: სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აბყრობა: ჴელისა: თუარ: ვისმცა: ექნა: გუარლითა: შეკვრა: თავისა: მრთელისა:

268. ქალმან: უთხრა: მომეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი: ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი: ხარ: ვინათგან: აქანამდის: მაგა: ჭირთა: დამთმობარი: რაცა: გითხრა: მომისმინე: გიპოვნია: საძებარი:

269. ამა: მოყმისა: ამბავი: არსად: არა: იპოვების: თვით: თუ: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არ: ვისგან: დაიჯერების: მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაგეყოვნების: დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნების:

270. გითხრა: თუ: ცოდნა: გწადიან: ჩვენისა: შენ: სახელისა: ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა: მე: ასმათ: მქვიან: რომელსა: წვა: მაქვს: ცეცხლისა: ცხელისა: სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშა: თუ: არ: ერთხელისა:

271. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყუასა: ამისთანსა: ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მჭევრთა: მემაჯანსა: ვსჭამ: გლახ: მარტო: ნადირისა: მისგან: ჴორცსა: მონატანსა: აწვე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა:

272. ამას: გვედრებ: მოიცადო: თავი: სხვაგან: არსად: არო: რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუ: თუ: ვით: რა: მოვაგვარო: ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყუარო: თვით: გიამბობს: საქმე: მისი: საყუარელსა: გაახარო:

273. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დამორჩილდა: დართო: ნება: ამა: ზედან: მოიხედნეს: ჴევით: ესმა: ჩხაპუნება: მთვარე: წყალსა: გამოსრული: ვნახე: შუქთა: მოვანება: უკურიდნეს: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება:

274. ქალმან: უთხრა: ყმაო: ღ~ნ: მოგცა: ჟამად: რაცა: გინა: მაგრა: თავი: უჩინო: ქმენ: დამალული: იყავ: შინა: ამა: ყმისა: მეუნებლე: ჴორციელი: არავინა: ნუთუ: ვითა: რა: მოვაგვარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა: