... (H-2074), XVI-XVII სს.

1601. ვინ჻ ღირს჻ ა჻ თქუენგან჻ ეგზომსა჻ ტირილსა჻ შეჭირვებასა჻ თქუენთვის჻ სიკუდილი჻ დია჻ სჯობს჻ მიწათა჻ ზედა჻ რებასა჻ კულა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ მეფესა჻ ნურათ჻ იქთ჻ გამწარებასა჻ ღ~თიმცა჻ მუქფად჻ მოგიზღავს჻ ათასსა჻ გახარებასა჻

1602. ავთანდილცა჻ მიუმტკივნა჻ იტყუის჻ დიდსა჻ სიმძიმილსა჻ მათ჻ შეასხეს჻ ქება჻ უთხრეს჻ თავნი჻ მივსცნეთ჻ აწ჻ ღიმილსა჻ რადგან჻ მიხუდა჻ დაკარგული჻ ლომი჻ მზესა჻ წაჴდომილსა჻ აღარა჻ ვსტირთ჻ სატირალსა჻ აღარ჻ დავსდებთ჻ თუალთა჻ მილსა჻

1603. მივიდეს჻ სადა჻ ქალაქი჻ დიდი჻ მულღაზანზარია჻ სცემდეს჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ გაჴდა჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ დაბდაბისა჻ და჻ ქოსისა჻ ჴმა჻ ტურფად჻ შენათხზარია჻ მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ დააგდეს჻ მუნ჻ ბაზარია჻

1604. შუკათათ჻ მოდგნეს჻ ვაჭარნი჻ ყოვლგნით჻ მჭურეტელთა჻ ჯარია჻ შორს჻ უარებდეს჻ სრაანგნი჻ ჴელთა჻ აქუ჻ მათ჻ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს჻ ჯალაბნი჻ სარანგთა჻ დამსაჯარია჻ მათად჻ საჭურეტლად჻ მიშვება჻ მუნ჻ მათგან჻ ნააჯარია჻

1605. გადახდეს჻ დაფრიდონისსა჻ სრა჻ ნახეს჻ მოსაწონები჻ გამოეგება჻ მრავალი჻ ოქროს჻ სარტყლითა჻ მონები჻ ფერჴთა჻ საფენლად჻ ოქსინო჻ მართ჻ მათგან჻ არს჻ ნაქონები჻ თავსა჻ აყრიდეს჻ ოქროსა჻ ხუეტს჻ ჯარი჻ მუნ჻ ნარონები჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1606. მათ჻ ქალყმათათუის჻ საჯდომი჻ დაედგა჻ თეთრძოწეული჻ წითელყუითლითა჻ თუალითა჻ ზედა჻ კეკლუცად჻ ფრქვეული჻ ავთანდილისთუის჻ ყუითელი჻ და჻ შავი჻ ერთგან჻ რეული჻ მოვიდეს჻ დასხდეს჻ მჭურეტელი჻ ვცან჻ მათი჻ სულდალეული჻

1607. მგოსანნი჻ მოდგეს჻ ისმოდა჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ტკბილისა჻ ქორწილი჻ ქნეს჻ და჻ გამრავლდა჻ ძღუნობა჻ ლარისა჻ ლბილისა჻ ფრიდონის჻ პურად჻ კარგისა჻ არ჻ მასპინძლისა჻ წბილისა჻ ნესტანდარეჯანს჻ უშუენის჻ ღიმილი჻ ჩენა჻ კბილისა჻

1608. მოიღეს჻ ძღუენი჻ უსახო჻ ფრიდონის჻ არალქატისა჻ ცხრა჻ მარგალიტი჻ სიდიდით჻ მართ჻ ვითა჻ კუერცხი჻ ბატისა჻ კულა჻ ერთი჻ თუალი჻ სამსგავსო჻ მზისა჻ შუქმონამატისა჻ მას჻ წინა჻ ღამით჻ ძალედვის჻ მხატვარსა჻ ხატვა჻ ხატისა჻

1609. კულა჻ უძღუნა჻ თუითო჻ ფარღულიგარდასაყრელი჻ ყელისა჻ მრგვლად჻ დათლილისა჻ თუალისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა჻ კულა჻ მოაქვ჻ ერთი჻ ტაბაკი჻ მძლედ჻ საჭირავი჻ ჴელისა჻ ავთანდილისთუის჻ ლომისა჻ ძღუენი჻ ფრიდონის჻ ქველისა჻

