... (H-2074), XVI-XVII სს.

1620. გებრძანა჻ შეყრა჻ მწადიან჻ საყუარელისა჻ შენისა჻ ეგე჻ არს჻ მგზავსი჻ გულისა჻ ლმობიერისა჻ თქუენისა჻ მუნა჻ მე჻ ჴრმალი჻ არ჻ მიკუეთს჻ არცა჻ სივრცელე჻ ენისა჻ მიჯობს჻ მოლოდნა჻ საქმისა჻ მის჻ განგებისა჻ ზენისა჻

1621. ესეა჻ ჩემი჻ საწადი჻ და჻ ჩემი჻ მოსანდომარე჻ ინდოეთს჻ გნახო჻ მორჭმული჻ საჯდომთა჻ ზედა჻ მჯდომარე჻ გუერდსავე჻ გიჯდეს჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომარე჻ მებრძოლნი჻ თქუენნი჻ მოგესრნეს჻ არვინ჻ ჩნდეს჻ მუნ჻ მეომარე჻

1622. რა჻ გამისრულდენ჻ ესენი჻ ჩემნი჻ გულისა჻ ნებანი჻ მაშინღა჻ მივალ჻ არაბეთს჻ მომხუდენ჻ მის჻ მზისა჻ ხლებანი჻ ოდისცა჻ სწადდეს჻ დამივსნეს჻ ამა჻ ცეცხლისა჻ დებანი჻ სხუად჻ თქუენგან჻ არა჻ არ჻ მინდა჻ მძულან჻ ცუდნიღა჻ თნებანი»჻

1623. რა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყუანი჻ ყმისანი჻ მან჻ ბრძანა჻ მაგას჻ არა჻ ვიქ჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ მისანი჻ ვითა჻ მან჻ პოვნა჻ მიზეზნი჻ ჩემისა჻ სულთა჻ დგმისანი჻ ეგრევე჻ მანცა჻ სამისოდ჻ ნახნეს჻ ძალგულნი჻ ძმისანი჻

1624. მიდი჻ უთხარ჻ ჩემაგიერ჻ სიტყუა჻ ჩემგან჻ არ჻ ნათნები჻ მე჻ შენისა჻ გამზრდელისა჻ უნახავად჻ არ჻ დავდგები჻ ვეჭუ჻ მრავალი჻ დამეჴოცოს჻ მონა჻ მისგან჻ საყუარლები჻ ვითხოვ჻ ხოლო჻ შენდობასა჻ ეგეთივე჻ მოვბრუნდები»჻

1625. ესე჻ უთხარ჻ ამის჻ მეტსა჻ ჰმოციქულობ჻ ნურას჻ ნუო჻ ხუალე჻ წასლვა჻ არ჻ დავშალო჻ არცა჻ საქმე჻ გავათუო჻ მე჻ არ჻ მიზამს჻ არაბთ჻ მეფე჻ რომე჻ სიტყუა჻ გავაცრუო჻ ამოდ჻ ვსთხოვო჻ ქალი჻ მისი჻ შევეხვეწო჻ შევაგუო»჻

1626. უამბო჻ ფრიდონ჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ არ჻ დადგებისო჻ ცუდია჻ შენგან჻ ცდისაღა჻ თქმულობა჻ მას჻ დაუმძიმდა჻ მოედვა჻ კულა჻ გულსა჻ კუამლალმულობა჻ ასრე჻ ჴამს჻ რიდი჻ მეფეთა჻ ყმათაგან჻ მოკრძალულობა჻

1627. ავთანდილ჻ მივა჻ მუჴლმოყრით჻ ტარიას჻ შესახუეწელად჻ ფერხთა჻ ეხუევის჻ აკოცებსაღარ჻ შეხედავს჻ ზე჻ წელად჻ ეტყუის჻ კმა჻ რაცა჻ შევსცოდე჻ როსტანს჻ წლეულად჻ მე჻ წელად჻ კულა჻ ნუ჻ მიქ჻ ერთგულობისა჻ გამტეხლად჻ დაცამლეწელად჻

1628. რასაცა჻ ჰლამი჻ არ჻ მოგცემს჻ მას჻ ღ~თისა჻ სამართალია჻ გამზრდელსა჻ ჩემსა჻ ვით჻ ვჰკადრო჻ მე჻ საქმე჻ სამუხთალია჻ მე჻ მისთუის჻ ჴელი჻ ვით჻ გავსძრა჻ ვინ჻ ჩემთუის჻ ფერნამკრთალია჻ ვით჻ მოიჴმაროს჻ მონამან჻ პატრონსა჻ ზედა჻ ჴრმალია჻

1629. ეგე჻ საქმე჻ მე჻ და჻ ჩემსა჻ საყუარელსა჻ შეგუამდურვებს჻ ვაი჻ თუ჻ გაწყრეს჻ გაგულისდეს჻ კუშტი჻ გულსა჻ შეაურვებს჻ ამბავსაცა჻ დამიძვირებს჻ ჭურეტისათვის჻ მომასურვებს჻ შენდობასა჻ ჴორციელი჻ კაცი჻ ვერა჻ დამიურვებს჻

1630. ტარიელ჻ უთხრა჻ სიცილით჻ მან჻ მზემან჻ შუქნაფენამან჻ ჴელი჻ მოჰკიდა჻ ავთანდილს჻ აჰმართა჻ ააყენა჻ მან჻ მიყოო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მომართებამან჻ შენამან჻ მაგრა჻ სჯობს჻ შენცა჻ გალხინოს჻ ჩემმან჻ შენითა჻ ლხენამან჻

1631. დია჻ მძულს჻ მეტი჻ მოყვრისა჻ შიში჻ კრძალვა჻ და჻ რიდობა჻ მძულს჻ გაუწყვედლად჻ კუშტობა჻ და჻ სულმძიმობა჻ დიდობა჻ თუ჻ მოყუარეა჻ გულისა჻ ქნას჻ ჩემკენ჻ მონაზიდობა჻ თუარა჻ მე჻ ჩემდა჻ იგ჻ მისდა჻ დია჻ სჯობს჻ კიდის჻ კიდობა჻

1632. მე჻ ვიცი჻ გული჻ საშენოდ჻ შენისა჻ საყუარელისა჻ არ჻ ეწყინების჻ სტუმრობა჻ შენისა჻ მე჻ შემყრელისა჻ რადმცა჻ რა჻ ვჰკადრე჻ მეფესა჻ თხრობა჻ რასაცა჻ ჭრელისა჻ ოდენ჻ ნახუისა჻ მათისა჻ ნატრა჻ მაქუს჻ სანატრელისა჻

1633. ამას჻ ოდენ჻ მოვახსენებ჻ მუდარით჻ და჻ შეპოვნებით჻ რომე჻ მოგცეს჻ ქალი჻ მისი჻ მან჻ მისითა჻ მოგონებით჻ რადგან჻ ბოლო჻ შეყრავეა჻ სიშორესა჻ ვით჻ ეთნებით჻ დააშუენეთ჻ ერთმანერთი჻ თავისთავის჻ ნუ჻ დასჭკნებით჻

1634. რა჻ ავთანდილ჻ ტარიასგან჻ ცნა჻ წასლვასა჻ არ჻ დაშლიდა჻ არა჻ ჰკადრა჻ შეცილება჻ საუბარსა჻ ზედა჻ ჰრთვიდა჻ ფრიდონ჻ კაცსა჻ დარჩეულსა჻ სათანაოდ჻ გარდასთულიდა჻ თანა჻ წაჰყუა჻ განაღამცა჻ მას჻ თანავე჻ გზასა჻ ვლიდა჻

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ჻

1635. ამ჻ საქმესა჻ დაფარულსა჻ ბრძენ჻ დიონოს჻ გააცხადებს჻ ღ~თი჻ კარგსა჻ მოავლინებს჻ და჻ ბოროტსა჻ არ჻ დაბადებს჻ ავსა჻ წამერთ჻ შეამოკლებს჻ კარგსა჻ ხანგრძლად჻ გააკულადებს჻ თავსა჻ მისსა჻ უკეთესსა჻ უზადო჻ ჰყოფს჻ არ჻ აზადებს჻

1636. ფრიდონისით჻ გაემართნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ მზენი჻ თანა჻ მიჰყავს჻ პირი჻ მზისა჻ ქალი჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენი჻ ჰკიდავს჻ ბროლსა჻ ყორნის჻ ბოლო჻ დაწყობილი჻ დანათხზენი჻ მუნ჻ ბადახშსა჻ აშუენებდეს჻ სინატიფე჻ სინაზენი჻

1637. იგი჻ მზე჻ უჯდა჻ კუბოსა჻ და჻ აგრე჻ არონინებდეს჻ მინადირობდეს჻ ნადირსა჻ მუნ჻ სისხლსა჻ დაადინებდეს჻ სადაცა჻ დახუდეს჻ ქუეყანა჻ მჭურეტელთა჻ მოალხინებდეს჻ მოეგებნიან჻ სძღუნობდიან჻ აქებდეს჻ არ჻ აგინებდეს჻

1638. მას჻ ჰგუანდეს჻ თუმცა჻ სამყაროს჻ მზე჻ უჯდა჻ შუა჻ მთუარეთა჻ იარნეს჻ დღენი჻ მრავალნი჻ ლაღთა჻ ბრძნად჻ მოუბარეთა჻ შიგან჻ მათ჻ დიდთა჻ მინდორთა჻ ყოვლგნით჻ კაც჻ მიუმცვდარეთა჻ სად჻ ყოფილ჻ იყო჻ ტარიელ჻ მიხუდეს჻ მის჻ კლდისა჻ არეთა჻