... (H-2074), XVI-XVII სს.

1718. გაეხარნეს჻ მათ჻ ვაჭართა჻ ინდოეთით჻ მომავლობა჻ მაგრა჻ თავი჻ უმეცარ჻ ყვეს჻ არა჻ მისცეს჻ ყოლა჻ გრძნობა჻ უცხოურად჻ ეუბნების჻ მათ჻ ვერა჻ ცნეს჻ მათი჻ ცნობა჻ არ჻ ესმოდა჻ ჰინდოური჻ არაბულად჻ ყუეს჻ უბნობა჻

1719. უბრძანეს჻ გუითხარ჻ ვაჭარნო჻ ამბავი჻ ჰინდოეთისა჻ მათ჻ ჰკადრეს჻ ზეცით჻ მოსრულა჻ ჰინდოეთს჻ რისხუა჻ ზეცისა჻ დიდსა჻ და჻ წურილსა჻ ყუელასა჻ ცრემლი჻ სდის჻ მსგავსი჻ წუეთისა჻ მუნ჻ შიგან჻ მყოფსა჻ ბრძენსაცა჻ ცნობა჻ აქვს჻ ვითა჻ შეთისა჻

1720. თუით჻ მათვე჻ მათსა჻ ამბავსა჻ უამბობს჻ არის჻ წყლიანი჻ ფარსადან჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იყო჻ ჴელმწიფე჻ სუიანი჻ მას჻ ესვა჻ ქალი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზიანი჻ კბილმარგალიტი჻ ტანალვა჻ ღაწუბადახშ჻ ყორანთმიანი჻

1721. მას჻ ქალსა჻ და჻ ამირბარსა჻ ერთმანერთი჻ შეუყვარდა჻ ამირბარმან჻ სიძე჻ მოკლა჻ ჴმა჻ მეფესა჻ დაუვარდა჻ იგი჻ ქალი჻ პატარაი჻ მამის჻ დასა჻ გაეზარდა჻ ბუქთა჻ მისგან჻ მონაქროლთა჻ ჰინდოეთი჻ გარდაჰქარდა჻

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს჻

1722. მამიდაი჻ ქაჯი჻ იყო჻ გრძნეულობა჻ იცის჻ კარგა჻ მით჻ შემართა჻ საშინელი჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დაუკარგა჻ თუითცა჻ მოკუდა჻ უბედური჻ მართ჻ საცოცხლოდ჻ არად჻ ვარგა჻ იგი჻ ქალი჻ დაიკარგა჻ ალვა჻ მორჩი჻ სხუაგან჻ დარგა჻

1723. ცნა჻ ამირბარმან჻ წავიდა჻ ლომი჻ მის჻ მზისა჻ მძებნელად჻ იგიცა჻ წაჴდა჻ ჰინდოეთს჻ გაჴდა჻ მთუარე჻ და჻ მზე჻ ბნელად჻ ორნივე჻ წაჴდეს჻ პოვნაღა჻ მათი჻ არს჻ აწ჻ საგებნელად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ჰე჻ ღ~თო჻ რად჻ ცეცხლსა჻ მომიდებ჻ ნელად჻

1724. მეფე჻ გაშმაგდა჻ მათისა჻ უღონოქმნილი჻ ძებნისა჻ ვად჻ შეიცვალა჻ ჰინდოეთს჻ ჴმა჻ წინწილისა჻ ებნისა჻ ცოტასა჻ ხანსა჻ გავეძლო჻ დება჻ საჴმილთა჻ გზნებისა჻ აწ჻ თუითცა჻ მოკუდა჻ შეექნა჻ ბოლო჻ სრისა჻ და჻ ტკებნისა჻

1725. რა჻ ვაჭარმან჻ ესე჻ სიტყუა჻ თქუა჻ საქმენი჻ გააკულადნა჻ ქალმან჻ დიდნი჻ დაიკივლნა჻ ფიცხლა჻ თავსა჻ მოიჴადნა჻ ტარიელცა჻ დაიზახნა჻ დაფარულნი჻ გააცხადნა჻ ნარგისთაგან჻ ნაწუიმარი჻ ღუარი჻ ადგა჻ თოვლი჻ გადნა჻

1726. მომკალ჻ ქალსა჻ თავ჻ მოჴდილსა჻ თუ჻ მზე჻ ვითა჻ ეურჩოსა჻ სული჻ ვარდსა჻ დავამსგავსე჻ თავშიშველი჻ ყაყაჩოსა჻ თუ჻ ბრძენიცა჻ მაქებარი჻ მისი჻ იჴმობს჻ ვირებ჻ ჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ ტყუბი჻ მარგალიტი჻ ზის჻ ბროლისა჻ ჴარჴანჩოსა჻

1727. ქალი჻ საბრალოდ჻ მამასა჻ სტირს჻ ბულბულისა჻ მსგავსია჻ თმა჻ გაიგლიჯა჻ გაყარა჻ ღაწუი჻ ცრემლითა჻ ავსია჻ ვარდი჻ შექნილა჻ ზაფრანად჻ ლალი჻ მართ჻ ვითა჻ მხავსია჻ მზესა჻ ღრუბელი჻ ეფარვის჻ ამად჻ ნათელი჻ დავსია჻