1610. იგი჻ ტაბაკი჻ სავსეა჻ მარგალიტითა჻ სხუილითა჻ ავთანდილს჻ უძღუნა჻ ყუელაი჻ არა჻ სიტყუითა჻ წბილითა჻ აივსო჻ სახლი჻ სტვირითა჻ და჻ ოქსინოთა჻ ლბილითა჻ ტარიელ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ლაღმან჻ სიტყუითა჻ ტკბილითა჻

1611. ფრიდონისგან჻ უსაზომო჻ ქორწილია჻ დღესა჻ რვასა჻ ყოვლთა჻ დღეთა჻ მიართმიდეს჻ უფასოსა჻ ძღუენსა჻ მზასა჻ დღე჻ და჻ ღამე჻ არ჻ გასწყუედდის჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ხმასა჻ აჰა჻ მიხუდეს჻ შესაფერნი჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა჻

1612. ტარიელ჻ ფრიდონს჻ უბრძანა჻ დღეერთ჻ სიტყუები჻ გულისა჻ არს჻ გული჻ თქუენი჻ საჩემო჻ უფროსი჻ ძმისა჻ სრულისა჻ არ჻ გემუქფების჻ სიცოცხლე჻ არცა჻ მოცემა჻ სულისა჻ მე჻ თქუენგან჻ ვჰპოვე჻ მოკუდავმან჻ ჩემი჻ წამალი჻ წყლულისა჻

1613. ავთანდილისგან჻ შენც჻ იცი჻ ჩემთუის჻ თავისა჻ დადება჻ აწ჻ მე჻ მაქუ჻ ნაცვლად჻ მისისა჻ მოჴმარებისა჻ წადება჻ შენ჻ მიდი჻ ჰკითხე჻ რა჻ უნდა჻ მან჻ ქნას჻ ამისი჻ ცხადება჻ ვითა჻ დამივსო჻ საჴმილი჻ ეგრე჻ მისიცა჻ კმა჻ დება჻

1614. უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გარდიჴდის჻ შენგან჻ ჩემსა჻ ჭირნახულსა჻ ღ~თი჻ მოგცემს჻ წყალობასა჻ მისგან჻ ზეცით჻ შესახულსა჻ თუ჻ ვერა჻ ვიქ჻ საწადელსა჻ შენსა჻ შენთუის჻ გაზრახულსა჻ არა჻ ვნახავ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ არ჻ დარბაზსა჻ არცა჻ ხულსა჻

1615. აწ჻ მითხარ჻ ჩემგან჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ რით჻ მოგეჴმარები჻ ვარჩევ჻ წავიდეთ჻ არაბეთს჻ იყავ჻ ჩემიცა჻ მარები჻ ტკბილი჻ სიტყუითა჻ გავმართოთ჻ და჻ ჴრმლითა჻ საომარები჻ თუ჻ შენ჻ შენს჻ ცოლსა჻ არ჻ შეგრთავ჻ მე჻ ჩემსა჻ არ჻ ვექმარები჻

1616. რა჻ ფრიდონ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ მას჻ გაეცინნეს჻ გაღიმდა჻ ჰშვენოდა჻ მხიარულობა჻ თქუა჻ თუ჻ მეშველი჻ რად჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა჻ ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ სჭირს჻ ლხინ჻ ნაკლულობა჻

1617. ჩემი჻ მზე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ ღ~თისა჻ ნებითა჻ საკრძალავი჻ და჻ უკადრი჻ ლაღი჻ არვისგან჻ ვნებითა჻ არცა჻ რა჻ უმძიმს჻ ქაჯთაგან჻ არცა჻ გრძნეულთა჻ გრძნებითა჻ მას჻ ზედა჻ შუელა჻ რად჻ მინდა჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებითა჻

1618. რა჻ მოვა჻ ჩემთუის჻ განგება჻ ზეცით჻ მოსრულნი჻ ზენანი჻ ღ~თი჻ იწადებს჻ მომივლენ჻ გულის჻ საჴმილთა჻ ლხენანი჻ მაშინღა჻ მომხუდენ჻ მოკუდავსა჻ მზისა჻ ელვათა჻ ფენანი჻ უმისჟამისოდ჻ ცუდია჻ ჩემგან჻ მიდამო჻ რბენანი჻

1619. მიდი჻ და჻ ჰკადრე჻ ტარიელს჻ პასუხი჻ ჩემგან჻ თხრობილი჻ მადლი჻ რად჻ უნდა჻ მეფეო჻ ხარ჻ რაზომ჻ გინდა჻ ლმობილი჻ ვარ჻ მუცლითგანვე჻ დედისა჻ თქუენად჻ სამონოდ჻ შობილი჻ ღ~თნ჻ მუნამდის჻ მიწა჻ მყოს჻ ვირ჻ მეფე჻ იყო჻ ცნობილი჻