... (H-2074), XVI-XVII სს.

1679. ყმა჻ მეფესა჻ მოაჴსენებს჻ მიკუირს჻ სხუასა჻ რად჻ რას჻ ბრძანებ჻ რად჻ არ჻ გინდა჻ ნახუა჻ მზისა჻ ანუ჻ რადღა჻ აგუიანებ჻ მიეგებვი჻ მხიარული჻ სახლსა჻ თქუენსა჻ მოიყვანებ჻ შემოიმოს჻ შუქთა჻ მისთა჻ ნათლად჻ გარე჻ მოივანებ჻

1680. ტარიელსცა჻ მოაჴსენა჻ შესხდეს჻ ქალსა჻ მიეგებნეს჻ მათ჻ სამთავე჻ გოლიათთა჻ მზისა჻ ფერად჻ ღაწუნი჻ ღებნეს჻ მიხუდეს჻ მათსა჻ საწადელსა჻ იგი჻ პოვეს჻ რაცა჻ ძებნეს჻ ჴელი჻ ჰჴადეს჻ ჴრმალთა჻ მათთა჻ არა჻ ცუდად჻ წელთა჻ ებნეს჻

1681. მეფემან჻ ქალს჻ უსალამა჻ მან჻ შორით჻ გარდაჴდომილმან჻ დაუყუნა჻ თუალნი჻ ელვამან჻ მისთა჻ ღაწუთაგან჻ კრთომილმან჻ გამოეგება჻ აკოცა჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომილმან჻ დაუწყო჻ ქება჻ მეფემან჻ თუით჻ ვერას჻ ვერმიხვდომილმან჻

1682. ეტყუის჻ მზეო჻ ვითა჻ გაქო჻ ნათელო჻ და჻ დარიანო჻ შენთუის჻ ხელნი჻ გონებანი჻ არა჻ ცუდად჻ არიანო჻ მზიანო჻ და჻ მთუარიანო჻ ეტლად჻ რაო჻ და჻ რიანო჻ თქუენ჻ საჭურეტლად჻ აღარ჻ მინდით჻ არ჻ ვარდნო჻ და჻ არ჻ იანო჻

1683. გაჰკუირდეს჻ ყოვლნი჻ მხედველნი჻ მისთა჻ ელვათა჻ ფენასა჻ ვით჻ მზემან჻ დაყუნა჻ მჭურეტელთა჻ თუალნი჻ ნათლისა჻ ჩენასა჻ მისგან჻ დამწუარნი჻ მისცნიან჻ გულნი჻ ჭურეტითა჻ ლხენასა჻ ჻ სითცა჻ გამოჩნდის჻ იქმოდეს჻ ჯარნი჻ მუნითკენ჻ რბენასა჻

1684. შინა჻ წავიდეს჻ ყოველნი჻ შინა჻ თავისა჻ დარებად჻ ჰქონდეს჻ შუიდნივე჻ მნათობნი჻ მის჻ მზისა჻ დასადარებად჻ არ჻ მიიხდომვის჻ სიტურფე჻ არს჻ მათგან჻ მიუხუდარებად჻ ადრე჻ მივიდეს჻ მეფისა჻ სახლად჻ სამყოფად჻ არებად჻

1685. შევიდეს჻ ნახეს჻ თინათინ჻ მჭურეტთა჻ მიმცემი჻ ჭირისა჻ სკიპტროსან჻ გვირგვინოსანსა჻ ჰშუენოდა჻ ცმა჻ პორფირისა჻ მისრულთა჻ პირსა჻ შეადგა჻ ელვა჻ მისისა჻ პირისა჻ შევიდა჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იგი჻ მზე჻ მგზავსი჻ გმირისა჻

1686. ტარიელ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ ქალსა჻ მდაბლად჻ უსალამეს჻ მოეგებნეს჻ აკოცეს჻ და჻ საუბარი჻ დააჰამეს჻ იგი჻ სახლი჻ გაანათლეს჻ არ჻ ნათელი჻ შეაღამეს჻ ბროლ჻ ბადახში჻ გააღაწუეს჻ და჻ გიშერი჻ აწამწამეს჻

1687. თინათინ჻ ზედა჻ აწუივა჻ ტახტსა჻ მეფეთა჻ ზეთასა჻ ტარიელ჻ უთხრა჻ შენ჻ დაჯე჻ სწადიან჻ ბრჭესა჻ ბრჭეთასა჻ დღეს჻ ტახტი჻ შენი჻ შენ჻ გმართებს჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა჻ მე჻ ლომი჻ ლომთა჻ დაგისვა჻ გუერდსა჻ შენ჻ მზესა჻ მზეთასა჻

1688. ორთავე჻ ჴელი჻ მოჰკიდეს჻ და჻ დასვეს჻ ტახტსა჻ თავისსა჻ გუერდსა჻ დაუსვეს჻ ავთანდილ჻ სურვილსა჻ მოეკლა჻ ვისსა჻ უნახავსა჻ და჻ ნახულსა჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სანახავისსა჻ ნუ჻ ეჭუ჻ მიჯნურად჻ მათებრსა჻ ნუცა჻ თუ჻ რამინს჻ და჻ ვისსა჻

