ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

179. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი჻ ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი჻ ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი჻ მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი჻

180. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვა ნაზმა჻ წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეეკაზმა჻ ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა჻ მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა჻

181. ბრძანა წადით ყველაკანი აქა მომხრედ არვინ მინა჻ მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა჻ მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა჻ მიწყივ ჰქონდა საგონებლად მისი მკულელი თინათინ ა჻

182. იგი ველი გაირბინა ლაშქართაკენ გაეკიდა჻ ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა჻ ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა჻ მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა჻

183. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს჻ იგი პირ მზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს჻ მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს჻ ყოვლგნით რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს჻

184. ღ~თი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს჻ დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს჻ ვეღარა სცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს჻ მისნი სპანი გულნნმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოღვრიდეს჻

185. შერმადინ ერთად შეყარნა ხასი და დიდებულები჻ უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები჻ რა მოისმინეს ყოველნი დარჩა გულ დანაწყლულები჻ თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები჻

186. შერმადინ უთხრა მართლ ხართ თუ ცრემლსა თუალთათ დამილდეთ჻ მაგრა გუიჯობს რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ ჻ არა გავრყნათ სამსახური მას წინაშე არ დავსწბილდეთ჻ ცხადად გვიჩნდეს სიხარული სიმძიმილსა გარდავსცილდეთ჻

187. ყოვლთა კადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვიარმისცა჻ უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა჻ განაღამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა჻ იგი მონა იპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა჻

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა჻

188. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს჻ საბრალოა ოდის ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს჻ ვის ბალახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს჻ იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს჻

189. მივიდოდა მიუბნობდა პირსა მზესა ანათებდა ჻ თინათინის გონება კლავს სხვთა შუქსა დაავსებდა ჻ მიტირის და ღ~თსა მადლობს შემხედველთა ადუღებდა჻ იტყვის ვნახეთ ეს სოფელი ბედსა მისსა უჩვენებდა჻

190. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა჻ დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა჻ მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა჻ თქვა თუ მე მასმცა ვიახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა჻

191. ახალმან ფიფქმან დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა჻ მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა჻ თქვა ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა჻ მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა დანასა჻

192. მოეგონის მისი მკვლელი შეეყარის ხორცთა თრთოლა჻ დახვდის მხეცი ფიცხლად მოკლის არ შეზარდის მათგან ყოლა჻ შენგან კიდე მზეო ჩემი შეუძლია ვისმცა ბრძოლა჻ მოგშორდი და გამომაგდე ოხრად დამრჩეს სპათა ყოლა჻

193. საყვარელი მოეგონის გაუახლდის ცეცხლი ალთა჻ ჱე სოფელო შეგებრალე ნუ რჯი ბედსა შესაწყალთა჻ შემოქმედო მიმაბრუნვე რომელი სცნობ იდუმალთა჻ ესე თქვა და სისხლის ცრემლი გამოსეტყვა მელნის თვალთა჻

194. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა჻ გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა჻ უცხო უცხოსა ადგილსა საძებრად იარებოდა჻ მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა მათთანა ემოყვრებოდა჻

195. იგი პირად მზისა მსგავსი სრულად მოვლის ზედან ჴმელთა჻ ქვეყანათა უნახავთა ოხერთა და კაცრიელთა჻ არ დააგდებს უნახავად წყალთ კლდეთა ტყეთა ველთა჻ მაღრიბს კითხავს მაშრიყელთა რომს ჩინელთა მაჩინელთა჻

196. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად჻ უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად჻ ვაი საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა჻ შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად჻

197. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა჻ ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა჻ მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა჻ ამა შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყა჻