ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1. […………………………………………………………]჻ [………………….] ავატირო მე სოფელი ჩემი მტერი჻ [………………..] შევათავო ვითა მიწა გავამტვერი჻ ამა ჩემმან საუბარმან შეაქციოს ყმა და ბერი჻

2. [………….] არა ჰქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი჻ [............ ]ნუ გონია მელექსეთა კარგთა სწორი჻ [...... ]თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი჻ [......] იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი჻

3. [.......]ექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა჻ [............ ]სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა჻ [.............] მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა჻ [............] მოკლავს ჴელად აქვს ჴოცა ნადირთა მცირეთა჻

4. [...........] წვრილად უანბოს ზე სადმე არა წასთვალოს჻ [.................] ამატებდეს ჭირსა თავი არ აკრძალოს჻ [.......................] აღარიბოს საუბარი გაასრულოს჻ [........................] გამგონემან არა სადა არ აბრალოს჻

5. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად჻ სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად჻ [...............] გვიამების რაცა ოდენ თქუან ნათელად჻ [..................................] ვერას იტყვის ვინცა გრძელად჻

6. [.................................] ვინცა იყვნეთ ხელობისა მოძებარი჻ [.........................] მოეშვენით სოფლის ლხინად იგი კმარი჻ [.........................] ყოვლი თემი ერთად უჩანს იგივ არი.჻ [..............................................................................................]჻

7. ჴამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს჻ ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს჻ ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს჻ მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს჻

8. ჩემი აწ ცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია჻ ესე მჩანს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია჻ იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია჻ მისი სახელი შეფრქვევით ქუჱმორე მითქვამს მიქია჻

9. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა჻ ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა჻ იგია საქმე საზეო მომცემი აღმა ფრენათა჻ ვინცა ეცდების თმობამცა ქონდეს მრავალთა წყენათა჻

10. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან჻ ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან჻ ვსთქვენ ხელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხვდებიან჻ მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან჻

11. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა჻ მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა჻ ზოგთა აქვს საღ~თო სიახლე დაშურების აღმა ფრენითა჻ კვლავ ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა჻

12. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა჻ ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა჻ თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა჻ ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა჻

13. [.................................................................................]჻ [...................................] გვმართებს აზომცა ჯერობა჻ მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა჻ მთვარესა მცხრალსა ვარსკულავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა჻

14. ერთობ დაშალეს ვაზირთა მაგრამ ვინ მოუსმინებდა ჻ მეფე ლაღი და უკადრი იგი ქნის რაცა ინებდა ჻ [..............] ხელმწიფედ ვინ მზესა ითუალწვნებდა჻ [...............] კლდესა დაადნობს და ცვილსა გაატინებდა჻

15. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია჻ [.......] თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია჻ ჴმდა განაღამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია჻ სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია჻

16. თუცა ქალია ჴელმწიფედ მართ ღ~თისა დანაბადია჻ არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლავ დია჻ შუქთა მისთაებრ საქმეცა მის მზეებრ განაცხადია჻ [.............] სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია჻

17. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამისპასალარისა჻ საროსა მსგავსი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა჻ ჯერთ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა჻ მას თინათინის გონება კლევდის წამწამთა ჯარისა჻

18. [.........] მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად჻ რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად჻ [...........] გაუახლდის წყლული გაჴდის უფრო წყლულად჻ [.................................]რული კაცსა შეიქს გულ მოკლულად჻

19. [ ............ ]მეფემან ბრძანა მისისა ქალისა჻ [................. ]სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა჻ თქვა ზედა ზედა მამხუდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა჻ ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრქალისა჻

20. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან჻ თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან჻ მან გაანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან჻ მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან჻