ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

160. ავთანდილ ეტყვის შერმადინს ლაღი და შეუპოველი჻ თინათინ მითხრა იმედი პოვნასა ზეცით მოველი჻ მისიმცა შოვნა ვის ძალუც დაფასდეს მოუქსოველი჻ ფიცი მაქვს ვერ გამიცრუვებს მოწმად მყავს არსი ყოველი჻

161. პირველ ყმა ვარ წასულა მინდა პატრონისა სამსახურად჻ ჴამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად჻ მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად჻ ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად჻

162. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად჻ ჴამს მეფეთა ერთგულობა ყოფნა გვმართებს ყმასა ყმურად჻ მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად჻ ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირსა მიხვდეს მამაცურად჻

163. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ ყმათასა჻ ამისთვის გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა჻ ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა სპათასა჻ ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა჻

164. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ნაპირობდი჻ დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი჻ წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი჻ აქა სამ წელს არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი჻

165. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე჻ აქათ სამ წელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე჻ მე კვლავ თუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე჻ არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე჻

166. მაშინღა კადრე მეფესა არ საქმე სასურვალია჻ აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია჻ მიხვდა თქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია჻ გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია჻

167. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მხედრე჻ ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედა ზედრე჻ მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე჻ ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მოიმდედრე჻

168. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა჻ მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა჻ ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა჻

169. განღა ქნა ლომმან იმედი დაგედვას რაცა მისადა჻ მეფისა ცამდის მაღლისა მზისაცა უფრო ზისადა჻ უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ არცა თუ აქა ვზი სადა჻ მარტოსა თავი ვით დაგიც სავალად მაგა გზისადა჻

170. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე჻ რაგვარა ვქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე჻ შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე჻ სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე჻

171. ყმამან უთხრა მომისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად჻ რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად჻ მარგალიტი არვის მიმხვდეს უსასყიდლოდ უაჭრელად჻ კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრისა დასაჭრელად჻

172. მისი ცეცხლი გულსა ჩემსა დამწველი და მედებია჻ მას ერთსაცა ვერ გაუტეხ რაცა მიიმედებია჻ შენგან კიდე არა მივის ძმები არცა მე დებია჻ იმოქმედე დღეთა შენთა რაცა გიმოქმედებია჻

173. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა჻ უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა჻ სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა჻ კვლავ ნუთუმცა შემოვიქცე ღ~თნ სრულად არ დამკარგა჻

174. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი჻ მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი჻ აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს ძაძა ფლასი჻ წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი჻

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა჻

175. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო჻ ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო჻ თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო჻ წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო჻

176. მიწაცა თქუენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა჻ თვით ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა჻ ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა჻ პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა჻

177. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი჻ დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი჻ გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემომხვწელი჻ მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი჻

178. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს჻ სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს჻ ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს ზვრიდეს არ აჭკნობდეს჻ შემცოდესა შიშისაგან ვითა ცვილსა დაადნობდეს჻