ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

80. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან჻ ესე მეფისა ბრძანება კვლავ ერთხელ ჰკადრა მონამან჻ არცა დააგდო ტირილი არცარა გაიგონა მან჻ არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან჻

81. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა჻ როსტენს კადრა შემიგტყვია იმას თქვენი არა უნდა჻ თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული უფრო შემიძრწუნდა჻ ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და჻

82. მეფე გაკვირდა გაცაწყრა გული უცს მისთვის მწყრომარე჻ გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე჻ უბრძანა თქვენ ჴელთა აიღეთ აბჯარი მუნ საომარე჻ მიდით და აქა მამგუარეთ ვინ არის იქი მჯდომარე჻

83. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია჻ მაშინღა შეკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულ მდუღარია჻ თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია჻ ერთხელ ესე თქვა ვამეო სხვად არას მოუბარია჻

84. თვალთა ჴელი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა჻ ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა჻ ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა჻ სხვასა მხარსა გაემართა მათი ჭირნი არა განკურნა჻

85. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად჻ მან გლახ იგინი დახოცა მტერთაცა საწყალობლად჻ კრა ერთმანერთსა დახოცნა თავის ხელ აუპყრობელად჻ ზოგსა გადაკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად჻

86. მეფე გაწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა჻ მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტა არცა ნახნა჻ რაზომიცა მიეწივნეს ყოვლნი მკუდართა დაასახნა჻ კაცი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა჻

87. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად჻ იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად჻ ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად჻ შეიგნა მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად჻

88. რა ცნა მეფე მოვიდაო კრა მათრახი მისსა ცხენსა჻ მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა჻ გვანდა ქვესკნელს ჩანაძრომსა ანუ ზეცად ანაფრენსა჻ ეძებდეს და ვერ პოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა჻

89. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკუალევისა჻ აგრე კვალ წმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა჻ ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს სწრაფა აქვსთ წყლულთა ხვევისა჻ მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა჻

90. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება჻ ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება჻ სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუცს განკურნება჻ მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება჻

91. ესე თქვა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა჻ აღარცა ჰკრა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა჻ ყველაკაი მოიშალა სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა჻ ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღ~თო უზრახვიდა჻

92. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი჻ მისგან კიდე არვინ შეყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი჻ ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი჻ გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი჻

93. თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა჻ ადგა და კარსა მივიდა ქონდა მზისაცა ცილობა჻ მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა჻ მან მოახსენა დაღრეჯით ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა჻

94. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა჻ უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამით ა჻ თინათინ ბრძანა აწ წავალ შესლვა არს ჩემგან ჟამითა჻ მიკითხოს კადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა჻

95. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო჻ ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო჻ მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო჻ დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მამავალიო჻

96. ავთანდილცა შეუზარდა და თხრობასა დაუპირდა჻ ნუ იჭირვით მოახსენა ჴელმწიფესა გაუკვირდა჻ მუხთალია ეს სოფელი შურს და ლხინი დაგვიძუირდა჻ მისსა მზესა შეუთვალა ჴელმწიფესა რაცა სჭირდა჻

97. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო჻ ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო჻ მოლარე კადრებს მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო჻ დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო჻

98. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავძლეო჻ მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სინათლეო჻ მოდი ჭმუნვა განმიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო჻ გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო჻

99. თინათინ ადგა მივიდა მიყვა მამისა ნებასა჻ უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა჻ მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნება ნებასა჻ უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა჻