... (Q-261), XVII ს.

98. ესე: თქუა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: წამოვიდა: აღარცა: ჰკრა: ასპარეზსა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა: ყუელაკაი: მოიშალა: სადაცა: ვინ: მჴეცთა: სრვიდა: ზოგთა: თქუეს: თუ: მართალია: ზოგი: ღმერთო: უზრახვიდა:

99. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილი: მისგან: კიდევ: არვინ: შეჰყუა: ავთანდილ: უჩნს: ვითა: შვილი: ყუელაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილი: გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილი:

100. თინათინს: ესმა: მამისა: ეგეთი: დაღრეჯილობა: ადგა: და: კარსა: მივიდა: ჰქონდა: მზისაცა: ცილობა: მოლარე: უჴმო: უბრძანა: ძილია: თუ: უძილობა: მან: მოახსენა: დაღრეჯით: ზისო: სჭირს: ფერ: შეცვლილობა:

101. ერთიღა: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა: უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა: თინათინ: ბრძანა: აწ: წავალ: შესულა: არა: ჴამს: ჟამითა: იკითხოს: ჰკადრე: იყო: თქო: აქა: ერთისა: წამითა:

102. ხანი: გამოჰჴდა: იკითხა: ნეტარ: რასა: იქს: ქალიო: ჩემი: ლხინი: და: ჯავარი: ჩემი: სოფლისა: წყალიო: მოლარე: ჰკადრებს: მოვიდა: აქ: ოდენ: ფერნამკრთალიო: დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: წინაშე: მომავალიო:

103. უბრძანა: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავსძლეო: მოახსენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო: მოდი: ჭმუნვა: გამიქარვე: გულსა: წყლულსა: მიწამლეო: გითხრა: ჩემი: სამიზეზო: მე: თუ: ლხინთა: რად: დავლეო:

104. თინათინ: ადგა: მივიდა: მიჰყუა: მამისა: ნებასა: უგავს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა: მამამან: გვერდსა: დაისვა: აკოცებს: ნებანებასა: უბრძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყუანებასა:

105. ქალმან: ჰკადრა: ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს: ვინმცა: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობდეს: თქუენი: აგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამჴობდეს: კაცმან: საქმე: მოიგვაროს: ვეჭუ: ჭმუნვასა: ესე: სჯობდეს:

106. უბრძანა: შვილო: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია: შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია: მომქარვებილი: სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია: ვეჭუ: რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: სულთქმა: და: ახია:

107. უცხოსა: და: საკუირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე: მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ჴმელთა: კიდე: რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე: ჩემად: ნახვად: არ: მოვიდა: გავგულისდი: წავეკიდე:

108. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიჴოცნა: შესაპყრობლად: შეუზახენ: სპანი: სრულად: დამიჴოცნა: ვითა: ეშმა: დაიკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცნა: ჯერცა: ესე: არა: უწყი: ცხადი: იყო: თუ: მეოცნა:

109. აწ: ესე: მიკუირს: რა: იყო: ანუ: რა: ვნახე: დარული: მან: დამიჴოცნა: ლაშქარი: ადინა: სისხლი: ღვარული: კაცთა: ჴორცისად: ვით: ითქმის: ასრე: თვალთაგან: ფარული: უცილოდ: ღ~თსა: მოვძულდი: აქამდის: მე: მხიარული:

110. ტკბილნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამემწარნეს: დამავიწყდეს: რაცა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს: ყოვლმან: სულმან: ვაგლახ: მიყოს: ვეღარავინ: მინეტარნეს: სანამდის: დღენი: მესხნენ: ვეღარამან: უკუმყარნეს:

111. ქალმან: ჰკადრა: მოგახსენებ: მე: სიტყუასა: დია: ყბედსა: ჰე: მეფეო: რად: ემდურვი: ანუ: ღმერთსა: ანუ: ბედსა: რად: დასწამებ: სიმწარესა: ყოველთათვის: ტკბილად: მხედსა: ბოროტიმცა: რად: შეექმნა: კეთილისა: შემოქმედსა:

112. თუ: ცუდი: რამე: გინახავს: მაცთური: ანუ: ქაჯია: ამისთვის: მეფე: რად: ჭმუნავ: ანუ: რად: გაგისაჯია: სიტკბოსა: ნაცულად: ღ~თისაგან: სიმწარე: რად: გიაჯია: მასვე: ევედრე: მოასხი: ყოვლი: მუყრი: და: აჯია:

113. მე: ამას: ვარჩევ: მეფე: ხარ: მეფეთა: ზედა: მფლობელი: შორს: არის: თქუენი: საზღვარი: ბრძანება: მიუთხრობელი: გაგზავნე: კაცი: ყოველგნით: მისთა: ამბავთა: მცნობელი: ადრე: სცნობ: არის: იგი: ყმა: შობილი: თუ: უშობელი:

114. თუ: ყოფილა: იგი: მოყმე: ჴორციელი: ჴმელთა: მვლელად: მას: ნახევდა: სხვაცა: ვინმე: გამოჩნდების: მასწავლელად: თუ: არ: ეშმა: გჩვენებია: ლხინთა: შენთა: შეცამშლელად: სევდისაგან: მოიცალეთ: რად: შექნილხართ: მოუცლელად:

115. როსტან: სიტყვა: ასულისა: მოეწონა: ეკეთაცა: პირი: ჴელით: დაუჭირა: გარდაჰკოცნა: კულა: და: კულაცა: უბრძანა: თუ: დაგმორჩილდე: რაცა: მითხარ: აგრე: ვქნაცა: იგივეა: მჴსნელი: ჩემი: ვინცა: მიწა: გამაკაცა:

116. მოასხნეს: კაცნი: გაგზავნეს: ოთხთავე: ცისა: კიდეთა: უბრძანეს: წადით: პატიჟთა: თავიმცა: რად: დარიდეთა: მონახეთ: ძებნეთ: იგი: ყმა: სხვად: ნურად: მოიცლიდეთა: მისწერეთ: წიგნი: ყოველგან: სადაცა: ვერ: მიხვიდეთა:

117. კაცნი: წავიდეს: იარეს: მათ: ერთი: წელიწადია: მონახეს: ძებნეს: იგი: ყმა: იკითხეს: კულა: და: კულა: დია: ვერ: ნახეს: მისი: მნახველი: ღთისაგან: დანაბადია: ცუდად: მაშურალნი: მოვიდეს: მათსავე: გულსა: ზადია: