... (Q-261), XVII ს.

236. აწ: ამას: ჩემთვის: ღ~თისაგან: სხვა: საქმე: რა: ვამჯობინო: ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემიცა: უთხრა: ყუელაი: მართალი: გავაბჭობინო: მას: ყმასა: ჴმალი: არა: ვჰკრა: არც: მას: დავისობინო:

237. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: გამობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქუაბი: დახუდა: კარგახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულმდუღარე: ცრემლდასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ფერ: ბაკმული:

238. ვერ: იცნა: სახე: არ: გვანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ჴმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთსახესა:

239. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭურეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქუეშე: მი: და: მო: წრწებოდა: ტარიელს: ვისმე: უძახდა: მწედ: თუცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა:

240. ქალი: კიოდა: ტირილით: ჴმასა: მოსცემდეს: მთა: ვითა: უზახის: ლომო: ტარიელ: არ: იყო: ამად: ზავითა: ავთანდილ: ეტყუის: ნუ: შიშობ: ნუ: ხარ: ცნობითა: ავითა: ღარიბი: უადგილოსა: მოველ: მართ: ოდენ: თავითა:

241. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ: ადამიანი: უფეროქმნილნი: მინახვან: ვარდნი: და: ისი: იანი: მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტან: სარო: ფერ: ბაკმიანი: სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ჴმიანი:

242. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა: თუ: არ: შმაგი: ხარ: დამეხსენ: შმაგი: ხარ: მოდი: ცნობასა: აწ: მეტად: ძნელსა: საქმესა: მნუკევ: ადვილად: თხრობასა: ნუ: სცთები: ცუდად: ნუ: ელი: მაგა: ამბვისა: მბობასა:

243. კულა: ეტყუის: ყმაო: რა: გინდა: ანუ: მე: ნუკვი: მე: რასა: მაგა: საქმისა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა: შენ: ერთხელ: მეტყვი: მითხარო: მე: ასჯერ: გეტყვი: ვერასა: ვითა: სიცილი: ტირილსა: მიჯობს: ვაგლახი: მღერასა:

244. ყმა: ეტყუის: ხედავ: სისხლისა: თვალთა: მდის: ცრემლთა: წყალები: დრო: გამიგრძელდა: მიმჭირდა: მაჩნია: მითა: წალები: ვიცი: არ: მამკლავ: ღარიბი: ღარიბსა: შეგებრალები: მაგა: ამბვითა: დამივსე: ცეცხლისა: მე: აწყ: ალები:

245. ქალო: არ: იცი: სით: მოვალ: რა: ჭირნი: მომითმენიან: ოდითგან: ვეძებ: ამბავთა: ესე: არვისგან: მსმენიან: შენ: მიპოვნიხარ: სიტყუანი: ჩემნი: რაზომცა: გწყენიან: ვერ: დაგეხსნები: მიამბე: ჩემგან: ნუღარა: გრცხვენიან:

246. ქალმან: უთხრა: რას: შეგესწარ: მე: ვინ: ვარ: და: ანუ: შენო: მზე: არ: მახლავს: შეგეტყუების: თრთვილო: ასრე: მით: მაწყენო: გრძელი: სიტყუა: საწყინოა: ასრე: მოკლედ: მოგახსენო: ვერასათვის: ვერ: გიანბობ: რაცა: გინდა: იგი: ქენო:

247. ყმაო: არ: ვიცი: რას: მნუკევ: ანუ: თუ: მეტყვი: მე: რასა: მაგა: საქმესა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა: შენ: ერთხელ: მეტყუი: მითხარო: მე: ასჯერ: გეტყუი: ვერასა: ვითა: სიცილი: ტირილსა: ვაგლახი: მიჯობს: მღერასა:

248. კულაცა: ჰკითხა: ზენარობით: მიუყარნა: მუხლნი: წინა: მაგრა: ვერა: ვერ: დაჰყარა: მუდარობა: მოეწყინა: პირსა: ზედა: გაგულისდა: თვალთა: სისხლი: მოედინა: ადგა: თმითა: წამოზიდნა: ყელსა: დანა: დააბრჯინა:

249. ეგრე: უთხრა: მე: ეზომი: ჯავრნი: ვითა: შეგარჩინო: როგორა: თუ: ამატირო: ცრემლი: ცუდად: დამადინო: გიჯობს: მითხრა: ამის: მეტი: მართ: აღარა: არ: გაწყინო: თვარა: ღ~თნ: მტერი: ჩემი: მოკლას: ვითა: მოგაკუდინო:

250. ქალმან: უთხრა: ეგე: ღონე: მოიგონე: მატად: ავი: თუ: არ: მომკლავ: არ: მოვკუდები: მრთელი: ვარ: და: მოუკლავი: რად: რა: გითხრა: სადამდისცა: ვიყო: ჭირთა: უნახავი: კულა: თუ: მამკლავ: სასაუბროდ: აღარ: მედგას: ზედა: თავი:

251. კულა: ეტყუის: ყმაო: რად: მპოვე: ვინ: მეუბნები: მე: ვინო: ეგე: ამბავი: ცოცხალსა: ენითა: ვერ: მათქმევინო: მე: ჩემი: თავი: ჩემითა: ნებითა: ჩემითა: მოგაკლევინო: ვითა: უსტარი: ბედითი: ადვილად: დაგახევინო:

252. ჩემი: სიკუდილი: შენ: ჩემად: პატიჟად: ნურად: გგონია: მით: რომე: დამხსნი: სიკვდილსა: შემშრების: ცრემლთა: ფონია: ჩალად: მჩანს: ყოვლი: სოფელი: მისთვისვე: შემიწონია: ვერ: გიცნობ: ვინ: ხარ: ვის: გითხრა: საქმენი: მისანდონია:

253. ყმამან: თქუა: თუ: არ: ეგების: აწ: ამისი: ასრე: თქმევა: სხვასა: რასმე: მოვიგონებ: სჯობს: საქმისა: გამორჩევა: გაუშვა: და: ცალკე: დაჯდა: ტირს: დაუწყო: ცრემლთა: ფრქუევა: ქალსა: უთხრა: გაგარისხე: აწ: ესე: თქვი: ვით: დავრჩე: ვა:

254. ქალი: დაუჯდა: კუშტგვარად: ქუშობს: ჯერთ: არ: დამტკბარია: ავთანდილ: ქუე: ზის: ტირილად: აღარას: მოუბარია: ვარდისა: ბაღსა: მოჰგუბდა: ცრემლისა: საგუბარია: კულა: იქით: ქალი: ატირდა: მისთვის: გულნალმობარია:

255. ყმა: მტირალი: შეებრალა: ამად: ცხელნი: ცრემლნი: ღვარნა: მაგრა: უნდა: უცხოს: უცხო: არ: ბაგენი: აუბარნა: ყმამან: ცნა: თუ: გონებანი: ჩქარნი: ჩემთვის: დააწყნარნა: ცრემლდენილი: შეეხუეწა: ადგა: მუჴლნი: მიუყარნა: