... (S-4988), XVII-XVIII სს.

1969. ამ჻ სააჯოსა჻ ღთისაგან჻ კულავ჻ ვეღარ჻ ვითხოვ჻ ვეროსა: გლახ჻ სულსა჻ დახსნას჻ ბნელი჻ და჻ ნათლისა჻ გზასა჻ აროსა: მართალთა჻ თანა჻ შერაცხოს჻ ზდიდეს჻ მართ჻ ვითა჻ საროსა: ედემს჻ ბუნაგი჻ აუგოს჻ სამოთხეს჻ დააყენოსა:

1970. აწ჻ გაისვენეთ჻ სატირლად჻ ტურფა჻ რაც჻ გქონან჻ ნახლებნი: ოთაღნი჻ მგზავსი჻ ედემთა჻ კარავნი჻ ნაჭირ჻ ნახლებნი: თავსა჻ იცემდით჻ მჴარ჻ დაჴდი჻ მონები჻ ჩემი჻ ნახლებნი: ჩვენ჻ დაგუმარხენით჻ შთაიცვით჻ წახვედით჻ არ჻ შინ჻ ნახლებნი:

1971. ესე჻ წესია჻ სოფლისა჻ საპჭოდ჻ მცალს჻ არა჻ წამისად: ამად჻ არ჻ გეტყვი჻ მიენდუნეთ჻ არცა჻ ერთისა჻ წამისად: უწყალოდ჻ შესცულის჻ აიერი჻ ტურფისა჻ თვალ჻ წამწამისად: ბოლოდ჻ უმუხთლოდ჻ ვერ჻ მორჩი჻ თუ჻ თავიც჻ წააწამისად:

სიკუდილის ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა:

1972. ზომა჻ არ჻ არის჻ სოფლისა჻ საღამო჻ არცა჻ დილია: სიზმრისა჻ უფრო჻ სიზმარი჻ ჩრდილისა჻ უფრო჻ ჩრდილია: არ჻ ამოჰკრეფენ჻ სწავლულნი჻ მათ჻ მათგან჻ გამოცდილია: ავი჻ და჻ კარგი჻ სწორად჻ სჩანს჻ სიცოცხლე჻ თუ჻ სიკუდილია:

1973. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ დაყუნეს჻ წელნი჻ სამოცთნი: გაუნდოვდეს჻ საჭურეტელად჻ ბროლ჻ ბადახშნი჻ მინა჻ სათნი: ღ~თნ჻ მისცნა჻ ორნი჻ ძენი჻ სიტურფითა჻ მსგავსი჻ მათნი: სიბერემან჻ გაუცუდნა჻ მათ჻ გლახ჻ მათნი჻ ხასიათნი:

1974. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ სული჻ ზეცას჻ გაგზავნესა: გაეყარნენ჻ ჴორციელსა჻ იგი჻ მათგან჻ სინაზესა: ჴორცითაცა჻ შეაერთნეს჻ მას჻ წყაროსა჻ ზესთა჻ ზესა: მზე჻ მრავალთა჻ დაუტევეს჻ მიიახლნეს჻ ერთად჻ მზესა:

1975. ვინცა჻ კარავნი჻ გააკრავნა჻ და჻ თიკანნი჻ გაათიკნა: მანვე჻ თხანი჻ თიკანთაგან჻ გაარჩივნა჻ გააბლიკნა: გონიერნი჻ გაამაღლნა჻ სულნი჻ მათნი჻ მოირევნა: ერთმანეთსა჻ ეზიარნეს჻ რამანცაღა჻ ჩამოდრიკნა:

1976. მითქუამს჻ და჻ კულავ჻ ვსთქვა჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ კულავ჻ და჻ კულადობა: იგი჻ გარდაჴდეს჻ გაისმა჻ ოდენ჻ ამბავი჻ მათობა: სადაა჻ კბილთა჻ სითეთრე჻ ანუ჻ ღაწუთაღა჻ ნათობა: მტვერად჻ შექმნილა჻ წაუჴდა჻ მათ჻ მათი჻ ხასიათობა:

1977. გასრულდა჻ მათი჻ ამბავი჻ ვითა჻ სიზმარი჻ ღამისა: გარდაჴდა჻ გავლეს჻ სოფელი჻ ნახეთ჻ სიმუხთლე჻ ჟამისა: ვის჻ გრძლად჻ ჰგონია჻ სოფელი჻ არის჻ ერთისა჻ წამისა: მე჻ მესხმან჻ ვინმე჻ დავსწერე჻ იქ჻ რუსთავისა჻ თემისა:

მოსულა ფრიდონისა და ტირილი ძმობილთა მისთა ტაგრუცსა ზედა:

