... (Q-261), XVII ს.

79. იგი: ორნივე: საგრილად: გარდაჴდეს: ძირსა: ხეთასა: ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა: ახლოს: უთქს: მონა: თორმეტი: უმჴნესი: სხვათა: მხნეთასა: თამაშობდეს: და: უჭვრეტდეს: წყალსა: და: პირსა: ტყეთასა:

აქა ნახვა მის ყმისა ვეფჴის ტყაოსნისა:

80. აქა: ჩადის: წყალი: რამე: პირსა: ხე: უთქს: ამოსრული: ხეთა: ძირსა: ლომი: იჯდა: ტანად: ალვა: ჯავარსრული: ტანსა: ეცვა: ვეფხის: ტყავი: წამს: არ: მისცის: თვალთა: რული: სხვად: სევდასა: შეევიწრა: და: შეექმნა: დანასრული.:

81. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა: შავი: ცხენი: სადავითა: ჰყუა: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ხშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამ: აბჯარ: უნაგირსა: ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა:

82. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარეთმა: ვეფჴის: ტყავისა: ვეფჴის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელად: თავისა: ჴელთა: ნაჭედი: მათრაჴი: ჰქონდა: უსხოსი: მკლავისა: ნახეს: და: ნახუა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა:

83. მეფემან: ბრძანა: ვინ: არის: უცხო: პირად: და: ტანადო: უბრძანა: ერთსა: მონასა: წადი: ფიცხლად: და: ჯანადო: გიბრძანებს: უთხარ: ვერ: გიცნობ: ჩემთა: ლაშქართა: თანადო: ვინცა: ხარ: მოდი: წინაშე: შენ: ჩვენგან: მონაყუანადო:

84. მივიდა: მონა: საუბრად: მის: ყმისა: გულმდუღარისად: თავჩამოგდებით: მტირლისა: არ: ჭურეტით: მოლიზღარისად: მუნვე: წვიმს: წვიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: ღარი: სად: ახლოს: მივიდა: მოსცილდა: სიტყუისა: თქმად: აღარისად:

85. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა: დიდხან: უჭვრეტს: გაკვირვებით: თუცა: გული: გაუმაგრდა: მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა: იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა:

86. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყუა: არცა: ნაუბარი: მათ: ლაშქართა: ძახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი: უცხოდ: რადმე: ამოსკუნოდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი: ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გაზდის: ვითა: ნაგუბარი:

87. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან: ესე: მეფისა: ბრძანება: ერთხელ: კულა: ჰკადრა: მონამან: არცა: დააგდო: ტირილი: არცა: რა: გაუგონა: მან: არცა: გაჴლიჩნა: ბაგენი: თავი: ვარდისა: კონამან:

88. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა: როსტანს: ჰკადრა: შემიტყვია: იმას: თქუენი: არა: უნდა: თვალნი: მზეებრ: გამირეტდეს: გული: მეტად: შემიძრწუნდა: ვერ: ვასმინე: საუბარი: მით: დავყოვნე: ხანი: მუნ: და:

89. მეფე: გაჰკუირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთვის: მწყრომარე: გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე: უბრძანა: ჴელთა: აიღეთ: აბჯარი: თქვენ: საომარე: მიდით: და: აქა: მომგვარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე:

90. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გაჰჴდა: აბჯრისა: ჩხარია: მაშინღა: შეჰკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულმდუღარია: თვალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია: ერთხელ: ესე: თქვა: ვაიმეო: სხუად: არას: მოუბარია:

91. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა: ჴმალ: კაპარჭი: მოიმაგრა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა სხვასა: მჴარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: გაჰკურნა:

92. მონათა: ჴელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: მან: იგინი: გლახ: დაჴოცნა: თავსა: ჴელაუპყრობელად ჰკრა: ერთმანერთსა: დაჴოცნა: მტერთაცა: საწყალობელად: ზოგსა: მათრაჴი: გადაჰკრის: მკერდამდის: გასაპობელად:

93. მეფე: გაწყრა: გაგულისდა: ლაშქარნიცა: შეუზახნა: მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უჭურიტა: არცა: ნახნა: რაზომნიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მკუდართა: დაასახნა: კაცნი: კაცსა: შემოსტყოცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა:

94. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: იგი: ლაღი: და: წყლიანი: მივა: ტანისა: მრხეველად: ტაიჭი: მიქრის: მერანი: მიეფინების: მზე: ველად: შეიგნა: მისულა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად:

95. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თვალსა: ჩუენსა ჰგვანდა: ქუესკნელს: ჩაძრომილსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კუალსა: მისგან: წანარბენსა:

96. კულა: ეძებდეს: და: უკუირდათ: ვერ: პოვნა: ნაკვალევისა: აგრე: კუალწმიდად: წაჴდომა: კაცისა: ვითა: დევისა: ლაშქარნი: მკუდართა: ტიროდეს: სწრაფა: აქვს: წყლულთა: ხევისა: მეფემან: ბრძანა: ვნახეო: მიზეზი: ლხინთა: ლევისა:

97. ბრძანა: ღ~თსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შვება: ამად: მიყო: სიამისა: სიმწარითა: დანაღულება: სიკუდილამდის: დამაწყლულა: ვერვის: ძალუც: განკურნება: მასვე: მადლი: ესე: იყო: წადილი: და: მისი: ნება: