... (Q-261), XVII ს.

177. რა: ლაშქართა: ინადირეს: და: პატრონი: მოითვალეს: იგი: პირმზე: ვეღარ: ჰპოვეს: პირი: მათი: იფერმკრთალეს: მათსა: დიდსა: სიხარულსა: სამძიმარი: ანაცვალეს: ყოვლგან: რბოდეს: საძებარად: ვინცა: იყო: უცხენმალეს:

178. ღმერთი: ლომო: შენად: ნაცულად: სხვასა: ვისმცა: დანერგვიდეს: დარბოდეს: და: სხუაგნით: სხუათა: მოამბეთა: მოასხმიდეს: ვეღარა: ცნეს: მისი: საქმე: გაიარა: აქეთ: კიდეს: მისნი: სპანი: გულმოკლულნი: ცრემლსა: ცხელსა: გარდმოყრიდეს:

179. შერმადინ: ერთგან: შეყარნა: ხასი: და: დიდებულები: უჩუენა: იგი: უსტარი: ამბავი: მისი: თქმულები: რა: მოისმინეს: ყველაი: დარჩეს: გულდანაწყლულები: თავსა: იცემდეს: არ: იყო: გული: უცრემლო: ულები:

180. ყოვლთა: ჰკადრეს: თუცა: ყოფა: ჩუენ: უმისოდ: გვიარმისცა: უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა: განაღამცა: გმორჩილობდეთ: თუ: გვიბრძანო: რაცა: ვისცა: იგი: მონა: აპატრონეს: ყუელაკამან: თაყუანისსცა:

ამბავი ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულისა :

181. ამ: საქმესა: მემოწმების: დეიონოსი: ბრძენი: ეზროს: საბრალუა: ოდის: ვარდი: დაეთვრთვილოს: დაცაეზროს: ვის: ბალახში: არა: ჰგვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს: იგი: სადმე: გაღარიბდეს: მამულთაგან: იაბეზროს:

182. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხახმით: გარდაიარა: დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხვათ: მზღვართა: არე: იარა: მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა: თქვა: თუ: მე: მასმცა: ვეახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღური: არა:

183. ახალმან: ფიფქმან: დათოვა: ვარდი: დათრთვილა: დანასა: მოუნდის: გულსა: დაცემა: ზოგჯერ: მიჰმართის: დანასა: თქუა: ლხინი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანასა: მოვშორდი: ლხინსა: ყოველსა: ჩანგსა: ბარბითსა: და: ნასა:

184. ვარდი: მის: მზისა: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭნებოდა: გულსა: ეტყოდის: დასთმეო”: ამად: არ: დია: ბნდებოდა.: უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა.: მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავთა: მათ: თანა: ემოყვრებოდა:

185. იგი: პირად: მსგავსი: მზისა: ერთობ: მოვლის: სრულად: ჴმელთა: უდაბურთა: ქუეყანათა: ოჴერთა: და: კაცრიელთა: არ: დააგდებს: უნახავად: წყალთ: კლდეთა: ტყეთა: ველთა: მაღრიბს: ჰკითხავს: მაშრიყელთა: რომს: ჩინელთა: მაჩინელთა:

186. მუნ: ეძებს: ცრემლი: მტირალსა: სდის: ზღუათა: შესართავისად: უჩნდის: ქუეყანა: ტახტად: და: მკლავი: სადებლად: თავისად: თქუა: საყუარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ავისად: შენთვის: მეყოფის: ტირილი: ლხინად: ჩემისა: თავისად:

187. ყოვლი: პირი: ქუეყანისა: მოვლო: სრულად: მოიარა: მაგრა: იგი: მის: ამბისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმჴუდარა: ასრე: რომე: ცასა: ქვეშე: არ: დაურჩა: არ: იარა: ამაშიგან: წელიწადი: სამი: სამ: თვედ: მიიყარა:

188. მიხუდა: რასმე: ქვეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა: თუე: ერთ: კაცსა: ვერა: ნახავს: ვერას: შვილსა: ადამისსა: დღე: და: ღამე: იგონებდა: საყვარელსა: მასვე: მისსა: იგი: ჭირი: არ: უნახავს: არ: რამინს: და: არცა: ვისსა:

189. მას: მიხუდა: წვერი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა: მუნით: გამოჩნდა: მინდორი: სავალი: დღისა: შვიდისა: მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ჴიდისა: ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა:

190. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროთა: დღეთა: ანგარიშობს: თვენი: ესხნეს: მას: ორანიღა: ამად: სულთქვამს: არა: იშობს: ვაი: თუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კულა: ამისთუს: გულმოშიშობს ავსა: კარგად: ვერვინ: შესცულის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს:

191. საგონებელი: შეექმნა: ადგა: საქმისა: რჩეველად: თქვა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავჰყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვსცნა: ჭორიცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკულეველად:

192. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავყუნე: სხვანიცა: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვპოო: ამბავნი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: შერჩეს: ღაწვისა: ბანანი: მივიდეს: ჰკადროს: მეფესა: საქმენი: დასაგვანანი:

193. უამბოს: ჩემი: სიკუდილი: თვით: ჩემგან: დავედრებული: მათ: შექნან: გლოვა: ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცოხალი: მე: სხვაგან: სადმე: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შევიწრებული:

194. იტყვის: ღ~თო: სამართალნი: შენნი: ჩემთვის: რად: ამრუდენ: მე: ეზომნი: სიარულნი: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარულნი: აღმფხურენ: ჭირნი: დაუბუდენ: დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემნი: ვერათოდეს: დავიყუდენ:

195. კულაცა: იტყვის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების: დღეთა: მეტად: ნუ: მოჰკვდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების: უღ~თოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების: განგებასა: ვერვინ: შესცულის: არსაქმნელი: არ: იქმნების: