ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

298. ქალმან კადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია჻ რადგან ღ~თსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია჻ ვერ დავმალავ უკეთესა რაცა საქმე დამიცდია჻ არა ვარგა უსაზომო თავი ზომსსა გარდგიჴდია჻

299. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე჻ კაცი ჩემად სამსახურად უღ~თოდ მემცა ვით დავბადე჻ ღ~თსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე჻ გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიჴადე჻

300. ქალმან კულავ კადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა჻ მაგრამ თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა჻ იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა჻ ფიცე არ მოკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა჻

301. მან უბრძანა თუ მაჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ჻ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ჻ არას უზამ უგემურსა არათ ოდეს გავამწარებ჻ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ჻

302. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად჻ არ ეწყინაო უანბობს არს მისად მაგულვანებლად჻ ხელი მოჰკიდა მოყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად჻ იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასამგვანებლად჻

303. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად჻ ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქვე ბარად჻ რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად჻ გვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისა ვთქვი მე დარად჻

304. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდეს჻ ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს჻ ყელი ყელსა გადააჭვდეს ერთმანერთსა აუტირდეს ჻ ქარვად შექნეს იაგუნდი მათნი თუცა ლალად ღირდეს჻

305. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა჻ ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა჻ ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა჻ თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ მზესა თქვენისა ბნელითა჻

306. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული჻ ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული჻ ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული჻ მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა გაწირული჻

307. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია჻ ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია჻ მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია჻ მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია჻

308. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია჻ თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია჻ თუცა არ მიცნობ გინახავ თავი ვით გიაზრებია჻ გახსოვსცა ოდეს დაჴოცე მონები მკლავ მაგრებია჻

309. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით჻ პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით჻ გიჴმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით჻ შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით჻

310. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ჻ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთე჻ ვითა ქაჯი დაიმალე მონებიცა დავაფეთეთ჻ ამან უფრო დაგვაშმაგა თავი სრულად გავაშეთეთ჻

311. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ხელმწიფე ნებიერია჻ მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია჻ ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია჻ აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია჻

312. მიბრძანა მიცან ამბავი მის მზისა წახდომილისა჻ მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა჻ სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა჻ არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა჻

313. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა჻ ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა჻ მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკუდართა დაგესახა჻ მათ მასწავლეს ძმა რომელსა სულ მობრძავი სამე გლახა჻

314. ტარიელსცა გაეხსენა ომი მათი მაშინდელი჻ იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი჻ ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი჻ მით ვტიროდი მომეგონა მე გლახ ჩემი წამწყმედელი჻

315. რას მაქნევდით რა გინდოდათ ერთმანერთსა რითა ვგვანდით჻ თქვენ მორჭმულნი თამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით჻ რა მონანი მამწიენით შესაპყრობლად დაგულვანდით჻ აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცვლად თანა მკუდართა მიიტანდით჻

316. მოვიხედე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე჻ ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ხელი არ შევახე჻ თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შევუზრახე჻ ჩემი ცხენი უჩინოსა გავს და სხვამცა რად ვასახე჻

317. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება჻ მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება჻ მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება჻ ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება჻