ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

140. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს჻ ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს჻ ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასადაგეს჻ ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს჻

141. ახლოს უზის ლაღი ჭვრეტად მისსა მკვლელსა ეუბნების჻ წამწამ იაჯს შველასა და შემოქმედსა მიენდობის჻ თუ ზოგიცა არ დახოცის ღმერთმან სხვანი რადმცა შობის჻ სხვამან რამცა დაავიწყოს იგი პირმზე ეგონების჻

142. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა჻ უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა჻ ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა჻ გული ქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა჻

143. ყმა წავიდა მას ეგონების ხელი გული ვისთუის კვდების჻ მზევ მოგშორდი ჩემად ნაცვლად შენი ჭვრეტა ვის მიხუდების ჻ მე წავალ და შენი შუქი აღარავის უუხვდების჻ შენს მგონესა სული ჴორცთა წუას ვეღარა მიუხუდების჻

144. [................] ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე჻ [................] გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე჻ [...........] ჭვრეტა რა მამხვდეს კულავ უგრძესადრე჻ [............................................] ესე მე დამიც წესადრე჻

145. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების჻ ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების჻ რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების჻ შეკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების჻

146. მოშორვება საყვარლისა მას შექნოდა მისად ღაზოდ჻ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ჻ რა გათენდა შეეკაზმა მის მჭვრეტელთა სალამაზოდ჻ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ჻

147. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია჻ შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია჻ ყოველი პირი მიწისა თქვენ ჴლმითა დაგიმონია჻ აწ თუ სჯობს ესე ამბავი სცნან რაცა გარემონია჻

148. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო჻ თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქუენთა გულსა ვგმირო჻ მორჩილ ქმნილი გავახარო ურჩი ყველა ავატირო჻ ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო჻

149. შევიწიო ბედი თქვენი და შევიბა საგდებელი჻ ვინაპირო მტერთა მოსრვად კვლა გიახლო სისხლთა მღვრელი჻ არ გაუშვა შეუპყრობლად ბულბულიცა ინდოელი჻ სანაპირო დავარბიო დაგამონო თქვენ ყოველი჻

150. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა჻ უბრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა჻ აწე მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა჻ მაშინ რაღა ვქნა თუ მამხვდეს[...............................]

151. ყმა შევიდა თაყუანისცა [.......................................]჻ ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა჻ აწ ნუთუ კვლავ სიშორისა ღ~თნ ბნელი გამითენა჻ პირი თქუენი მხიარული მხიარულსა კულავ მიჩვენა჻

152. მეფე ჴელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი჻ სხვა მისებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი჻ ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი჻ როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ტკბილი჻

153. გამოემართა ავთანდილ მოყმე მჴნე ლაღად მავალი჻ ოც დღე იარა ღამესა დღეზედა წართო მრავალი჻ იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი჻ არ მისცილდები თინათინ მისი მას ვისგან სწვავალი჻

154. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა჻ მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა჻ იგი პირ მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა჻ მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა჻

155. ქალაქი ქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა჻ გარეთ კლდე იყო გიანბობ ზღუდესა უქვიტკიროსა჻ ყმამან მუნ დაყო სამი დღე უცხოსა სანადიროსა჻ გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა჻

156. ესეა მონა შერმადინ ზემოცა სახელდებული჻ თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავ დადებული჻ მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული჻ აწ გაუცხადა სიტყუები მის მზისა იმედებული჻

157. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან჻ ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან჻ მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან჻ მე ვისგან მქონდეს პატიჯნი აწ მასვე მოულხენიან჻

158. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა჻ ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა჻ ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა჻ აწ მიბრძანა საიმედო ამად მხედავ მხიარულსა჻

159. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა჻ მოხვიდე სრულ ვჰქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა჻ ქმარი არ მინდა უშენო მამხვდეს ხისა რგულისა჻ მამცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა჻