... (H-2074), XVI-XVII სს.

1699. უცებნი჻ მოსრნის჻ მცოდნელთა჻ ცოდნამან჻ ჴელოვნებამან჻ ვეჭუ჻ მოქცეს჻ თქუენცა჻ დაღრეჯა჻ ჩემმან჻ რასაცა჻ ვნებამან჻ წავიდე჻ ავი჻ არ჻ მიყოს჻ მე჻ აქა჻ დაყოვნებამან჻ ადრე჻ კულა჻ გნახნე჻ მორჭმულნი჻ ინებოს჻ ღ~თისა჻ ნებამან჻

1700. როსტევანს჻ ეთქუა჻ მეფეო჻ რად჻ ხართ჻ რასაცა჻ რიდითა჻ რაცა჻ გიჯობდეს჻ იქმოდით჻ გასჭურეტდით჻ გაიცდიდითა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წამოგყუეს჻ წადით჻ ლაშქრითა჻ დიდითა჻ თქუენთა჻ მტერთა჻ და჻ ორგულთა჻ დაჰფრეწდით჻ დაცასჭრიდითა჻

1701. ავთანდილ჻ უთხრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყუები჻ ორები჻ მან჻ უთხრა჻ გაე჻ ნუ჻ უბნობ჻ შეცევ჻ ბროლისა჻ ყორები჻ ახალ჻ შეყრილსა჻ მთუარესა჻ მზეო჻ ვით჻ მოეშორები჻ ავთანდილ჻ უთხრა჻ მაგითა჻ შენგან჻ არ჻ მოვიღორები჻

1702. არ჻ დია჻ გინდა჻ დამაგდო჻ წახვიდე჻ ჩემად჻ მზრახავად჻ ცოლი჻ უყუარსო჻ გამწირა»჻ იყო჻ ამისად჻ მსახავად჻ მე჻ დავრჩე჻ შენი჻ გაყრილი჻ თავისა჻ მე჻ ვაგლახავად჻ კაცსა჻ მოყურისა჻ გაწირვა჻ ახ჻ მოუჴდების჻ ახ჻ ავად჻

1703. ტარიელს჻ უგავს჻ სიცილი჻ ბროლისა჻ ვარდთათ჻ ფრქუევასა჻ უბრძანა჻ ვიტყუი჻ უშენოდ჻ შენისა჻ უფრო჻ მე჻ ვასა჻ რადგან჻ გწადიან჻ წამომყევ჻ დამწამებ჻ ნურას჻ თნევასა჻ ავთანდილ჻ ბრძანებს჻ ლაშქართა჻ ყოვლგნით჻ მის჻ თანა჻ წუევსა჻

1704. შეყარნა჻ სპანი჻ არაბეთს჻ აღარა჻ ხანსა჻ ზმულია჻ კაცი჻ ოთხმოცი჻ ათასი჻ ყუელაი჻ დაკაზმულია჻ კაცსა჻ და჻ ცხენსა჻ ემოსა჻ აბჯარი჻ ხუარაზმულია჻ არაბთა჻ მეფე჻ მათითა჻ გაყრითა჻ ნაღველჭმულია჻

1705. ერთმანერთისა჻ გაყრილნი჻ ქალნი჻ ორნივე჻ დობილნი჻ ერთმანერთისა჻ დადფიცნი჻ სიტყუისა჻ გამონდობილნი჻ მკერდითა჻ მკერდსა჻ შეკრულნი჻ ყელისა჻ გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს჻ მათთა჻ მჭურეტელთა჻ გულნიცა჻ ესხნეს჻ წდობილნი჻

1706. მთუარე჻ ცისკრისა჻ ნიავსა჻ რა჻ თანა჻ შეესწოროსა჻ ორნივე჻ სწორად჻ ნათობენ჻ მოშორდეს჻ მოეშოროსა჻ არა჻ თუ჻ იგი჻ მოშორდეს჻ მართ჻ ცამან჻ მოაშოროსა჻ მათად჻ საჭურეტლად჻ მჭურეტელმან჻ ჴამს჻ თავი჻ იქედგოროსა჻

1707. მათთავე჻ სახედ჻ რომელსა჻ ესენი჻ დაუბადიან჻ იგივე჻ გაჰყრის჻ სიშორე჻ არა჻ თუ჻ ნებით჻ სწადიან჻ ვარდსა჻ წებვენ჻ და჻ აპობენ჻ ტირან჻ და჻ ცრემლნი჻ ჩასდიან჻ მათთა჻ გამყრელთა჻ ყუელთა჻ სიცოცხლე჻ არ჻ იქადიან჻

1708. ნესტანდარეჯან჻ თქუა჻ ნეტამც჻ ყოლე჻ არ჻ შემოგცნებოდი჻ მზისა჻ გამყრელი჻ გაყრითა჻ აწ჻ ასრე჻ არ჻ დავდნებოდი჻ ამბავსა჻ სცნევდი჻ მაცნევდი჻ წიგნითა჻ მეუბნებოდი჻ ვითა჻ მე჻ შენთუის჻ დამწუარვარ჻ აგრე჻ შენ჻ ჩემთუის჻ ჰბნდებოდი჻

1709. თინათინ჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ შენთა჻ მჭურეტელთა჻ ლხინებო჻ რადმცა჻ გაგწირე჻ თუ჻ ვითა჻ გაყრასა჻ მოვითმინებო჻ ღ~თისაგან჻ დღეთა჻ თხოვისა჻ ნაცულად჻ სიკუდილი჻ ვინებო჻ აგრემცა჻ მივი჻ რაზომსა჻ მე჻ ცრემლსა჻ დავიდინებო჻

1710. კულა჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ გაიყარნეს჻ იგი჻ ქალნი჻ ქუე჻ დამდგომმან჻ წამავალსა჻ ვერ჻ მოსწყვიტნა჻ ყოლა჻ თვალნი჻ იგი჻ იჭურეტს჻ უკუღმავე჻ ედებოდეს჻ ამით჻ ალნი჻ რომე჻ მწადდეს჻ ვერ჻ დავწერენ჻ მე჻ სიტყუანი჻ ნაათალნი჻

1711. როსტან჻ მათითა჻ გაყრითა჻ ხელთაგან჻ უფრო჻ ხელდების჻ ათასჯერ჻ იტყუის჻ ვაგლახსა჻ არ჻ სულთქმა჻ უერთხელდების჻ ცხელი჻ სდის჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მართ჻ ვითა჻ ქუაბი჻ ცხელდების჻ ტარიელ჻ არის჻ დაღრეჯით჻ ფიფქი჻ ნასდების჻ თხელდების჻

1712. ტარიელს჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ მეფე჻ ხუევნით჻ და჻ კოცებით჻ იტყუის჻ თუ჻ თქუენი჻ სიახლე჻ მიჩს჻ აქამდისცა჻ ოცებით჻ რადგან჻ მოგშორდი჻ დავრჩები჻ პატიჟთა჻ გაასოცებით჻ შენგან჻ მოგუეცა჻ სიცოცხლე჻ შენგანვე჻ დავიჴოცებით჻

1713. ტარიელ჻ შეჯდა჻ მეფისა჻ გამყრელი჻ გამომსალამე჻ სრულად჻ ლაშქართა჻ სდიოდა჻ ცრემლი჻ მინდორთა჻ სალამე჻ მზე჻ შენ჻ გელმისო჻ საომრად჻ და჻ თავი჻ შენ჻ მას჻ ალამე჻ უბრძანა჻ თქუენთუის჻ მტირალსა჻ ყოლა჻ არ჻ მიჩნდეს჻ სალა჻ მე჻

1714. გაემართნეს჻ და჻ წავიდეს჻ დია჻ სპითა჻ და჻ ბარგითა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ თავითა჻ მეტად჻ კარგითა჻ კაცი჻ ორმოცი჻ ათასი჻ ჰყუა჻ ცხენებითა჻ ვარგითა჻ მივლენ჻ სამნივე჻ გულითა჻ ერთმანერთისა჻ მარგითა჻

1715. სამ჻ თუე჻ ვლეს჻ ღ~თსა჻ მათებრ჻ სხუა჻ ნურა჻ ნუ჻ დაჰბადოსა჻ მოეგებნიან჻ მტერობა჻ ვერავინ჻ დაიქადოსა჻ მინდორსა჻ შიგან჻ სადილად჻ გარდაჴდეს჻ უდელადოსა჻ ვითა჻ მართებდათ჻ პურობდეს჻ ღუინოსა჻ სუმიდეს჻ არ჻ დოსა჻

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა჻

1716. ქედსა჻ ზედა჻ გარდამოდგა჻ მეტად჻ დიდი჻ ქარავანი჻ კაცები჻ და჻ საჴედრები჻ ერთობ჻ იყო჻ შაოსანი჻ გარეშემო჻ მოეკვეცნეს჻ უკანამო჻ დალალანი჻ მეფე჻ ბრძანებს჻ მოასხითო჻ ჩუენ჻ დავყოვნოთ჻ აქა჻ ხანი჻

1717. მოასხნეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ და჻ მათი჻ უხუცესია჻ უბრძანეს჻ ვინ჻ ხართ჻ შავითა჻ რად჻ ტანნი჻ შეგიბლესია჻ მათ჻ მოახსენესსით჻ მოვალთ჻ იქ჻ ასრე჻ დანაწესია჻ ჰინდოეთს჻ ნისრით჻ მოსრულთა჻ გუივლია჻ გზა჻ უგრძესია჻