... (H-302), 1803 წ.

39. [...............................] ვით [.......................................] [.................] მორჩილობს ყოველი, იგინიც ვინ ორგულია, [............] ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია-

40. ამა მამისა ჰსწავლასა, ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა, მეფე სმასა და მღერასა, იქს მეტად მოილხინებდა, თინათინ მზესა ჰსწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა-

41. მოიხმო თჳსი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი, უბრძანა ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართჳთ ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი, მოართვეს გასცა უზომო, უანგარიშო ულევი-

42. [.............] გასცემს ყველაკასა, სივაჟისა მოგებულსა, [..............]განამდიდრებს, მცირესა და დიდებულსა, [......................] ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, [...................................]ავს, საჭურჭლესა დადებულსა-

43. [..............................................................................................] [..............................................................................................] [..............................................................................................] [..............................................................................................]

44. [...................................................................................] მას ტაიჭსა არაბულსა, ქუე ნაბამსა ნასუქარსა, რომე გვანდა სიუხვითა, ბუქსა ზეცით ნაბუქარსა, არ უტევებს ცარიელსა, არ ყმასა და არცა ქალსა-

45. დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა ჭამა იყო ლხინობა, ნადიმად მჯდომთა ლაშქართა, მუნ დიდი შემოყრილობა, მეფემან თავი დაჰკიდა, და ჰქონდა დაღრეჯილობა, ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო, შექმნეს ამისი ცილობა-

46. თავსა ჰზის პირ მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია, ვაზირი ბერი სოგრატი, თჳთ მასთანავე მჯდომია, ჰსთქუჱს თუ რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია-

47. ჰსთქუჱს თუ მეფე ცუდსა რასმე, გონებასა ჩავარდნილა, თუარა აქა სამძიმარი, მათი ყოლა არა ქნილა, ავთანდილ ჰსთქუა სოგრატ ვჰკითხოთ, გვითხრას რაცა შეგვეცილა, ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათჳსცა გაგვაწბილა-

48. ადგეს სოგრატ და ავთანდილ, ტანითა მით კენარითა, თჳთო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუჴლ მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბარითა-

49. დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო, მართალ ხარ წახდა საჭურჭლე, თქვენი მძიმე და ძვირიო, ყუჱლასა გასცემს ასული, თქვენი საბოძვარ ჴშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დაჰსჳი, თავსა რად უგდე ჭირიო-

50. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა ვით მკადრაო, ან სიტყუანი ვით გაბედნა, კარგა ჰქმენო დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, ჩემი ძრახუა სიძუნწისა, ტყუვის ვინცა დაიყბედნა-

51. ეგე არ მიმძიმს ვაზირო, ესეა რომე მწყენია, სიბერე მახლავს დავლიე, სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის სადაცა, საბრძენებელი ჩუჱნია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს, სამამაცონი ზნენია-

52. ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა, ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგუანდა მშვილდოსნად, ანუ კულავ ბურთობითა, ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანუჱ განაზარდობითა-

53. ყმა მეფისა ბრძანებასა, ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშუენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა, შუქსა ველთა მოაფენდა, მეფე ჰკითხავს რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა-

54. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა, რას იცინი რას დამგმეო, ყმამან ჰკადრა მოგახსენებ, და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო არ გეწყინოს, არ გარისხდე არ გასწყრეო, არ[......................] კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო-

55. უბრძანა რამცა ვიწყინე, თქმა შენგან საწყინარისა, ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუარისა, ავთანდილ იტყვის დავიწყო, ჰკადრება საუბარისა, ნუ მოჰკუჱხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა-

56. მიწამცა თქვენი ავთანდილ, თქვენს წინა მშვილდოსანია, ნაძლევი დავჰსუდვათ მოვასხნეთ, მოწმად თქვენივე სპანია, მოასპარეზედ ვინ მჰგავსო, ცუდიღა უკუთქმანია, გარდამწყვეტელი მისიცა, ბურთი და მაედანია-

57. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა, მაგისსა დაცილებასა, ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო, შედრეკილობა კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ, მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოსჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა-

58. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინობდეს ყმაწვილობდეს, საყუარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკუნიდეს, ვინცა იყოს უარესი, თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს-