ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

61. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა჻ მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა჻ დაიწყეს მოსულა ნადირმან ყოვლთ მინდორთა კიდითა჻

62. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწთომელი჻ ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლტომელი჻ მას პატრონ ყმანი გაუხდეს საჭვრეტლად სჯობდა რომელი჻ აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი჻

63. [............................................................................................] [............... ]მიესროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს჻ რა ისარი დაელივნის მონანი ყე მოართმიდეს჻ მჴეცნი მათგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს჻

64. [.................. ]ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს჻ [..........] და ამოწყვიტეს ნადირთაგან სისხლი ისხეს჻ ველნი წითლად შეეღებნეს ცათა ღ~თი შეარისხეს჻ ავთანდილის შემხედველთა ჰგავს ალვაა ედემს ისხეს჻

65. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია჻ მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია჻ ნადირნი ტყესა შეესწრეს სადა ვერა რბის ცხენია჻ იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მჴნენია჻

66. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს჻ მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ყვებოდეს჻ უბრძანეს თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს჻

67. მონათა კადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით჻ მეფეო ყოლე ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით჻ აწეცა დაგვხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეჴმარებით჻ ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით჻

68. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია჻ მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია჻ არ დასცდომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია჻ თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია჻

69. მეფესა ესე ამბავი უჩანს ვითა მღერა ნარდისა჻ [...........................................] მისისა განაზარდისა჻ [..................................................................................] [...............................................................................]

70. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა჻ ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა჻ ახლოს უდგს მონა თორმეტი უმჴნესი სხვათა მჴნეთასა჻ თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა჻

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა჻

71. აქა ჩადის წყალი რამე პირსა ხე უთქს ამოსრული჻ ხეთა ძირსა ლომი იჯდა ტანად ალვა ჯავარსრული჻ ტანსა ეცვა ვეფხის ტყავი წამს არ მისცის თვალთა სრული჻ სხვას სევდასა შეევიწრა და შეექმნა დანასრული჻

72. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა჻ შავი ცხენი სადავითა ყვანდა ლომსა და ვითა გმირსა჻ ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა჻ ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა჻

73. მას ტანსა კაბა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავისა჻ ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა჻ ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა჻ ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა჻

74. როსტან მონა გაუგზავნა ნახე ვინ ზის წყლისა პირსა჻ ჴელსა ვისმე დავამსგავსე მით საწუთრო არა ჰკვირსა჻ შემოყრია კაეშანი მიცემულა დიდსა ჭირსა჻ მოახსენე სოფლის მზესა ტკბილად ჰკითხე რასთუინ ტირსა჻

75. მეფემან ბრძანა ვინ არის უცხო პირად და ტანადო჻ უბრძანა ერთსა მონასა წადი ფიცხლად და ჯანადო჻ გიბრძანებს უთხარ ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო჻ [.........................................................................................................]

76. მოახსენა მეფე გიხმობს დაიმდაბლოს იმან სული჻ თავმან ჩემმან მე მას მივსცემ რაცა უნდეს ჩემეული჻ ბრძანებასა დამორჩილდეს ამად ნუ აქვს გული წყლული჻ ვითვისო და შევეთვისო გაუახლო გული წყლული჻

77. მოვიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ მდუღარისად჻ თავ ჩამოგდებით მტირლისა არ ჭვრეტთა მოლიზღარისად჻ მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა გია გიშრისა ღარისად჻ ახლოს მივიდა მოსცილდა სიტყვის თქმა აღარისად჻

78. ვერა კადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა჻ დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა჻ მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა჻ იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა჻

79. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი჻ მათ ლაშქართა ძახილითა იყო ერთობ უგრძნობარი჻ უცხოდ რადმე ამოსკვნიდა გული ცეცხლთა ნადებარი჻ ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი჻