... (Q-261), XVII ს.

118. როსტევანს: ჰკადრეს: მეფეო: ჩუენ: ჴმელნი: მოვიარენით: მაგრა: ვერ: ვჰპოვეთ: იგი: ყმა: მით: ვერა: გავიხარენით: მისსა: მნახავსა: სულდგმულსა: კაცსა: ვერ: შევეყარენით: ჩუენ: ვერა: გარგეთ: საქმენი: სხვანი: რა: მოიგვარენით:

119. მეფე: ბრძანებს: მართალ: იყო: ასული: და: ჩემი: ძეო: ვნახე: რამე: ეშმაკისა: სიცრუდე: და: სიბილწეო: ჩემად: მტერად: გარდმოჭრილი: გარდმოსული: ზეცით: ზეო: გამიშვია: შეჭირვება: არა: მგამა: ყოლე: მეო:

120. ესე: თქვა: და: სიხარულით: თამაშობა: ადიადა: მგოსანი: და: მოშაითი: უჴმეს: პოვეს: რაცა: სადა: უხვად: გასცა: საბოძვარი: ყველა: დარბაზს: შემოხადა: მისი: მსგავსი: სიუხვითა: ღმერთმან: სხვამცა: რა: დაბადა:

121. ავთანდილ: წვა: მარტო: საწოლს: ეცვა: ოდენ: მას: პერანგი: იმღერდა: და: თამაშობდა: წინა: ედგა: ერთი: ჩანგი: მის: წინაშე: შემოვიდა: თინათინის: მონა: ზანგი: მოახსენა: გიბრძანებსო: ტანი: ალვა: პირი: მანგი:

122. ავთანდილს: მიხუდა: მოსმენა: სიტყუისა: სანატრელისა: ადგა: და: კაბა: ჩაიცვა: მჯობი: ყოვლისა: ჭრელისა: უხარის: ნახვა: ვარდისა: არ: ერთგან: შეუყრელისა: ამოა: ჭურეტა: ტურფისა: სიახლე: საყუარელისა:

123. ავთანდილ: ლაღი: უკადრი: მივა: არვისგან: რცხვენოდა: მას: ნახავს: ვისთა: ვამთაგან: ცრემლი: მრავალჯერ: სდენოდა: იგი: უებრო: ქუშად: ჯდა: ელვისა: მსგზავსად: შვენოდა: მთვარესა: მისთა: შუქთაგან: უკუნი: გარდაჰფენოდა:

124. გაძრცულისა: ტანსა: ემოსნეს: ყარყუმნი: უსაპირონი: ეხურნეს: მოშლით: რიდენი: ფასისა: თქმად: საჭირონი: შვენოდეს: შავნი: წამწამნი: გულისა: გასაგმირონი: მას: თეთრსა: ყელსა: ეკიდნეს: გრძლად: თმანი: არ: უხშირონი:

125. დაღრეჯით: იყო: მჯდომარე: ძოწეულითა: რიდითა: ავთანდილს: უთხრა: დაჯდომა: წყნარად: ცნობითა: მშვიდითა: მონამან: სელნი: დაუდგნა: დაჯდა: კრძალვით: და: რიდითა: პირისპირ: პირსა: უჭვრეტდა: სავსე: ლხინითა: დიდითა:

126. ქალმა: უბრძანა: ზარი: მლევს: მე: ამისისა: თხრობისა: მწადდა: არა: თქმა: რომლისა: ღონე: არა: მაქუს: თმობისა: მაგრა: იციცა: მიზეზი: შენისა: აქა: ჴმობისა: რად: ვარ: ქუშად: და: დაღრეჯით: ასრე: მიჴდილი: ცნობისა:

127. ყმამან: ჰკადრა: საზაროსა: ჩემგან: თქმაღა: ვით: იქნების: მზესა: მთვარე: შეეყაროს: დაილევის: დაცაჭკნების: აზრად: არად: აღარა: მცალს: თავი: ჩემი: მეგონების: თქუენვე: ბრძანეთ: რაცა: გიმძიმს: ანუ: რაცა: გეკურნების:

