... (Q-261), XVII ს.

295. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არ: დაზრული: ყმასა: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული: ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსულხარ: სადაური: სით: მოსრული: მე: სიკუდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: გაწირული:

296. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყუანი: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯნურობითა: დამწუარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია:

297. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყუარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავ: მაგრებია: თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თუ: ვით: გიაზრებია: გახსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცენ: მონები: არსაპყრებია:

298. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩვენ: ზედა: გარდგეკიდენით: პატრონი: ჩუენი: გაგიწყრა: ჩვენ: ხაფად: წაგეკიდენით: გიჴმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: კი: დენით:

299. ყუელაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴრმლოდ: გარდაჰკვეთეთ: მეფე: შეჯდა: დაგვეკარგე: კუალი: შენი: ვერ: მოვკვეთეთ: ვითა: ქაჯი: დაგუემალე: მონებიცა: დავაფეთეთ: ამან: უფრო: დაგვაშმაგნა: თავი: სრულად: გავაშეთეთ:

300. ჭმუნვა: შეექმნა: თქუენც: იცით: ჴელმწიფე: ნებიერია: მოგნახეს: გძებნეს: ყოველგან: მათ: რუკა: დაუწერია: ვერ: ნახეს: შენგან: ნახული: ვერცა: ყმა: ვერცა: ბერია: აწ: გამომგზავნა: რომელსა: არ: მზე: ჰგავს: არ: ეთერია:

301. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: მზისა: წარხდომილისა: მაშინ: ვარ: მქმნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა: სამ: წლამდის: მითხრა: დადენა: უმისოდ: ცრემლთა: მილისა: არ: გიკუირს: გავსძელ: ვერჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა:

302. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა: ქურდნი: ვნახენ: რომე: თქუენთვის: სიტყუა: რამე: გაემკვახა: მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკუდართა: დაგესახა: მათ: მასწავლეს: ძმა: რომელთა: სულმობრძავი: სამე: გლახ: ა:

303. ტარიელსცა: აეხსენა: ომი: მათი: მაშინდელი: იტყუის: მახსოვს: ეგე: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი: ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი: მით: ვტიროდი: მამეგონა: მე: გლახ: ჩემი: წარმწყმედელი:

304. რას: მაქნევდით: რა: გინდოდა: ერთმანერთსა: რათა: ვგვანდით: თქუენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩუენ: მტირალნი: ღაწუსა: ვბანდით: რა: მონანი: შესაპყრობლად: მომწიენით: გაგულვანდით: აწ: ვეჭუ: რომე: ჩემად: ნაცულად: თანა: მკუდართა: მიიტანდით:

305. მოვიხედე: მომეწია: რა: პატრონი: შენი: ვნახე: ჴელმწიფობით: შემებრალნეს: ამად: ჴელი: არ: შევახე: თვალთა: წინა: გამოვექეც: მეტი: არა: შეუზრახე: ჩემი: ცხენი: უჩინოსა: ჰგავს: და: სხვასა: რას: ვასახე:

306. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: დაწამწამება: მას: გავექცევი: ვისგანცა: ჩემი: არას: ვსცნა: ამება: მათ: თურქთა: მიღმა: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება: ავად: შვენოდა: მორევნა: და: ჩემი: დათამამება:

307. აწ: ვაშად: მოხველ: მიამა: ნახვა: შენისა: პირისა: ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მსგავსი: გმირისა: გარჯილ: ხარ: მაგრაარა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა: ძნელია: პოვნა: კაცისა: ღ~თივ: ზეცით: განაწირისა:

308. ავთანდილ: უთხრა: ვინ: მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა: მაგისად: ნაცვლად: რამც: ვიყავ: ღირსი: ქებისა: შენისა: სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა: რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზომთა: ცრემლთა: დენისა:

309. მოსრულ: ვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მძებნელი: რა: გნახე: შენგან: საჴმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი: ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახვართა: მსობელი: ბოლოდ: იცოდი: სიკუდილი: ჩემი: გაყრის: ა: მცებნელი:

310. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა: დამიგდია: სამსახური: იგი: იქნას: რაღა: გინდა: იაგუნდი: ეგრეცა: სჯობს: ათასჯერმცა: მინა: მინდა: შენ: გეახლო: სიკუდილამდის: ამის: მეტი: არა: მინდა:

311. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების: მიკუირს: თუ: ნაცულად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების: მაგრა: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების: შენ: საყუარელსა: გაგყარო: ესე: რათ: გენაცვალების:

312. წამოსრულხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად: ღ~თნ: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილხარ: მამაცურად: მაგრა: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილვარ: ასრე: თუ: რად: მე: თუ: ვიტყვი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად:

313. ასმათ: უთხრა: ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლთა: რა: ეგების: მე: ვითა: ვთქუა: წვევა: თქმისა: რადგან: ეგრე: არ: ეგების: ვხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების: ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქნას: რა: ღონე: აეგების:

314. ეხვეწებოდა: ლამოდა: ჩემგან: რასამე: სმენასა: ნუ: უყოს: ღ~თნ: გაძლება: მემცა: ვით: მივეც: ენასა: ნურას: სცნობს: ვეჭო: ამისგან: თქვენსა: რასამე: ლხენასა: არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა: