... (H-757), 1671 წ.

1909. ნესტდარეჯანის჻ წამწამთა჻ ბუქისა჻ ფიფქმან჻ დამმზრომმან მობრუნდა჻ ჰკითხეს჻ მზემ჻ მორჩმან჻ ტურფამან჻ ტანად჻ სარომან დაუყუნა჻ მისმან჻ ელვამან჻ ტარიელს჻ პირუმთვარომან ნუ჻ ივნებ჻ ლომო჻ ლომთაო჻ რა჻ ქნა჻ წყეულმან჻ ჟამდრომან

1910. ჯავრნი჻ ხუარაზმთა჻ ჩუენზედა჻ მით჻ გარეშემო჻ გუბია ჩუენზედა჻ სპანი჻ იხმარნა჻ რაცა჻ ალამი჻ უბია ვიომენ჻ ძმადფიცნი჻ არაბთათ჻ მათი჻ აბჯარი჻ სუბია ავთანდილს჻ ფრიდონს჻ სურვილი჻ ჰკლავს჻ ჩუენთვის჻ თუალთათ჻ გუბია

1911. ტარიელ჻ ორთა჻ სენთაგან჻ მეტადღა჻ დაჭმუნვებულმან მტერთაგან჻ ამოსწყვეტილმან჻ უსახოდ჻ შეჭირვებულმან არაბეთს჻ კაცი჻ გაგზავნა჻ მტირალმან჻ მიჭირვებულმან ავთანდილს჻ წურილად჻ აცნობა჻ უღუნოდ჻ დაჭირვებულმან

1912. რაცა჻ პირველ჻ სენი჻ სჭირდა჻ ყველა჻ წვრილად჻ მიუწერა მერმე჻ რაგვარ჻ ხვარაზმელთა჻ მათთვის჻ ძაძა჻ შეეწერა ვით჻ ერბივნეს჻ ვით჻ ეხოცნეს჻ ვით჻ ქალაქი჻ მოემტვერა ვით჻ სოფელი჻ მუხთალია჻ იგი჻ მეცა჻ დამემტერა

1913. გუერდსა჻ მიისუეს჻ მწერალი჻ მთქმელგამამრჩევი჻ ენათა ტარიელ჻ ნესტან჻ დარეჯან჻ ჴმატკბილი჻ მოუსმენათა რა჻ გაათავეს჻ წერითა჻ წიგნი჻ ჴელთ჻ მისცეს჻ მონათა წადით჻ მიართვით჻ ავთანდილს჻ ჩუენთვის჻ ცრემლ჻ დამადენეთა

1914. კულავ჻ ფრიდონისას჻ გაგზავნეს჻ სხუა჻ კაცი჻ ერთი჻ ნავითა მასცა჻ აცნობეს჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ საბრუნავითა სენთა჻ და჻ ხვარაზმელთაგან჻ ოდენ჻ ვარ჻ საფშვინევითა მტირალი჻ სისხლის჻ ცრემლითა჻ დამხობით჻ საკრინავითა

1915. აწ჻ ვითა჻ გუმართებს჻ გმირთა჻ და჻ ჩემთა჻ ფიცისა჻ ძმობილთა აგრე჻ გაფიცხდით჻ საშუელად჻ გაწუევთ჻ სასწრაფოდ჻ ჴმობილთა თქუენთა჻ ლაშქართა჻ იმედსა჻ ვართ჻ ქუისებრ჻ დაულბობილთა ომსა჻ ნაწუართთა჻ ჩაუქთა჻ მებრძოლთა჻ რაზმთა჻ წყობილთა

1916. არაბთ჻ მეფე჻ მორჭმულია჻ იყო჻ მცილე჻ მისი჻ ვინა იმღერა჻ და჻ იხარებდა჻ მოგოსნები჻ უსხდა჻ წინა ჩანგთა჻ ჰკრიან჻ აწყობდიან჻ პირმთუარენი჻ ვართ჻ და჻ მინა გავიდის჻ და჻ ნადირობდის჻ კულა჻ მობრუნდეს჻ იყუის჻ შინა

1917. იბურთეს჻ და჻ ითამაშეს჻ და჻ თინათინს჻ თანა჻ დაჯდის ეს჻ სოფელი჻ იამოვნის჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდის ყელსა჻ ბროლსა჻ შუენებანი჻ მას჻ ელვანი჻ გარ჻ უვარდის ერთგან჻ სხდიან჻ ტახტსა჻ ზედან჻ მათ჻ ბაგეთათ჻ ვარდი჻ ვარდის

1918. სმაჭამა჻ და჻ ნადიმობა჻ მსგეფსსა჻ ერთსა჻ გაისუენა ელვამან჻ და჻ შუენებამა჻ მათმან჻ ერთსა჻ დააშვენა მომღერალთა჻ მათ჻ წინაშე჻ არაოდეს჻ მოასვენა მე჻ ვერ჻ ვიტყვი჻ რაცა჻ სჭირდა჻ ბევრი჻ უნდა჻ ქებად჻ ენა

1919. რა჻ გარდაჴდა჻ გამოვიდა჻ ჟამი჻ რამე჻ ღამე჻ დღენი მოციქული჻ შარას჻ გრძელსა჻ მოამოკლებს჻ ირჩევს჻ ცხენი გაგზავნილნი჻ რა჻ მივიდეს჻ ნახეს჻ მორჩი჻ ალვის჻ ხენი რა჻ ავთანდილს჻ მოახსენეს჻ ატირდა჻ და჻ უთქუნა჻ ზნენი

1920. კულავე჻ ჰკადრეს჻ თქუენ჻ მორჭმულნო჻ და჻ აქებდეს჻ ჴელმწიფესა მოახსენეს჻ დიდებულო჻ შენ჻ ტურფაი჻ მაღლად჻ მხედსა შენ჻ გაქუს჻ ყოვლი჻ დიდებანი჻ მორჭმულსა჻ და჻ კარგად჻ მქნესა ხუარაზმელთა჻ ჰინდოთ჻ ზედა჻ ჰკლვიდა჻ სევდა჻ ტარიელსა

1921. რა჻ ავთანდილს჻ ფრიდონს჻ ესმა჻ ჰინდოთ჻ ესე჻ საწყინარი გულსა჻ ასრე჻ ლახურად჻ ეცა჻ მართ჻ დაესო჻ აწვე჻ ნარი თქუეს჻ გავხედით჻ საწუთროსა჻ არას჻ კარგასა჻ მოუბნარი აქანამდის჻ მხიარულნი჻ ვტირთ჻ აღარას჻ მოცინარი

1922. ავთანდილ჻ სულთქვამს჻ ოხვრიდა჻ მოჰქონდა჻ ტარიელობა მასთანა჻ ყველა჻ სწორ჻ იყუის჻ დგომა჻ გაჭრა჻ და჻ ხელობა უკუირდა჻ მკლავთა჻ დადრეკა჻ უსახროდ჻ მათი჻ ქუელობა სჭირს჻ და჻ სოფელი჻ არ჻ იკლებს჻ გულს჻ ლახუარი჻ მჭრელობა

1923. მართ჻ ავთანდილს჻ ვით჻ ეწყინა჻ ვინმცა჻ ჰკადრა჻ ვინ჻ არ჻ ღირსნი ყუელა჻ წურილად჻ მოიკითხა჻ ვით჻ ნაქმარნი჻ ხუარაზმისნი უბრძანა჻ და჻ შემოხადნა჻ დიდებულნი჻ სპანი჻ მისნი აწ჻ ტარიელს჻ ვმსახუროთო჻ ვართ჻ მონანი჻ ყმათა჻ ყმისნი

1924. თუითო჻ კაცი჻ ერთმანერთსა჻ გაუგზავნეს჻ არ჻ დავსწბეთა ჰინდოთა჻ და჻ ტარიელის჻ საქმისათუის჻ გუინდა჻ ფეთა პაემანი჻ შეუკვეთეს჻ დროთა჻ ხანთა჻ არ჻ დავსცდეთა ერთმანერთის჻ შუელისა჻ და჻ ნახუისათუის჻ მოსწრაფეთა

1925. აწ჻ ავთანდილ჻ ფრიდონს჻ კაცი჻ გაუგზავნა჻ გაემართნეს ოცდათ჻ დღე჻ შიგ჻ შეიყარნეს჻ იარაღნი჻ მოიმართნეს მუნ჻ დროშანი჻ ვერ჻ დათუალენ჻ რომე჻ იმათ჻ აემართნეს მათ჻ ორთავე჻ ჴელმწიფეთა჻ პირნი჻ მზეებრ჻ იწაღმართნეს

1926. მათ჻ ორთავე჻ ჴელმწიფეთა჻ სრულად჻ მათთა჻ სამეფოთა აქიმები჻ დაარჩივეს჻ თემთა჻ კარგთა჻ სამყოფოთა წამოვიდეს჻ რაზმწყობილნი჻ გზათა჻ ლევენ჻ სასწრაფოთა მოისმენდით჻ ჴმათა჻ მათთა჻ საბუკტაბლაკ჻ სადაფოთა

1927. ჰინდოეთს჻ მივლენ჻ ნავითა჻ გამართეს჻ სამუნაოთა სრულნი჻ აბჯრითა჻ მოსილნი჻ ხუარაზმშის჻ საბრუნაოთა სწრაფით჻ დალევენ჻ შარათა჻ წყალთა჻ და჻ მათ჻ უნაოთა ხუარაზმს჻ დასთრიან჻ საფლავთა჻ სატირლად჻ საზრუნაოთა

1928. წავიდეს჻ რაზმი჻ დააწყეს჻ გზანი჻ იარნეს჻ რებითა მისძახდეს჻ ომასა჻ მაღალსა჻ საყუირქოსტაბლაკებითა ზღუის჻ პირს჻ მივიდეს჻ დაჰკაზმეს჻ ნავები჻ კატარღებითა ჩასხდეს჻ გავიდეს჻ დრშათა჻ კარგითა჻ ალამებითა