ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

198. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა჻ ხუთსა თვესა კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა჻ იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა჻ დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა჻

199. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა჻ მუნითგამოჩნდა მინდორი სავალი დღისა შვიდისა჻ მის მთისა ძირსა წყალი დის არათ სანდომი ხიდისა჻ ორგნითვე ტყესა შეუკრა ნაპირი წყლისა კიდისა჻

200. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს჻ თვენი ესხნეს ორნიღაა ამად სულთქუამს არა იშობს჻ ვაითუ საქმე გამიმჟღავნდეს კვლავ ამისთვის გულ მოშიშობს჻ ავსა კარგად ვერვინ შესცულის თავსა ახლად ვერვინ იშობს჻

201. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად჻ თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად჻ ჩემსა რა ვკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად჻ მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად჻

202. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყო სხვანიცა ხანანი჻ რომელსა ვეძებ ვერა ვსცა ამბავნი მე მისთანანი჻ დრო გარდაუწყდეს შერმადინს მიხვდეს ღაწვისა ბანანი჻ მივიდეს კადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი჻

203. უანბოს ჩემი სიკვდილი თვით ჩემგან დავედრებული჻ მათ შექნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული჻ მერმე მივიდე ცოცოხალი მე სხვაგან სადმე რებული჻ ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული჻

204. იტყვის ღ~თო სამართალი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ჻ მე ეზომნი სიარული კიდე გლახ რად გამიცუდენ჻ გულით ჩემით სიხარულნი აფხვრენ ჭირნი დააბუდენ჻ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ჻

205. კვლაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების჻ დღეთა მეტად ნუ მოკუდები გული ჩემი ნუ დადნების჻ უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების჻ განგებასა ვერვინ შესცვლის არ საქმნელი არ იქმნების჻

206. თავს უთხრა მოკვე გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა჻ მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა჻ გკითხავს მის ყმისა ამბავსა რა გმართებს ვაგლახიანსა჻ იგონებს წამწამ მიყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა჻

207. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშე ერთობ სრულად მომივლიან჻ მაგრამ საქმე იმ კაცისა ვერა სადმე შემიგნიან჻ უღონიოდ მართალ იყუნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან჻ აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან჻

208. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია჻ მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია჻ გასცუდებოდეს მკლავნი და მისი სიამაყენია჻ ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია჻

209. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა჻ მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა჻ თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა჻ მჴეცნი იყო საშინელნი მაგრა არა შეუზახა჻

210. თუცა მჴეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა჻ ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა჻ ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავ-უგრძესითა჻ შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა჻

211. ცხენსა მისცა საძოვარი ვირე მწვადი შეიწოდეს჻ ექვსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოდიოდეს჻ თქვა თუ გვანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს჻ აქა კაცი ჴორციელი კვლა ყოფილა არაოდეს჻

212. ჩვენ ასე მყოფნი არ ვარგვართ რა გუნახვენ ვემაჯანებით჻ შეირტყა წელთა აბჯარი შეჯდა ტანითა ჯანებით჻ მზად აქვს მშვილდი და ისარი ხმალი მოიმარჯა ნებით჻ მისმან მებრძოლმან ყველამან გაყრამცა იაჯა ნებით჻

213. ჴელთა ქონდა მშვილდი ისარი მათკენ მივა მხიარული჻ ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული჻ თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული჻ ტიროდეს და იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული჻

214. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსე჻ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსე჻ ვერა გვარგო მოგვიმატენ ჭირი ჭირთა მოგვისავსე჻ სატირელნი მოგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხავსე჻

215. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა჻ მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა჻ ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა჻ დიდი გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა჻

216. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით჻ გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით჻ სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით჻ ვხოცეთ მჴეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით჻

217. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით჻ მით ერთმანერთსა სამთავე ჩვენ კიდე დავეცილენით჻ მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით჻ ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით჻