1978. მოვიდა჻ ფრიდონ჻ ტირილით჻ ზახილით჻ თავსა჻ მცემელი: იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ჴმამაღლა჻ არ჻ უნდა჻ გარდამცემელი: მოიღო჻ მეტად჻ დიადი჻ გლახაკთა჻ გასაცემელი: უნდოდა჻ თუმცა჻ ეშოვნა჻ ლახვარი჻ დასაცემელი:

1979. ტაგრუცსა჻ მიჯდა჻ მოსთქმიდა჻ ჴმითა჻ მით჻ შვენიერითა: იგლეჯდა჻ თეთრსა჻ თმა჻ წვერსა჻ გაჰყრის჻ ბროლისა჻ ჭერითა: იძახდა჻ მაღლა჻ ვაგლახსა჻ ტირილით჻ არ჻ სიმღერითა: მართ჻ წმინდად჻ გაგლეჯილიყო჻ ერთობ჻ თმითა჻ და჻ წვერითა:

1980. თქვნა჻ მეტად჻ კარგი჻ სიტყვანი჻ ფილასოფოსთა჻ ცნობასა: რომე჻ ჴორჴითა჻ იტყოდა჻ მსგავსი჻ დავითის჻ ძნობითა: მე჻ გლახ჻ ვით჻ მოთქვა჻ სიკეთე჻ თქუენისა჻ ცხენოსნობისა: ან჻ ვით჻ მოვთვალო჻ მოკლული჻ თქუენისა჻ მშვილდოსნობისა:

1981. რაზმთა჻ მფრეწელნო჻ ყოველთა჻ მებრძოლთა჻ თქუენთა჻ მძლეველნო: კულავ჻ ასპარეზად჻ ტურფანო჻ თქუენთავე჻ სწორთა჻ მძლეველნო: თქუენ჻ კაცის჻ ძებნა჻ უბრძანოთ჻ უცხონო჻ შესამძლეველნო: აწ჻ ჩემის჻ ცხელის჻ ცრემლის჻ დენითა჻ ჴამს჻ ვითა჻ გაუძლეველნო:

1982. თქუენებრ჻ ტახტსა჻ ვის჻ დაჯდების჻ ვინ჻ მოჰკაზმავს჻ სრასა჻ სრულად: ან჻ ნადიმსა჻ ვინ჻ განათლდეს჻ მზე჻ უკლებლად჻ ჯავარსრულად: ვითამც჻ დავრჩი჻ მე჻ უთქუენოდ჻ ვიგონებდე჻ ამას჻ რულად: აწ჻ ცოცხალი჻ მე჻ არ჻ ვიქნები჻ გაკიცხული჻ გაბასრულად:

1983. თინათინს჻ ნესტანდარეჯანს჻ ვით჻ მოეთქუნა჻ სინაზენი: ტანი჻ მჭევრი჻ ალვის჻ მორჩი჻ პირი჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენი: ბროლ჻ ბალახში჻ ლალ჻ გიშერი჻ მარგალიტთა჻ შენათხზენი: საუბარი჻ სიტყუა჻ ტკბილი჻ ვერ჻ მჭვრეტელთა჻ ამაზრზენი:

1984. ფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ოთხთავე჻ ორთა჻ და჻ ორთა჻ ტიროდა: მაღლად჻ იძახდა჻ ვაგლახსა჻ მართ჻ ვითა჻ ლომი჻ ყვიროდა: თქუენის჻ პირისა჻ ჯავარი჻ აღარა჻ ლალად჻ ჭუიროდა: იტყუის჻ თუ჻ მოვჰკუდე჻ რა჻ მგამა჻ რადგან჻ დამაგდე჻ გმირო჻ და:

1985. ნურადინ჻ ფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ორთავე჻ მისთა჻ ძმობილთა: სისხლისა჻ ცრემლთა჻ ადენდა჻ უკლებთა჻ დაუშრობილთა: უქო჻ სიუხვე჻ ჯავარსა჻ ძოწ჻ მარგალიტთა჻ წყობილთა: ავსებდა჻ სიბრალულითა჻ ყოველთა჻ მუნ჻ შესწრობილთა:

1986. თინათინ჻ ნესტანდარეჯანს჻ კულავე჻ მოთქვა჻ ბევრით჻ ბევრი: პირი჻ მზისა჻ უნათლესი჻ თმა჻ გიშერი჻ ვითა჻ ტევრი: აწ჻ ვაგლახ჻ მე჻ ვით჻ დამალეთ჻ შუქთა჻ სხივნი჻ თმისა჻ ტევრი: ჰაი჻ ჰაი჻ ჩემთუის჻ მოიწივნა჻ საშინელნი჻ მოსაწევრნი: