... (H-2074), XVI-XVII სს.

1639. ტარიელ჻ ბრძანა჻ მე჻ მმართებს჻ დღეს჻ თქუენი჻ მასპინძელობა჻ მუნ჻ მივალ჻ სადა჻ ყოფილ჻ ვარ჻ მჭირდა჻ სადამდის჻ ხელობა჻ მუნ჻ გუიმასპინძლოს჻ ასმათმან჻ მას჻ უც჻ ჴორცისა჻ ჴმელობა჻ მე჻ რომე჻ გიძღუნი჻ ტურფათა჻ აქოთ჻ ლარისა჻ ჭრელობა჻

1640. მივიდეს჻ შიგან჻ გარდაჴდეს჻ ქუაბსა჻ მას჻ დიდთა჻ კლდეთასა჻ ასმათს჻ უც჻ ჴორცი჻ ირმისა჻ იქს჻ მასპინძლობაკვეთასა჻ ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ წასულასა჻ მათ჻ საქმეთასა჻ ღმერთსა჻ ჰმადლობდეს჻ შეცულასა჻ ლხინად჻ ჭირისა჻ დღეთასა჻

1641. მოიარეს჻ ქუაბოვანი჻ თამაშობდეს჻ მხიარულნი჻ პოვნეს჻ იგი჻ საჭურჭლენი჻ ტარიასგან჻ დაბეჭდულნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ დანათუალნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ შეგებულნი჻ არ჻ იტყუიან჻ თუ჻ არა჻ გვაქვსო჻ იგ჻ ამისთვის჻ გულნაკლულნი჻

1642. უბოძა჻ ტურფა჻ მრავალი჻ მათ჻ მათი჻ შესადარები჻ კულა჻ ფრიდონისნი჻ აავსნა჻ სპა჻ ჰყუა჻ თუ჻ სპასალარები჻ აივსო჻ კაცი჻ ყუელაი჻ მაშინ჻ მათ჻ თანა჻ ნარები჻ მაგრა჻ ძეს჻ რომე჻ საჭურჭლეჰგუანდა჻ კაცდაუკარები჻

1643. ფრიდონს჻ უთხრა჻ ვალი჻ შენი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების჻ მაგრა჻ თქმულა჻ კარგის჻ მქმნელი჻ კაცი჻ ბოლოდ჻ არ჻ წაჴდების»჻ აწ჻ საჭურჭლე჻ რაზომიცა჻ აქა჻ ძეს჻ და჻ ან჻ იდების჻ შენი჻ იყოს჻ ყუელაკაი჻ შენ჻ წაიღე჻ ვითა჻ გხუდების჻

1644. ფრიდონ჻ მდაბლად჻ თაყვანისცა჻ ჰკადრა჻ მადლი჻ მეტისმეტი჻ მე჻ მეფეო჻ რად჻ გგონივარ჻ უჭკუო჻ და჻ აგრე჻ რეტი჻ მტერი჻ ყოვლი჻ ჩალად჻ გიჩანს჻ ვინმცა჻ იყო჻ ვითა჻ კეტი჻ ჩემი჻ ლხინი჻ მუნამდის჻ ა჻ ვირე჻ ვიყო჻ შენი჻ მჭურეტი჻

1645. ფრიდონ჻ კაცნი჻ დააბრუნნა჻ მოსასხმელად჻ აქლემისად჻ სახლსა჻ მისსა჻ მისაღებლად჻ მის჻ ყუელასა჻ საჭურჭლისად჻ აწ჻ მუნითგან჻ გაემართნეს჻ არაბეთით჻ წავლად჻ გზისად჻ ავთანდილა჻ გალეული჻ შესაყრელად჻ მთუარე჻ მზისად჻

1646. მიხუდეს჻ არაბთა჻ საზღვარსა჻ რა჻ ვლეს჻ მრავალნი჻ ხანები჻ დახუდა჻ სოფლები჻ ციხები჻ ჴშირჴშირად჻ თანისთანები჻ მუნ჻ შიგა჻ მყოფსა჻ ემოსა჻ ტანსა჻ ლურჯი჻ და჻ მწუანები჻ ავთანდილისთუის჻ ყუელაი჻ ცრემლითა჻ არს჻ ნაბანები჻

1647. ავთანდილ჻ იცნეს჻ გაისმა჻ ჴმა჻ მათგან჻ სიხარულისა჻ ჻ დაიწყეს჻ ყოვლგნით჻ ლაშქართა჻ ქნა჻ მათკენ჻ სიარულისა჻ ჻ თაყუანისსცემდა჻ სიმრავლე჻ სპისა჻ პირმხიარულისა჻ ქალი჻ ნახიან჻ შუენება჻ თქუიან჻ არს჻ მზისა჻ სრულისა჻

1648. ტარიელ჻ კაცი჻ გაგზავნა჻ წინაშე჻ როსტან჻ მეფესა჻ შესთუალა჻ გკადრებ჻ მეფეო჻ სურვილთა჻ სიიეფესა჻ მე჻ მოვალ჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ დარბაზსა჻ თქუენსა჻ სეფესა჻ გიჩუენებ჻ ვარდსა჻ კოკობსა჻ უფრჭუნელსა჻ მოუკრეფესა჻

