ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

100. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს჻ ვინცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს჻ თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს჻ კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს჻

101. იგი პირმზე ეუბნების ვერვინ ნახა ნაუბარი჻ მიცემულხარ ჭირსა ძნელსა ცრემლთა აფრქვევ გულმდუღარი჻ ზოგჯერ შეთად გაიძახი გავს ატყინებს ცეცხლსა ქარი ჻ მეჯლიშითა გავიახლოთ ესე სევდა რამე არი჻

102. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია჻ შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია჻ მამაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია჻ ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია჻

103. უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე჻ მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე჻ რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე჻ ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე჻

104. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიჴოცა჻ შესაპყრობლად შეუზახენ სპანი სრულად დამიჴოცნა჻ ვითა ეშმა დაგვეკარგა არ კაცურად გარდამკოცა჻ ჯერეც ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცა჻

105. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს჻ დამავიწყდა რაცა დღენი სიხარულით წამეარნეს჻ ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს჻ სადამდისცა დღენი მესხნეს ვეღარამან გამახარნეს჻

106. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა჻ ჱე მეფეო რად ემდურვი ანუ ღ~თსა ანუ ბედსა჻ რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა჻ ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა჻

107. მაგას ნუ ბრძანებ მეფეო ეგე კულა ბედნიერია჻ ყოვლი ქვეყანა შეიპყარ ფერჴთ ქვეშე მოამტუერია჻ მოგჩვენებია გრძნეულად მუხთალი შენი მტერია჻ ეგრე არა ჴამს სიტყვასა გკადრე და დამიჯერია჻

108. თუ ცუდი რამე გინახავს მაცთური ანუ ქაჯია჻ ამისთვის მეფე რად სჭმუნავ ანუ რად გაგისაჯია჻ სიტკბოს სანაცვლად ღ~თისაგან სიმწარე რად გიაჯია჻ მასვე ევედრე მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია჻

109. იგი პირმზე მოახსენებს მაგად ნურა გენაღულების჻ კაცი იყო ჴორციელი მოვნახოთ და გამოჩნდების჻ ეგ ნუ გიმძიმს და თვარემ შენი სიმძიმილი მე მომხვდების ჻ რად დააჭკნობ ყაყაჩოსა უშენობა არა აშუნდების჻

110. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი჻ შორს არის თქვენი სამზღვარი ბრძანება მიუთხრობელი჻ გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი჻ ადრე სცნობთ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი჻

111. თუ ყოფილა ჴორციელი იგი მოყმე ჴმელთა მვლელად჻ მას ნახევდა სხვაცა ვინმე გამოჩნდების მასწავლელად჻ თუ არ ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცულელ მშლელად჻ სევდისაგან მოიცალეთ რად შექნილხართ მოუცლელად჻

112. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლოდ ცრემლთა ღურიდეთ჻ თუ გავიჭრათ საძებარად მოვიაროთ კიდითკიდეთ჻ სჯობს რომ მასვე შემოქმედსა ვეაჯნეთ და დავმორჩილდეთ჻ კლიტე გავხსნათ მაჯლიშისა ლხინი ლხინსა ჩამოჰკიდეთ჻

113. როსტან სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა჻ პირი ჴელით დაუჭირა გარდაკოცნა კვლა და კვლაცა჻ უბრძანა თუ დაგმორჩილდე რაცა მითხარ აგრე ვქნაცა჻ იგივეა მხსნელი ჩემი ვინცა მიწა გამაკაცა჻

114. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა჻ უბრძანეს წადით პატიჟთა თავიცა რად დარიდეთა჻ მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა჻ მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწუდეთ ვერ მიხვიდეთა჻

115. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია჻ მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კვლა და კვლა დია჻ ვერცა თუ ნახეს ნახული ღ~თისაგან დანაბადია჻ ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია჻

116. მონათა კადრეს მეფეო ჩვენ ჴმელნი მოვიარენით჻ მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით჻ მისა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით჻ ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით჻

117. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო჻ ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო჻ ჩემად მტერად წამოსრული გარდმოსული ზეცით ზეო჻ გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლე მეო჻

118. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა჻ მგოსანი და მუშაითი იჴმეს პოეს რაცა სადა჻ უხვად გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა჻ მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა჻

119. მეფე ადგა მუჴლ მოყრილმან შემოქმედსა თაყვანისცა჻ მრავალ გვარი სასმელები მეღვინეთა ჴელთა მისცა჻ მუხლმოყრილნი ვადიდებდეთ დაგვაჯერნა რაცა ვისცა჻ ამად ნურას ვეაჯებით შეგვაცილოს სხვასა ვისმცა჻