1689. ქალსა჻ შესწბა჻ გაუკვირდა჻ ავთანდილის჻ გუერდსა჻ ჯდომა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გაუფიცხა჻ შე჻ და჻ გამო჻ გულმან჻ კრთომა჻ მეფე჻ ეტყუის჻ შვილო჻ ჩემგან჻ გაქუ჻ სირცხუილი჻ თუ჻ რა჻ ზომა჻ ბრძენთა჻ უთქუამს჻ სიყუარული჻ ბოლოდ჻ მისი჻ არ჻ წახდომა჻

1690. აწ჻ შვილო჻ ღ~თნ჻ თქუენ჻ მოგცეს჻ ათას჻ წელ჻ დღეთა჻ გრძელობა჻ სუე჻ სუიანობა჻ დიდობა჻ კულა჻ ჭირთა჻ გარდუხდელობა჻ ცამცა჻ ნუ჻ შეგცულის჻ მოგხუდების჻ თუით჻ მისებრ჻ შეუცვლელობა჻ თქუენით჻ ჴელითა჻ მეღირსოს჻ მიწათა჻ შემომყრელობა჻

1691. მართ჻ მეფემან჻ სპათა჻ ბრძანა჻ ავთანდილის჻ თაყუანება჻ ესეაო჻ მეფე჻ თქუენი჻ ასრე჻ იქუნა჻ ღ~თისა჻ ნება჻ დღეს჻ ამას჻ აქუს჻ ტახტი჻ ჩემი჻ მე჻ სიბერე჻ ვითა჻ სნება჻ ჩემად჻ სწორად჻ ჰმსახურებდით჻ დაიჭირეთ჻ ჩემი჻ მცნება჻

1692. ლაშქარნი჻ და჻ დიდებულნი჻ დადრკეს჻ მდაბლად჻ ეთაყუანნეს჻ მოახსენეს჻ მიწად჻ ვექმნნეთ჻ ვინცა჻ მიწად჻ მიგუიუანნეს჻ მორჩილქმნილნი჻ დაგუადიდნეს჻ ურჩნი჻ მკუდართა჻ დაგუაგუანნეს჻ მტერთა჻ მკლავნი჻ შეაძუტნეს჻ გულნი჻ ჩვენნი჻ აგულვანნეს჻

1693. არაბთა჻ მეფე჻ მასპინძლობს჻ იქს჻ ოდენ჻ არიფობასა჻ ზოგჯერ჻ მათ჻ ახლავს჻ ზოგჯერ჻ მათ჻ არ჻ იჴმობს჻ ჴელმწიფობასა჻ გასცემს჻ და჻ უქებს჻ ყოველნი჻ უხობაიეფობასა჻ ფრიდონ჻ ზის჻ ახლოს჻ ავთანდილს჻ ჩუეული჻ ვით჻ მეფობასა჻

1694. მეფესა჻ ქმრითურთ჻ პატივი჻ ჰქონდა჻ ინდოთა჻ ქალისა჻ სიყუარული჻ და჻ ჩუქება჻ ვით჻ სიძისა჻ და჻ სძალისა჻ რომე჻ სძღუნა჻ არა჻ ეგების჻ თქუმა჻ არცა჻ ნაათალისა჻ თუითო჻ სკიპტრა჻ და჻ პორფირი჻ და჻ გუირგუინები჻ თუალისა჻

1695. კულა჻ უძღუნა჻ ძღუენი჻ ორთავე჻ მსგავსი჻ მათისა჻ ბედისა჻ ათასი჻ თუალი჻ ნაშობი჻ რომანულისა჻ დედისა჻ კულა჻ მარგალიტი჻ ათასი჻ მართ჻ ვითა჻ კუერცხი჻ ტრედისა჻ ათასი჻ ცხენი჻ ტაიჭი჻ სიდიდით჻ მსგავსი჻ ქედისა჻

1696. ფრიდონს჻ უძღუნა჻ ცხრა჻ ტაბაკი჻ მარგალიტი჻ თავშედგმული჻ ცხრა჻ ტაიჭი჻ ძუირფასისა჻ უნაგრითა჻ შეკაზმული჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ თაყუანისცემს჻ ლაღი჻ ბრძენი჻ არ჻ მახმული჻ მადლი჻ ჰკადრა჻ ფხიზელურად჻ თუცა჻ იყო჻ ღვინოსმული჻

1697. რას჻ ვაგრძელებდე჻ გარდაჴდეს჻ დღენი჻ ერთისა჻ თუისანი჻ თამაშობდიან჻ არ჻ იყუნეს჻ ყოლა჻ გაყრანი჻ სმისანი჻ ტარიელს჻ სძღუნიან჻ უცხონი჻ თუალნი჻ ლალისა჻ ქუისანი჻ მათ჻ ყოვლთა჻ მათნი჻ ელვანი჻ ჰფარვენ჻ მართ჻ ვითა჻ მზისანი჻

1698. ტარიელ჻ ჰგუანდის჻ ვარდსა჻ და჻ იყუის჻ ფიფქისა჻ მთოელად჻ ავთანდილ჻ როსტანს჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ დასათხოელად჻ შესთუალა჻ შენი჻ სიახლე჻ კმა჻ ჩემად჻ ლხინად჻ ყოელად჻ მტერთა჻ აქუს჻ ჩემი჻ სამეფო჻ ვიცი჻ მუნ჻ შიგან჻ მძოველად჻