1649. მაშინ჻ თქუენ჻ ჩემი჻ გეწყინა჻ ნახვა჻ მიწისა჻ შენისა჻ ცდა჻ შეპყრობისა჻ ავი჻ ჰქმენ჻ შემოტეობა჻ ცხენისა჻ მე჻ შენთა჻ სპათა჻ ვაჩუენე჻ ნიშანი჻ რამე჻ წყენისა჻ დავჴოცე჻ მონა჻ მრავალი჻ მსახურნი჻ სრისა჻ თქუენისა჻

1650. აწ჻ ამად჻ მოვალ჻ წინაშე჻ დავყარენ჻ ჩემნი჻ გზანია჻ შემინდოთ჻ რაცა჻ შეგცოდე჻ ჰქნნეთ჻ გაწყრომისა჻ კმანია჻ ძღუენი჻ არა჻ მაქუს჻ გუმოწმობენ჻ ფრიდონ჻ და჻ მისნი჻ ყმანია჻ ოდენ჻ ძღუნად჻ თქუენი჻ ავთანდილ჻ მე჻ თქუენთვის჻ მომიტანია჻

1651. რა჻ მიუვიდა჻ მეფესა჻ მახარობელი჻ ჟამისა჻ ვით჻ გაეხარნეს჻ ვერ჻ იტყუის჻ ენა჻ ერთისა჻ წამისა჻ თინათინს჻ ღაწუთა჻ ემატა჻ ელვა჻ შუქისა჻ სამისა჻ ბროლსა჻ და჻ ლალსა჻ აშუენებს჻ მუნ჻ ჩრდილი჻ წარბწამწამისა჻

1652. ტაბლაკსა჻ ჰკრეს჻ და჻ გაისმა჻ ხმა჻ მაშინ჻ თქართქარებისა჻ ლაშქარნი჻ რბოდეს჻ მი჻ და჻ მო჻ ქნა჻ სწადდა჻ მათკენ჻ რებისა჻ დაიწყეს჻ მოსხმა჻ ცხენისა჻ მოღება჻ უნაგრებისა჻ შესხდა჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ მკლავფიცხელ჻ გულმაგრებისა჻

1653. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგებნეს჻ თავადნი჻ და჻ სრულად჻ სპანი჻ ვისცა჻ ესმის჻ მოვიდიან჻ მას჻ წინაშე჻ სხუაგნით჻ სხუანი჻ ყუელაკაი჻ ღმერთსა჻ ჰმადლობს჻ გაამაღლნეს჻ მათნი჻ ჴმანი჻ თქუეს჻ ბოროტსა჻ უმყოფოო჻ კეთილნია჻ შენთუის჻ მზანი჻

1654. რა჻ ერთმანერთი჻ აუჩნდა჻ მიგებულ჻ მოსაგებავთა჻ ავთანდილ჻ ეტყუის჻ ტარიელს჻ სიტყუათა჻ დანაზებავთა჻ აგერა჻ ხედავთ჻ მინდორთა჻ მტუერითა჻ შენაღებავთა჻ ამად჻ მედების჻ საჴუმილი჻ გულსა჻ ეცხელა჻ ებავთა჻

1655. ისია჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ და჻ თქუენდა჻ მოგებებულა჻ იქი჻ ვერ჻ მივალ჻ მრცხუენიან჻ გულსა჻ საჴუმილი჻ დებულა჻ ჩემად჻ არაკად჻ სულდგმული჻ კაცი჻ არ჻ გაწბილებულა჻ რასაცა჻ მიზამთ჻ თქუენ჻ იცით჻ ფრიდონ჻ თქუენადვე჻ ხლებულა჻

1656. ტარიელ჻ უთხრა჻ კარგსა჻ იქ჻ შენ჻ პატრონისა჻ კრძალვასა჻ აწ჻ დადეგ჻ იქი჻ ნუ჻ მიხუალ჻ იქმცა჻ უჩემოდ჻ ხალვასა჻ მე჻ მივალ჻ უთხრობ჻ მეფესა჻ შენგან჻ თავისა჻ მალვასა჻ ვეჭუ჻ ღ~თითა჻ ადრე჻ შეგყარო჻ მზესა჻ მას჻ ტანად჻ ალვასა჻

1657. მუნ჻ დადგა჻ ლომი჻ ავთანდილ჻ დაიდგა჻ მცირე჻ კარავი჻ ნესტანდარეჯან჻ მუნვე჻ დგას჻ იგია჻ მჭურეტთა჻ მზარავი჻ მისთა჻ წამწამთა჻ ნიავი჻ ქრის჻ ვითა჻ ქარი჻ არავი჻ წავიდა჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ მისრული჻ მიუპარავი჻

1658. ფრიდონ჻ წაჰყუა჻ გაღანამცა჻ გავლეს჻ ველი჻ დიდსა჻ ხანსა჻ ცნა჻ მეფემან჻ ტარიელა჻ მარტო჻ მოვა჻ მოხრის჻ ტანსა჻ გარდაჴდა჻ და჻ თაყუანი჻ სცა჻ მას჻ უკადრსა჻ ლომებრ჻ ჯანსა჻ სდებს჻ პატივსა჻ ჰინდოთ჻ მეფეს჻ მართ჻ მამისა჻ შესაგუანსა჻