... (H-2074), XVI-XVII სს.

1659. ტარიელცა჻ თაყუანი჻ სცა჻ მივა჻ კოცნად჻ სასალამოდ჻ მეფე჻ ყელსა჻ აკოცებდა჻ მართ჻ ბაგისა჻ დასაჰამოდ჻ გაკუირვებით჻ ეუბნების჻ არის჻ მისგან჻ სათამამოდ჻ შენ჻ მზე჻ ხარო჻ შენი჻ გაყრა჻ არის჻ დღისა჻ შესაღამოდ჻

1660. გაეკვირვა჻ მეფე჻ მისსა჻ თუალადობა჻ სიტურფესა჻ პირსა჻ უჭურეტს჻ გაკუირვებით჻ უქებს჻ მკლავთა჻ სიალფესა჻ კულა჻ ფრიდონცა჻ უსალამა჻ თაყუანი჻ სცა჻ მან჻ მეფესა჻ მას჻ მეფესა჻ ავთანდილის჻ ნახუისათუის჻ მოსწრაფესა჻

1661. მეფე჻ ტარიას჻ ქებასა჻ დაჰკრთების჻ დაეღონების჻ ტარიელ჻ ეტყუის჻ მეფეო჻ აწ჻ გული჻ შენ჻ გემონების჻ მიკუირს჻ თუ჻ ეგრე჻ სიკეთე჻ თქუენ჻ ჩემი჻ რად჻ გეგონების჻ რადგან჻ ავთანდილ჻ შენია჻ სხუა჻ რად჻ ვინ჻ მოგეწონების჻

1662. ნუ჻ გიკუირს჻ მისი჻ ვერ჻ ნახუა჻ და჻ დაყოვნება჻ ხანისა჻ მოდი჻ და჻ დავსხდეთ჻ მეფეო჻ ამოა჻ კორდი჻ მწუანისა჻ გკადრო჻ მიზეზი჻ მისისა჻ თქუენს჻ წინა჻ ვერ჻ მოტანისა჻ ვეაჯ჻ რასმე჻ აწ჻ მმართებს჻ მოთხოვა჻ მე჻ ფარმანისა჻

1663. დასხდეს჻ მეფენი჻ მოადგა჻ გარე჻ სიმრავლე჻ რაზმისა჻ ტარიელს჻ პირსა჻ ციმციმი჻ ათქს჻ უნათლესი჻ ბაზმისა჻ ჭურეტა჻ ახელებს჻ მჭურეტელთა჻ ყოფა჻ ქცევისა჻ და჻ ზმისა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ მეფესა჻ სიტყუისა჻ ბრძნად჻ ნაკაზმისა჻

1664. მეფეო჻ თავი჻ მემცრობის჻ მე჻ მისად჻ მოსახსენებლად჻ მაგრა჻ მოსრული჻ თქუენს჻ წინა჻ ვარ჻ შემოხუეწლად჻ ქენებლად჻ თუით჻ იგი჻ იაჯს჻ რომელი჻ ჩანს჻ მზეებრ჻ შუქთა჻ მფენებლად჻ ვინ჻ არის჻ ჩემად჻ სინათლედ჻ და჻ ჩემად჻ გამათენებლად჻

1665. აწ჻ ამას჻ გკადრებთ჻ ორნივე჻ ხუეწით჻ და჻ შემუდარებით჻ ავთანდილ჻ დამდვა჻ წამალი჻ მისგან჻ თავისა჻ დადებით჻ დაჰვიწყდეს჻ რომე჻ პატიჟნი჻ სჭირდეს჻ ჩუენთავე჻ დარებით჻ არ჻ გაწყენ჻ გრძელი჻ ამბავი჻ არს჻ ჩუენგან჻ მიუმხვდარებით჻

1666. თქუენთა჻ უყვარს჻ ერთმანერთი჻ ქალი჻ მას჻ და჻ იგი჻ ქალსა჻ მით჻ ვიგონებ჻ საბრალოსა჻ მტირალსა჻ და჻ ფერნამკრთალსა჻ მუჴლმოყრილი჻ გიაჯები჻ ნუღარ჻ აწვევ჻ იმათ჻ ალსა჻ რომე჻ მისცეთ჻ ქალი჻ შენი჻ მკლავმაგარსა჻ გულფიქალსა჻

1667. ამის჻ მეტსა჻ არას჻ გკადრებ჻ არ჻ მოკლესა჻ არცა჻ გრძელსა჻ ამოიღო჻ ჴელმანდილი჻ მოინასკუა჻ იგი჻ ყელსა჻ ადგა჻ მუჴლნი჻ მიუყარნა჻ იაჯების჻ ვითა჻ მზრდელსა჻ გაუკუირდა჻ ყოვლსა჻ კაცსა჻ მის჻ ამბისა჻ მომსმენელსა჻

1668. რა჻ ტარიელ჻ მუჴლმოყრილი჻ ნახა჻ მეფე჻ შეუზარდა჻ შორს჻ უკუდგა჻ თაყუანისსცა჻ ქუე჻ მიწამდის჻ დაუვარდა჻ მოახსენა჻ ჴელმწიფეო჻ ლხინი჻ ყოვლი჻ გაუქარდა჻ თქუენმან჻ აგრე჻ სიმდაბლემან჻ ნახუა჻ თქუენი჻ ჩამადარდა჻

1669. ვით჻ ეგების჻ რაცა჻ გწადდეს჻ რომე჻ კაცი჻ არ჻ მოგთმინდეს჻ ანუ჻ მშურდეს჻ ქალი჻ ჩემი჻ საკლავად჻ და჻ ტყვედცა჻ გინდეს჻ გებრძანამცა჻ სახლით჻ თქუენით჻ ცრემლი჻ არცა჻ მაშინ჻ მდინდეს჻ სხვა჻ მისებრი჻ ვერა჻ პოვოს჻ ცათამდისცა჻ გაცაფრინდეს჻

1670. მე჻ სიძესა჻ ავთანდილის჻ უკეთესსა჻ ვჰპოვებ჻ ვერა჻ თუით჻ მეფობა჻ ქალსა჻ ჩემსა჻ მივეც჻ აქვს჻ და჻ მას჻ ეფერა჻ ვარდი჻ ახლად჻ იფურჩნების჻ მე჻ ყუავილი჻ დამებერა჻ რამცა჻ ვჰკადრე჻ შეცილება჻ რასაც჻ ოდენ჻ იგი჻ ჯერა჻

1671. თუ჻ შეგერთო჻ ერთი჻ მონა჻ თქუენთვის჻ არცა჻ მაშინ჻ მშურდა჻ ვინმცა჻ გკადრა჻ შეცილება჻ უშმაგომცა჻ ვით჻ მოგმდურდა჻ თუ჻ ავთანდილ჻ არ჻ მიყუარდა჻ ასრე჻ მისთუის჻ რად჻ მომსურდა჻ დია჻ ღ~თოწინაშე჻ ვარ჻ ესე჻ ჩემგან჻ დადასტურდა჻

1672. რა჻ ტარიელ჻ მეფისაგან჻ ესე჻ სიტყუა჻ მოისმინა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყვანა჻ პირსა჻ ზედან჻ დაეფინა჻ კულა჻ მეფემან჻ თაყუანისცა჻ წამორევლო჻ წადგა჻ წინა჻ ერთმანერთი჻ მოიმადლეს჻ მათ჻ ერთსაცა჻ არ჻ ეწყინა჻

1673. ტარიელ჻ ფრიდონ჻ გაგზავნა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყვანელად჻ შესთუალა჻ მოდი჻ გიბრძანებს჻ იგი჻ შენ჻ ვისად჻ სჩანს჻ ელად჻ ჭირნი჻ გარდახდეს჻ მოგაკლდა჻ ცრემლი჻ ღაწუისა჻ მბანელად჻ ნუღარ჻ ეშიშვი჻ საჴმილსა჻ შენი჻ დამწველია჻ ნელად჻

1674. ფრიდონ჻ შეჯდა჻ ავთანდილის჻ მახარობლად჻ გაექანა჻ ჻ ესდენ჻ დიდი჻ სიხარული჻ გაეხარნენ჻ მასმცა჻ განა჻ ჻ წავიდა჻ და჻ წამოუძღუა჻ მოიყუანა჻ მოჰყუა჻ თანა჻ მაგრა჻ ირცხუის჻ მეფისაგან჻ შუქი჻ ბნელად჻ მოევანა჻

1675. მეფე჻ ადგა჻ მოეგება჻ ყმა჻ გარდაჴდა჻ რა჻ მივიდა჻ ხელთა჻ ჰქონდა჻ ჴელმანდილი჻ პირსა჻ მითა჻ იფარვიდა჻ მზე჻ ღრუბელსა჻ მოჰფარვოდა჻ ქუშდებოდა჻ ვარდსა჻ ზრვიდა჻ მაგრა჻ მისსა჻ შუენებასა჻ რამცა჻ ვითა჻ დაფარვიდა჻

1676. მეფე჻ კოცნასა჻ ჰლამობდა჻ აღარა჻ ცრემლნი჻ სდენიან჻ ავთანდილ჻ ფერჴთა჻ ეხუევის჻ შუქნი჻ ქუე჻ დაუფენიან჻ უბრძანა჻ ადეგ჻ ნუ჻ ირცხუი჻ შენ჻ ზნენი჻ გამოგჩენიან჻ რადგან჻ მერჩიო჻ ნუ჻ მერცხუი჻ გაე჻ რასაღა჻ გრცხუენიან჻

1677. მოეხუია჻ გარდაჰკოცნა჻ მან჻ პირისა჻ არემარე჻ დამივსეო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მაგრა჻ წყალი჻ არე჻ მარე჻ ვინ჻ გიშერი჻ დააჯოგა჻ და჻ წამწმისა჻ არემა჻ რე჻ გუალე჻ შეგყრი჻ ლომო჻ მზესა჻ თავი჻ მისკენ჻ არე჻ მარე჻

1678. მეფე჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ მას჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა჻ ახლოს჻ უზის჻ ეუბნების჻ აკოცებს჻ და჻ უჭვრეტს჻ პირსა჻ იგი჻ მზეა჻ ჴელმწიფობა჻ ასრე჻ მიხუდა჻ ვითა჻ ღირსა჻ მაშინღაა჻ ლხინი჻ ამო჻ არის჻ რა჻ გარდიჴდის჻ კაცი჻ ჭირსა჻