ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

258. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან჻ ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან჻ შენ მიპოვნიხარ სიტყუანი ჩემნი რაზომცა გწყენიან჻ ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხუენიან჻

259. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო჻ მზე არ მახლავს შეგეტყვების თვთვილო ასრე მით მაწყენო჻ გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო჻ ვერასათვინ ვერ გიანბობ რაცა გინდა იგი ქენო჻

260. კვლაცა კითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა჻ მაგრა ვერა ვერ დაყარა მუდარობა მოეწყინა჻ პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა჻ ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა჻

261. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო჻ როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო჻ გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო჻ თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო჻

262. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი჻ თუ არ მამკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი჻ რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი჻ კვლვ თუ მომკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი჻

263. კულავ ეტყუის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო჻ ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო჻ მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო჻ ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო჻

264. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად პატიჯად ნურად გგონია჻ მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია჻ ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია჻ ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია჻

265. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა჻ სხვასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა჻ გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა჻ ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა჻

266. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია჻ ავთანდილ ქუე ზის ტირილად აღარას მოუბარია჻ ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია჻ კვლავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულ ნალმობარია჻

267. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა჻ მაგრამ უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა჻ ყმამან სცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა჻ ცრემლ დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა჻

268. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად჻ გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად჻ აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად჻ ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად჻

269. თავი ჩემი სამსახურად თუმცა ავად მოგაწონე჻ მიჯნურისა შებრალება ჴამს ესეცა გაიგონე჻ სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე჻ სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე჻

270. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა სმონება჻ გულამოხუნჩით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება჻ კულავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება჻ ავთანდილს ღთ~ნ წადილი მისცა გულისა ლხინება჻

271. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების჻ ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების჻ კვლავ უთხრა დაო მიჯნური მიჯნურთა შეებრალების჻ ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების჻

272. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე გაუძლედლად სულთა დგმისად჻ ჩემან მზემან გამომგზავნა საძებარად ამა ყმისად჻ ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა ვლისად჻ გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად჻

273. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე჻ მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე჻ ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მყავ ანუ მააზატე჻ ან მაცოცხლე ანუ მამკალ ჭირი ჭირსა მამიმატე჻

274. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი჻ ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი჻ წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი჻ აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი჻

275. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე჻ არ ეგების ამას იქით თუცა თავი არ გამონე჻ არ შენ მოგცე თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე჻ შენთვის მოვკვდე ამისებრივ მემცა საქმე რა ვიღონე჻

276. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები჻ რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები჻ თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ რაზომმცა ცრემლსა მილდები჻ მოგხვდების მდურვა სოფლისა მოკვდები გაცასწბილდები჻

277. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა჻ ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა჻ უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა჻ ზედა მიადგა ჩაყიოდა ტირს იზახის ვაგლახ ვასა჻