ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

41. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა჻ თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქნილა჻ ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა჻ ვკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა჻

42. ადგნე სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა჻ თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა჻ წინა მიუსხდეს მუჴლ მოყრით პირითა მოცინარითა჻ ვაზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა჻

43. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო჻ მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო჻ ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო჻ [..]ლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო჻

44. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა჻ [....]ირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა჻ კარგად ქმენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა჻ ჩემი ძრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა჻

45. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია჻ სიბერე მახლავს დავლიე სიყმაწვილისა დღენია჻ კაცი არ არის სითკენცა საბრძენებელი ჩვენია჻ რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია჻

46. ერთიღა მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა჻ ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი ვარ საწუთროსა თმობითა჻ ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კულავ ბურთობითა჻ ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზარდობითა჻

47. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა჻ თავ მოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა჻ თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა შუქსა ველთა მოაფენდა჻ მეფე ბრძანებს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა჻

48. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რას დამგმეო჻ ყმამან კადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო჻ რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო჻ არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამაზეო჻

49. უბრძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა჻ ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა჻ ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბარისა჻ ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა჻

50. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია჻ ნაძლევი დავსდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე სპანია჻ მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია჻ [...................................................................................]

51. მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე჻ სიცილით უთხრა ავთანდილს შვილად გზრდი მით შემეკადრე჻ იცი არ გიწყენ გაზრდილი მით შემამიხუე ზედადრე჻ თუ არმაჯობო გასწბილდე ბედი გეყოფის ბედადრე჻

52. როსტევან უთხრა მით მკადრე არ ეჭუდი ჩემგან წყენასა჻ რასთვის შემკადრე საუბრად ვით ათქმევინე ენასა჻ სრულ სპათა ყური მოუპყარ ჩემთა ნათქუამთა სმენასა჻ თუ არ გასწბილდე მაჯობო ბედი გითოვდეს ზე ნამსა჻

53. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა჻ წამოდი ხვალე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობა კლებასა჻ კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა჻ მერმე გამოჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა჻

54. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს჻ იცინობდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს჻ ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს჻ ვინცა იყოს უარესი თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს჻

55. მეფე უბრძანებს კაცი ჴამს ჩვენთა ნაკრავთა მთუალებლად჻ ნაკოდთა შემადარებლად და მკვდართა არ დამმალავად჻ სხვანი ისრისა მმართავად მომრთუმელი არ ღაფალ ავად჻ ჩემთა ნაკრავთა მართლად თქმა სხუათათუინს არ დამმალავად჻

56. კულავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად჻ თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად჻ ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად჻ ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად჻

57. [................................................................................] [...............................................................................] ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით჻ გაყარეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით჻

58. უბრძანა სრულად ლაშქართა ვით ჴელმწიფეთა წესია ჻ ყოვლგნით მოცევით მინდორი მუნ ცეცხლი ნუ აკვესია჻ სადაც რომ ნახოთ ნადირი ჩუენზედა მოასესია჻ აწ პატრონ ყმანი ნახენით რომელი უარესია჻

59. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი჻ ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახჩოსანი჻ თავს ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი჻ მეფესა გასლვად იწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი჻

60. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს჻ მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარე შემოჰკროდეს჻ ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს჻ ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს჻