1728. იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ზახილით჻ ტირს჻ სიტყუა჻ ჴაფი჻ უარე჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ ჩამოსდის჻ გარე჻ უარე჻ მოვჰჴეო჻ შენთუის჻ მამაო჻ შვილი჻ ყოველთა჻ უარე჻ ვერა჻ გმსახურე჻ ასულმან჻ ვერცა჻ რა჻ შეგაგუარე჻

1729. ჩემთუის჻ ბნელქმნილო჻ მამაო჻ ნათელო჻ თუალთა჻ ჩემთაო჻ ჩემთა჻ რა჻ გაცნევს჻ ამბავსა჻ გულისა჻ მონაცემთაო჻ მზეო჻ რად჻ ღა჻ გაქუს჻ სინათლე჻ რადღა჻ ანათობ჻ თემთაო჻ რად჻ არ჻ დაიქეც჻ ქვეყანავ჻ რადღა჻ ჰმართიხარ჻ ზე჻ მთაო჻

1730. ტარიელ჻ მოსთქუამს჻ გამზრდელო჻ ჰაი჻ ჰაი჻ რა჻ საქმე჻ მსმენია჻ მიკუირს჻ თუ჻ მზეღა჻ რად჻ ჰნათობს჻ რად჻ არა჻ დაუჩენია჻ მზე჻ მოჰკუე჻ ყოვლთა჻ სულდგმულთა჻ სოფელი჻ აღარ჻ შენია჻ ღმერთსა჻ მოჰმადლე჻ შემინდევ჻ რაცა჻ შენ჻ ჩემგან჻ გწყენია჻

1731. მაშინ჻ გაჰჴდეს჻ ყუელაკანი჻ მტირალად჻ და჻ ცრემლთა჻ მღურელად჻ დიდი჻ ხანი჻ მოიტირეს჻ თავისთავის჻ გაუყრელად჻ ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ტირან჻ გულსადაგად჻ არ჻ თუ჻ ჭრელად჻ მაგრა჻ ექმნნეს჻ სულსა჻ მღებელ჻ კათოლიკოს჻ მაწყუერელად჻

1732. ზე჻ ადგეს჻ და჻ მოახსენეს჻ ჰე჻ მნათობნო჻ ცისა჻ მზენო჻ დასთმეთ჻ გული჻ დაიწყნარეთ჻ ქენით჻ რაცა჻ მოგახსენო჻ იგი჻ ღ~თნ჻ გაამაღლა჻ ვითა჻ ორბი჻ მისნო჻ ფრთენო჻ აქ჻ ყოფნა჻ არა჻ გუმართებს჻ არცაღა჻ გუცალს჻ გლოვად჻ ჩუენო჻

1733. მადლი჻ უბრძანეს჻ აწუივნეს჻ ქუე჻ დასხეს჻ ზე჻ ადგომილნი჻ მუნვე჻ დგეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ პირსა჻ ფერჰაერ჻ კრთომილნი჻ გაკუირვებულნი჻ საბრალოდ჻ მართ჻ ვერას჻ ვერ჻ მიხდომილნი჻ ებრძანა჻ ძმაო჻ რა჻ გიკუირს჻ ჩუენ჻ იგი჻ ვართ჻ წაჴდომილნი჻

1734. კულა჻ უბრძანებდეს჻ გუიამბეთ჻ ამბავი჻ დანარჩომია჻ მათ჻ მოახსენეს჻ პატრონო჻ ჰინდოეთს჻ დიდი჻ ომია჻ მოსულა჻ ხათა჻ ლაშქარი჻ ქალაქსა჻ შემოსდგომია჻ რამაზ჻ არს჻ ვინმე჻ ჴელმწიფე჻ მათად჻ პატრონად჻ მჯდომია჻

1735. ჯერთ჻ დედოფალი჻ ცოცხალა჻ მკუდართაგან჻ უფრო჻ მკუდარია჻ იბრძუის჻ ლაშქარი჻ ჰინდოთა჻ თუც჻ იმედ჻ გარდამწყდარია჻ გარეთ჻ ციხენი჻ წაუხვმან჻ ყუელაი჻ გარდამჴდარია჻ მზეო჻ თქუენ჻ შუქნი჻ მიჰფინეთ჻ ჰაი჻ რა჻ ავი჻ დარია჻

1736. მუნა჻ მყოფსა჻ ყუელაკასა჻ შეეკერა჻ ჩუენცა჻ შავი჻ რამაზს჻ წინა჻ გამოვედით჻ მისრულად჻ ვთქვით჻ ჩვენი჻ თავი჻ მეფე჻ ჩუენი჻ დიდი჻ არის჻ მათ჻ ეწადა჻ მისი჻ ზავი჻ გამოგუიშვა჻ წაედითო჻ არა჻ გუიყო჻ ყოლა჻ ავი჻