ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

218. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა჻ ვსთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა჻ თავსა ვიახლენით მარტონი დავდგეთ თავის თავითა჻ თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ ნუ ვესვრით დამნახავითა჻

219. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია჻ ლაშქართა წასლვა უბრძანეთ მით არას მოაზრენია჻ მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია჻ დავხოცეთ მჴეცნი ფრინველი რც ზედა გარდაგვფრენია჻

220. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია჻ ზედან ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია჻ თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია჻ ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია჻

221. რა მათ კაცთა ესე სიტყუა თქვეს ავთანდილ ვაგლახ ვება჻ მოეგონა მისი მზე და მეფესთანა მისი შვება჻ ჰე მოგშორდი ჩემო მზეო მომხვდეს შენი თუ შოვება჻ იყოს ჩემთა ჭირთა ნაცვლად ნეტარ მე და იშოვება჻

222. უჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით჻ ვსთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით჻ მისი მოგვინდა შეპყრობა ვკადრეთ და შევეცადენით჻ ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით჻

223. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით჻ ჩემმა შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით჻ ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენებით჻ მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით჻

224. ჩვენ მისითა მიზეზითა აწ ვართ ლომო შეჭირვებით ჻ ცაცა მისად არა ჰკვირან მივიდოდა თავის ნებით ჻ შესაპყრობლად ჴელი ვკადრე მაგრა მეტად შეზარებით჻ ასრე მწარედ მათრახითა ჩამოგუფრიწა არ ხრმალ ხლებით჻

225. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა჻ იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა჻ არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა჻ მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა დაგვამწიფნა჻

226. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით჻ ჴელი მოკიდა დადეგო ესეცა კადრა კიდ ენით჻ მან ჴრმალსა ხელი არ მიყო ჩვენ ამად დავერიდენით჻ თავსა გარდაკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით჻

227. ჩემი ძმა გლახ დაკოდილი მასვე წამსა ჩამოვარდა჻ მისმან შიშმან დაგუაწყნარნა იგი ყოლე არ აჩქარდა჻ მასმცა მიღმა რაღა ვკადრეთ ვისგან ყოფა გაგვიმწარდა჻ ვთქვით თუ უჴრმლოდ მოგვერია ცრმალთა გაგყრის ფარა ფარ და჻

228. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაფრიწა჻ ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა჻ მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა აამიწა჻ თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა჻

229. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად჻ შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად჻ აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად჻ ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად჻

230. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა჻ რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა჻ კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა჻ მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა჻

231. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა჻ მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა჻ აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა჻ ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსავე საღრეჯილოსა჻

232. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა჻ აგრემცა ღ~თი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა჻ უჩვენა მისი სადგომი მიდითო იქს ნება ნებასა჻ ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი მიეცით მოსვენებასა჻

233. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა჻ ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა჻ ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა჻ დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა჻

234. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს჻ საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს჻ ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს჻ არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს჻

235. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად჻ რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად჻ მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად჻ ანუ მომკლავს ანუ მოვკლავ დავიკარგეთ მეტის მეტად჻

236. აწ იმა ყმისა საკრავად ჴრმალსაცა ვით მიჰყევ ნები჻ არ მოვკლავ არცა მოვკვდები არ ვავნებ არცა ვევნები჻ შორით თვალითა მივსწურავ უკანა დავედევნები ჻ იარეს გავლეს მრავალი მინდორი შამბნარჴევნები჻

237. გარდახდა და თაყვანის სცა ახსენა ღ~თისა სახენი჻ შენ გმონებს ყოვლი ქვეყანა ყოველნი მონა სახენი჻ შენგან მიხვდების წადილსა უღონო მოვაგლახენი჻ მისად საძებრად სიცოცხლე ვქმენ ლახვართა შესასახენი჻