... (H-2074), XVI-XVII სს.

2025. რაზმთა჻ მლეწელნო჻ ყოველთა჻ მებრძოლთა჻ თქუენთა჻ მძლეველნო჻ კულავ჻ ასპარეზად჻ ტურფანო჻ უსწოროდ჻ დამნაძლეველნო჻ თქუენ჻ ვისცა჻ შუელა჻ უბრძანით჻ უცხონო჻ შესაძლეველნო჻ აწ჻ ჩემთა჻ ცრემლთა჻ დენასა჻ ჴამს჻ თუ჻ ვით჻ გაუძლე჻ ველნო჻

2026. თქუენებრ჻ ტახტსა჻ ვის჻ დაჯდების჻ ვინ჻ მოჰკაზმავს჻ სრასა჻ სრულად჻ ან჻ ნადიმსა჻ ვინ჻ გარდიჴდის჻ ზნეუკლებსა჻ ჯავარსრულად჻ ვითამც჻ დავრჩი჻ მე჻ უთქუენოდ჻ ვიგონებდე჻ ამას჻ რულად჻ ცოცხალი჻ მე჻ არ჻ ვიქნები჻ გაკიცხული჻ გაბასრულად჻

2027. თინათინს჻ ნესტანდარეჯანს჻ ვით჻ მოეთქუნა჻ სინაზენი჻ ტანი჻ მჭევრი჻ ალვის჻ მორჩი჻ პირი჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენი჻ ბროლ჻ ბადახში჻ ლალ჻ გიშერი჻ მარგალიტთა჻ შენათხზენი჻ საუბარი჻ სიტყუა჻ ტკბილი჻ ვერ჻ მჭვრეტელთა჻ ამაზრზენი჻

2028. ფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ოთხთავე჻ ორთა჻ და჻ ორთა჻ ტიროდა჻ მაღლად჻ იზახდა჻ ვაგლახსა჻ მართ჻ ვითა჻ ლომი჻ ყუიროდა჻ თქუენის჻ პირისა჻ ჯავარი჻ აღარა჻ ლალად჻ ჭვიროდა჻ იტყუის჻ თუ჻ მოვჰკუდე჻ რა჻ მგამა჻ რადგან჻ დამაგდე჻ გმირო჻ და჻

2029. ნურადინფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ორთავე჻ მისთა჻ ძმობილთა჻ უქებს჻ სიუხვე჻ ჯავარსა჻ ძოწმარგალიტთა჻ წყობილთა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ადენდა჻ უკლებთა჻ დაუშრობილთა჻ ავსებდა჻ სიბრალულითა჻ ყოველთა჻ მუნ჻ შესწრობილთა჻

2030. თინათინ჻ ნესტანდარეჯანს჻ კულა჻ მოუთქუნა჻ სინაზეენი჻ პირი჻ მზისა჻ უნათლესი჻ თმა჻ გიშერი჻ ვითა჻ ტევრნი჻ აწ჻ ვაგლახ჻ მე჻ ვით჻ დამალეთ჻ შუქთა჻ სხივნი჻ ბევრის჻ ბევნი჻ ჰაი჻ ჰაი჻ ჩემთუის჻ მოიწივნა჻ საშინელნი჻ მოსაწევრნი჻

2031. ამისთანათა჻ სიტყუითა჻ გრძლად჻ და჻ გულმდუღრად჻ ტიროდა჻ მერმე჻ ადგა჻ და჻ ქუანიცა჻ ტიროდეს჻ ასრე჻ სულთქმიდა჻ ტაგრუცსა჻ გაესალამა჻ ტანსა჻ ძაძასა჻ იცმიდა჻ თავსა჻ ნაცარსა჻ იყრიდა჻ არა჻ გუირგუინსა჻ ირქმიდა჻

2032. გასრულდა჻ მათი჻ ამბავი჻ ვითა჻ სიზმარი჻ ღამისა჻ გარდაჴდეს჻ გავლეს჻ სოფელი჻ ნახეთ჻ სიმუხთლე჻ ჟამისა჻ ვის჻ გრძლად჻ ჰგონია჻ მისთუისცა჻ არის჻ ერთისა჻ წამისა჻ ვსწერ჻ ვინმე჻ მესხი჻ მელექსე჻ მე჻ რუსთველისად჻ ამისა჻

2033. ქართველთა჻ ღ~თისა჻ დავითის჻ ვის჻ მზე჻ მსახურებს჻ სარებლად჻ ესე჻ ამბავი჻ გავლექსე჻ მე჻ მათად჻ საკამათებლად჻ ვინ჻ არის჻ აღმოსავლეთით჻ დასავლეთს჻ ზართა჻ მარებლად჻ ორგულთა჻ მათთა჻ დამწველად჻ ერთგულთა჻ დამამაგრებლად჻

2034. მე჻ ვთქუი჻ ქება჻ თამარისა჻ და჻ ჴმელთა჻ შინა჻ მნათისა჻ ვთქუი჻ მათი჻ ქება჻ მიზეზად჻ მქონდა჻ ქებისა჻ მათისა჻ რომანულისა჻ თვალისა჻ მის჻ ბრილისა჻ და჻ სათისა჻ მემცა჻ ვით჻ მექო჻ ვერ჻ აქებს჻ ბრძენნი჻ თუ჻ შეკრბენ჻ ათისა჻

2035. დავითის჻ ქნანი჻ ვითა჻ ვთქუნე჻ სიჩალხე჻ სიხაფეთანი჻ ესე჻ ამბავნი჻ უცხონი჻ უცხოთა჻ ჴელმწიფეთანი჻ პირველ჻ ზნენი჻ და჻ საქმენი჻ ქებანი჻ მათ჻ მეფეთანი჻ ვჰპოვე჻ და჻ ლექსად჻ გარდავთქუენ჻ ამითა჻ ვილაყფეთანი჻

2036. ესე჻ ასეთი჻ სოფელი჻ არვისგან჻ მისანდობელი჻ წამია჻ კაცთა჻ თუალისა჻ და჻ წამწამისა჻ მსწრობელი჻ რასა჻ ვინ჻ ეძებთ჻ რას჻ აქნევთ჻ ბედია჻ მაყივნებელი჻ ვის჻ არ჻ შეუცვლის჻ კარგია჻ ორისავ჻ იყოს჻ მწყობელი჻

2037. ამირან჻ დარეჯანის჻ ძე჻ მოსეს჻ უქია჻ ხონელსა჻ აბდულმესია჻ შავთელსა჻ ლექსი჻ მას჻ უქეს჻ რომელსა჻ დილარგეთ჻ სარგის჻ თმოგველსა჻ მას჻ ენა჻ დაუშრომელსა჻ ტარიელ჻ მისსა჻ რუსთველსა჻ მისთუის჻ ცრემლ჻ შეუშრომელსა჻