128. ქალმან: უთხრა: საუბარი: კეკლუც: სიტყუა: არ: დუხჭირად: იტყუის: თუცა: აქანამდის: ჩემგან: შორს: ხარ: დანამჭირად: მიკუირს: მოგხუდა: წამის: ყოფად: საქმე: შენგან: დასაჭვი: რად: მაგრა: გითხრა: პირველ: ხოლე: სენი: მე: მჭირს: რაცა: ჭირად:

129. გახსოვს: ოდეს: შენ: და: როსტანს: მინდორს: მჴეცი: დაგეჴოცა: ყმა: გენახა: უცხო: ვინმე: რომე: ცრემლი: მოეჴოცა: მას: უკანით: გონებამან: მისმან: ასრე: დამამჴოცა: შენ: გენუკვი: მონახვასა: კიდით: კიდე: მოლაჴო: ცა:

130. აქანამდის: ნაუბარსა: თუცა: ვერას: ვერ: გეტყვია: მაგრა: შორით: სიყუარული: შენგან: ჩემი: შემიტყვია: ვიცი: რომე: გაუწყვეტლად: თვალთათ: ცრემლი: გისეტყვია: შეუპყრიხარ: კაეშანსა: გული: შენი: დაუტყვია:

131. ასრე: გითხრა: სამსახური: ჩემი: გმართებს: ამა: ორად: პირველ: ყმა: ხარ: ჴორციელი: არვინ: მჩანს: შენად: სწორად: მერმე: ჩემი: მიჯნური: ხარ: დასტურია: არ: ნაჭორად: წა: და: იგი: მოყმე: ძებნე: ახლოს: იყოს: თუნდა: შორად:

132. შენგან: ჩემი: სიყვარული: ამით: უფრო: გაამყარე: რომე: დამხსნა: შეჭირვება: ეშმა: ბილწი: ასაპყარე: გულსა: გარე: საიმედო: ია: მორგე: ვარდი: ყარე: მერმე: მოდი: ლომო: მზესა: შეგეყრები: შემეყარე:

133. სამსა: ძებნე: წელიწადსა: იგი: შენი: საძებარი: ჰპოო: მოდი: გამარჯვებით: მხიარულად: მოუბარი: ვერა: ჰპოებ: დავიჯერებ: იყო: თურე: უჩინარი: კოკობი: და: უფურჭუნელი: ვარდი: დაგხვდე: დაუმჭნარი:

134. ფიცით: გითხრობ: შენგან: კიდე: თუ: შევირთო: რაცა: ქმარი: მზეცა: მამხუდეს: ჴორციელი: ჩემთვის: კაცად: შენაქმარი: სრულად: მოვსწყდე: სამოთხესა: ქვესკნელს: ვიყო: დასანთქმარი: შენი: მკულიდეს: სიყუარული: გულსა: დანა: ასაქმარი:

135. მოახსენა: ყმამან: მზეო: ვინ: გიშერი: აწამწამე: სხვა: პასუხი: რამცა: გკადრე: ანუ: რამცა: შევიწამე: მე: სიკუდილსა: მოველოდი: შენ: სიცოცხლე: გამიწამე: ვითა: მონა: სამსახურად: განაღამცა: წავე: წა: მე:

136. კულაცა: ჰკადრა: აჰა: მზეო: რადგან: ღმერთმან: მზედ: დაგბადა: მით: გმორჩილობს: ზეციერი: მნათობია: რაცა: სადა: მე: სიკუდილსა: მოველოდი: აწ: სიცოცხლე: მეიმედა: ვარდი: ჩემი: არ: დაჭკნების: შუქი: შენი: იაფადა:

137. თავი: ჩემი: სამსახურად: შენად: რადმცა: შევიწყალე: არასათვის: არ: დავდგები: უსაცილოდ: წავალ: ხვალე: გული: ჩემი: ლაჟვარდისა: გავაწითლე: გავალალე: სიცოცხლისა: უკეთესი: რა: მიბოძე: რამც: ვივალე: