... (H-2074), XVI-XVII სს.

1796. როსტანისთუის჻ წაატანა჻ ძღუნად჻ ტურფა჻ ჯუბაჩები჻ კულა჻ ჭურჭელი჻ თუალთა჻ თლილთა჻ არ჻ კოვზები჻ არ჻ ჩამჩები჻ ჩემაგიერ჻ მიუტანე჻ წაო჻ ნურას჻ მეურჩები჻ ავთანდილ჻ თქუა჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ უშენოდ჻ ვით჻ დავრჩები჻

1797. ქალსა჻ ქალმან჻ გაუგზავნა჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ რომე჻ ჩაცმა჻ დაბურვასა჻ ვინ჻ ღირს჻ იყო჻ მათგან჻ კიდე჻ ერთი჻ თუალი჻ წამღებელმან჻ ვერა჻ თქუას჻ თუ჻ ცუდად჻ ვზიდე჻ ჻ ღამე჻ მზეებრ჻ გაანათლოს჻ ჩნდის჻ სადაცა჻ შეხედვიდე჻

1798. ავთანდილ჻ შეჯდა჻ წავიდა჻ ტარიას჻ გაესალამა჻ იგი჻ ორნივე჻ გაყრისა჻ დაწუნა჻ ცეხლისა჻ ალამა჻ სრულად჻ ჰინდონი჻ მისტირან჻ ცრემლმან჻ მინდორი჻ დალამა჻ ავთანდილ჻ იტყუის჻ მომკლაო჻ სოფლისა჻ მე჻ სამსალამა჻

1799. ერთგან჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ იარნეს჻ დღენი჻ მცირენი჻ გზამან჻ გაჰყარნა჻ წავიდეს჻ თავისთავ჻ ანატირენი჻ კარგად჻ მოუჴდეს჻ მათ჻ მათნი჻ საქმენი჻ დანაპირენი჻ ავთანდილ჻ მიჰჴდა჻ არაბეთს჻ ნახნა჻ არ჻ ცუდნი჻ ჭირენი჻

1800. გამოეგებნეს჻ არაბნი჻ სამეფო჻ დააშვენა჻ მან჻ ნახა჻ მზე჻ მისი჻ მირიდა჻ მისთა჻ სურვილთა჻ წყენამან჻ მის჻ თანა჻ ტახტსა჻ დავეჯდა჻ ილხინა჻ მჭურეტთა჻ ლხენამან჻ გააჴელმწიფა჻ გუირგუინი჻ ზეცით჻ მოსრულმან჻ ზენამან჻

1801. მათ჻ სამთავე჻ ჴელმწიფეთა჻ ერთმანერთი჻ არა჻ სძულდეს჻ ერთმანერთსა჻ ნახვიდიან჻ საწადელნი჻ გაუსრულდეს჻ ბრძანებისა჻ შემცილენი჻ მათთა჻ ჴრმალთა჻ დავეწყლულდეს჻ მოიმატნეს჻ სამეფონი჻ გაჴელმწიფდეს჻ გამორჭმულდეს჻

1802. ფრიდონცა჻ ესუა჻ მოყუარედ჻ მათ჻ წინა჻ მიიყუანიან჻ ერთმანერთისა჻ მეშუელთა჻ მებრძოლნი჻ იმაჯანიან჻ მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ ააკუანიან჻ ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულნი჻ აგულვანიან჻

1803. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობასა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს჻ ობოლ჻ ქურივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს჻ ავის჻ მქმნელნი჻ დააშინნეს჻ კრავნი჻ ცხუართა჻ ვერა჻ სწოვდეს჻ შიგა჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს჻

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფის ცნობა და შიგა ჩამოდგომა჻

1804. საწუთროო჻ უხანაო჻ სიმუხთლისა჻ სენი჻ გჭირსა჻ უწინ჻ ცათა჻ აყუანილსა჻ ჩააგდებვე჻ დიდსა჻ ჭირსა჻ გააყუითლებ჻ ქარვის჻ ფერად჻ პირველ჻ ლალსა჻ განაჭვირსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ ვერა჻ ნახავს჻ ხანგრძლად჻ შენგან჻ დანაჭირსა჻

1805. ესე჻ ამბავი჻ ნარჩომი჻ მათ჻ ლომთა჻ მორჭმით჻ მგონეთა჻ გალექსვა჻ აკლდა჻ ხუარაზმთა჻ მეტად჻ ვერ჻ მოვიგონეთა჻ ძნელია჻ პოვნა჻ გული჻ ჰკრთა჻ დავვარდი჻ დავეღონეთა჻ კულავე჻ ვთქუით჻ ლექსი჻ გავმერთე჻ მოსმენით჻ გაიგონეთა჻

1806. აწ჻ გონიერნო჻ სიტყუანი჻ თქუენ჻ ჩემნი჻ შეიწყნარენით჻ ძუელნი჻ ნარჩმნი჻ ამბავნი჻ ლექსად჻ ვთქუენ჻ გაიხარენით჻ სარგის჻ დაურჩა჻ უთქმელად჻ მას჻ ესე჻ დავაბარენით჻ ლექსნი჻ მიქენით჻ ამისთუის჻ ენანი჻ მომახმარენით჻

1807. მორჭმულია჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ მასზედ჻ მტერნი჻ არ჻ აბუქნა჻ ჻ მით჻ მჭურეტელთა჻ დაადნობდა჻ მოყუარულთა჻ დაუშუქნა჻ აწ჻ გაიღეთ჻ მაედანსა჻ ბარგი჻ მძიმე჻ არ჻ სუბუქნა჻ კარავნი჻ და჻ კულა჻ ოთაღნი჻ ხატაურნი჻ ვინმცა჻ უქნა჻

1808. ბრძანებს჻ წავალ჻ მოსასუენოდ჻ მოვიარო჻ მე჻ მინდორი჻ მრავლად჻ ახლავნ჻ ბაზიერნი჻ და჻ მწყაზარი჻ თეთრი჻ ქორი჻ სუნღული჻ და჻ შავარდნები჻ ბრუნვენ჻ მოჰყავს჻ ერთსა჻ ორი჻ ავაზები჻ გაუშვიან჻ დგიან჻ მჭურეტნი჻ იდგის჻ გორი჻

1809. მით჻ მიუთხრობს჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ჭირნი჻ ამფეხურეს჻ ნარონები჻ ლხინი჻ გუმართებს჻ აწ჻ მორჭმულთა჻ მოსურნალთ჻ მოსაწონები჻ ტახტსა჻ ზედა჻ ჯდა჻ წინა჻ უთქს჻ ოქროსარტყელთა჻ მონები჻ მუტრიბნი჻ და჻ მომღრალნი჻ თამაშობენ჻ მოგოსნები჻

1810. ილხენდა჻ და჻ თამაშობდა჻ წამწამთაგან჻ უქრის჻ ქარი჻ მას჻ ნადიმსა჻ მჯდომსა჻ თურემ჻ დაესოო჻ გულსა჻ ნარი჻ ჯალაბები჻ გაიყარეს჻ და჻ დააჴრჩუეს჻ მაგრა჻ კარი჻ მანდატურნი჻ გარ჻ უვლიდეს჻ ჩააყენეს჻ მჭურეტთა჻ ჯარი჻

1811. გრძლად჻ ავად჻ გახდა჻ ტარიელ჻ სენთაგან჻ მორჭმით჻ მპყრობელი჻ დიდი჻ ჰინდოთა჻ ჴელმწიფე჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი჻ ოთხ჻ წელ჻ წვა჻ ზედა჻ ლოგინთა჻ მრავალთა჻ სენთა჻ მშობელი჻ ვეღარ჻ ვნახეთ჻ მჴეცთა჻ სრვით჻ და჻ ვერცა჻ რაზმთა჻ მწობელი჻

1812. ესმა჻ ხუარაზშას჻ ამბავი჻ ესე჻ ჰინდოთა჻ სენისა჻ ვით჻ გაეხარნეს჻ რა჻ გკადრო჻ სიამე჻ მონახსენისა჻ ვაზირთა჻ უჴმნა჻ რჩევად჻ ზის჻ უბნობს჻ არ჻ ავ჻ ენისა჻ ბრძანებს჻ ვადინოთ჻ ჰინდოეთს჻ სისხლი჻ რუდ჻ მონადენისა჻

1813. მე჻ მასმია჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ტარიელ჻ წევს჻ ხანთა჻ დიდთა჻ ჻ აწ჻ ჩუენ჻ გუმართებს჻ სისხლთა჻ ძებნა჻ ნუ჻ ვამყოფებთ჻ დანამშვიდთა჻ ამოვსწყუიტნეთ჻ დავარბივნეთ჻ ვჴოცდეთ჻ ვსცემდეთ჻ ვითა჻ ჴიდთა჻ ჻ ათასთა჻ და჻ ბევრ჻ ათასთა჻ შევიქმოდეთ჻ მათთა჻ შვიდთა჻

1814. უტარიელოდ჻ ჰინდოთა჻ ლაშქარნი჻ ნურა჻ გგონია჻ იცით჻ თუ჻ რამაზს჻ რა჻ უყო჻ არად჻ არ჻ სავარგონია჻ პირველ჻ ბრძენთაგან჻ მრავალი჻ სიჯაბნე჻ გამიგონია჻ აწ჻ გუმართებს჻ მათი჻ მტერობა჻ ესე჻ მით჻ მომიგონია჻