ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

278. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე჻ წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე჻ მას ქვეშეთსა გაეცინაცხელნი გაუკვირდა მეტად კიდე჻ შემოყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე჻

279. აწ დაო შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა჻ სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა჻ რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ხელისა჻ ვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა჻

280. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი჻ ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი჻ ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი჻ რაცა გითხრა მამისმინე გიპოვნია საძებარი჻

281. ამა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების჻ თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების჻ მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების჻ დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნდების჻

282. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა჻ ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა჻ მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა჻ სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა჻

283. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა჻ ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა჻ ვჭამ გლახ მარტო ნადირისას მისგან ჴორცსა მონატანსა჻ აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა჻

284. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო჻ რა მოვიდეს შევეხვეწო ნუთუ ვით რა მოვაგვარო჻ ერთმანერთსა შეგამცნიო თავი შენი შევაყვარო჻ თვით გიამბოს საქმე მისი საყვარელსა გაახარო჻

285. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება჻ ამა ზედა მოიხედეს ჴევით ესმა ჩხაპუნება჻ მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოვანება჻ უკურიდეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება჻

286. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ მოგცა ჟამად რაცა გინა჻ მაგრამ თავი უჩინოდ ქმენ დამალული იყავ შინა჻ იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინა჻ ნუთუ ვითარ მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა჻

287. ავთანდილ ქუაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა჻ ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა჻ ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა჻

288. ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან჻ დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან჻ შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან჻ დადუმნეს ცრემლნი მოჰკვეთეს შავმან გიშრისა დანამან჻

289. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები჻ მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები჻ მაზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირ მონამატები჻ სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები჻

290. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა჻ ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა჻ მიუპყრა ერთი ახლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა჻ ძალი არ ქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა჻

291. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი჻ შეკრთა დიდნი დაიზახნა წამოვარდა ვითა რეტი჻ იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი჻ ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი჻

292. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა჻ მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა჻ ყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა჻ იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და჻

293. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე჻ არ მივეო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე჻ მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე჻ თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე჻

294. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცნი ბევრის ბევრად჻ მოახსენა მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად჻ არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად჻ მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად჻

295. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია჻ ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია჻ გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია჻ შენ მოკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია჻

296. უბრძანა დაო ეგეა მსგავსი შენისა გულისა჻ მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა჻ ვის ძალ უცს პოვნა კაცისა თვით სოფლად არ- მოსრულისა჻ ჩემი ლხინია სიკუდილი გაყრა ჴორცთა და სულისა჻

297. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა რადმცა კაცი რად დაბადა჻ სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა჻ ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა჻ შენგან კიდე ჴორციელი დაო მივის არასადა჻