... (Q-261), XVII ს.

59. უბრძანა: თუ: : მისმან: მზემან: რაცა: გინდა: იგი: თქვიო:: შენი: თხრობა: რად: მეწყინოს: : მოცინარად: აქა: ვზიო.: შენგან: არა: მეწყინების: რაცა: მკადრო: მოგისმიო: არას: გაწყენ: თავმან: ჩემმან: ვარდი: შენი: არ: ვაჭკნიო:

60. უბრძანა: რადმცა: ვიწყინე: თქუმა: შენგან: საწყინარისა: ფიცა: მზე: თინათინისა: მის: მზისა: მოწუნარისა: ავთანდილ: იტყვის: დავიწყო: კადრება: საუბნარისა: ნუ: მოჰკვეხ: მშვილდოსნობასა: თქმა: სჯობს: სიტყვისა: წყნარისა:

61. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: თქვენს: წინა: მშვილდოსანია: ნაძლევი: დავდვათ: მოვასხნეთ: მოწმად: თქვენივე: ყმანია: მოასპარეზედ: ვინ: მგავსო: ცუდნიღა: უკუთქმანია: გარდამწყუედელი: მისიცა: ბურთი: და: მაედანია:

62. მეფე: ლაღი: და: წყლიანი: გამხიარულდა: მეტადრე: სიცილით: უთხრა: ავთანდილს: შვილად: გაგზარდე: მით: შემეკადრე: იცი: არ: ვიწყენ: გაზრდილო: მით: შემომიხველ: ზედადრე: თუ: არ: გასწბილდე: მაჯობო: ბედი: გეყოფის: ბედადრე:

63. მე: არ: შეგარჩენ: შენ: ჩემსა: მაგისა: დაცილებასა: ბრძანა: ვისროლოთ: ნუ: ვიქთო: შედრეკილობაკლებასა: კარგთა: ყმათასა: ვიქმოდეთ: მოწმად: ჩვენთანა: ხლებასა: მერმე: გამოჩნდეს: მაედანს: ვისძი: უთხრობდენ: ქებასა:

64. ავთანდილცა: დაჰმორჩილდა: საუბარი: გარდაწყვიდეს: იცინობდეს: ყმაწვილობდეს: საყუარლად: და: კარგად: ზმიდეს: ნაძლევიცა: გააჩინეს: ამა: პირსა: დაასკვნიდეს: ვინცა: იყოს: უარესი: თავშიშველი: სამ: დღე: ვლიდეს:

65. კულა: ბრძანეს: მონა: თორმეტი: შევსხათ: ჩვენთანა: მარებლად: თორმეტი: ჩემად: ისრისა: მომრთმევლად: მოსაჴმარებლად ერთიღა: ესე: შერმადინ: არს: მათად: დასადარებლად ნასროლ: ნაკრავსა: დასთულიდენ: უტყუვრად: მიუმცდარებლად:

66. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით: დასცევით: ჯოგი: მრავალთა: თავნი: ამისთვის: არენით: ლაშქარნი: სამზოდ: აწვივნეს: მოდით: და: მოიჯარენით: გაყარეს: სმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით:

67. უბრძანა: სრულად: ლაშქართა: ვით: ჴელმწიფეთა: წესია: ყოვლგნით: მოცევით: მინდორი: მუნ: ცეცხლი: ნუ: აკუესია: სადაცა: ნახოთ: ნადირი: ჩვენზედა: მოასესია: აწ: პატრონ: ყმანი: ნახენით: რომელი: უარესია:

68. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი: ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლ: ბალახშოსანი: პიროქრო: რიდე: ეხვია: შვენოდა: ქარქაშოსანი: მეფესა: გასულად: აწვევდა: მოდგა: თეთრტაიჭოსანი:

69. მეფე: შეჯდა: შეეკაზული: ნადირობას: გამოვიდეს: მრგულივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყას: გარე: შემოჰკრვიდეს: ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაჰფარვიდეს: ნაძლევისა: მათისათვის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს:

70. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩუენთანა: ვლიდითა: მშვილდსა: ხელ: ფიცხელსა: მოგუცემდით: ისარსა: მოგვართმიდითა: ნაკრავსა: შეადარებდით: ნასროლსა: დაცასთულიდითა: დაიწყო: მოსლვა: ნადირმან: ყოვლთა: მინდორთა: კიდითა:

71. მოვიდა: ჯოგი: ნადირთა: ანგარიშ: მიუხდომელი: ირემი: თხა: და: კანჯარი: ქურციკი: მაღლა: მხლდომელი: მას: პატრონ: ყმანი: გაუხდეს: ჭურეტადმცა: სჯობდა: რომელი: აჰა: მშვილდი: და: ისარი: და: მკლავი: დაუშრომელი:

72. ცხენთა: მათთა: ნატერფალნი: მზესა: შუქთა: წაუხმიდეს: მიჰჴოცდეს: და: მიისროდეს: მინდორს: სისხლთა: მიასხმიდეს: რა: ისარი: დაელივის: მონანიყე: მოართმიდეს: მჴეცნი: მათგან: დაკოდილნი: წაღმა: ბიჯსა: ვერ: წასდგმიდეს:

73. იგი: ველი: გაირბინეს: ჯოგი: წინა: შემოისხეს: დაჴოცეს: და: ამოწყვიდეს: ცათა: ღ~თი: შეარისხეს: ველნი: წითლად: შეეღებნეს: ნადირთაგან: სისხლი: ისხეს: ავთანდილის: შემხედველთა: ჰგავსო: ალვას: ედემს: ის: ხეს:

74. იგი: მინდორი: დალივეს: მართ: მათგან: განარბენია: ნადირნი: ტყესა: შეესწრნეს: სადა: ვერა: რბის: ცხენია: მინდორსა: იქით: წყალი: დის: და: წყლისა: პირსა: კლდენია: იგი: ორნივე: მაშურალნი: მოსწყდეს: რაზომცა: მჴნენია:

75. ერთმანერთსა: თუ: მე: გჯობო: სიცილით: ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: იქით: და: აქათ: დგებოდეს: მერმე: მოვიდეს: მონანი: რომელნი: უკან: ჰყუებოდეს: უბრძანა: თქვითო: მართალი: ჩვენ: თქვენგან: არ: გეთნებოდეს:

76. მონათა: ჰკადრეს: მართალსა: გკადრებთ: და: ნუ: გემცდარებით: მეფეო: ყოლე: ვერ: ვიტყუით: შენსა: მაგისა: დარებით: აწეცა: დაგუჴოცთ: ვერა: ჰგავ: ვერათ: ვერ: მოგეჴმარებით: ვისგან: ნაკრავნი: გვინახავნ: მხეცნი: ვერ: წაღმა: წარებით:

77. ორთავე: ერთგან: მოკლული: ყუელაი: ათჯერ: ოცია: მაგრა: ავთანდილს: ოცითა: უფროსი: დაუჴოცია: არ: დასცდენია: ერთიცა: რაც: ოდენ: შეუტყორცია: თქუენი: მრავალი: მიწითა: დასურილი: გაგუიჴოცია:

78. მეფესა: ესე: ამბავი: უჩნს: ვითა: მღერა: ნარდისა: უხარის: ეგრე: სიკეთე: მისისა: განაზარდისა: აქვს: სიყუარული: ამისი: ვითა: ბულბულსა: ვარდისა: სიცილით: ლაღობს: მიეცა: გულით: ამოსლვა: დარდისა: