... (H-2074), XVI-XVII სს.

1756. ტარიელ჻ მოტკბა჻ ღ~თისავე჻ მსგავსად჻ იგ჻ წარმართულია჻ აღარ჻ დაგჴოცო჻ უბრძანა჻ ძლეული჻ შიშმან჻ თუ჻ ლია჻ ჻ წაღმავე჻ წაგრეხს჻ საქმესა჻ რაცა჻ უკუღმა჻ სთულია჻ ნაქმარი჻ მრუდი჻ ყველაი჻ აწ჻ ჩემგან჻ გამართულია჻

1757. თაყუანი჻ სცეს჻ და჻ დალოცეს჻ ყოველთა჻ ჴმა჻ ერთად჻ იერეს჻ ღმერთსა჻ შევედრეს჻ ზახილით჻ სუე჻ მათი჻ გააძლიერეს჻ თავები჻ დაჴსნეს჻ სიკუდილსა჻ სიცოცხლე჻ ამის჻ მიერეს჻ ტარიას჻ ჴრმალნი჻ ვერ჻ დაძღეს჻ ჯერთ჻ ჴორცი჻ მოიმშიერეს჻

1758. ტარიას჻ ჭურეტად჻ მოსრული჻ მუშთარი჻ ახლოს჻ მჭურეტია჻ რისხუისა჻ ცეცხლი჻ ტარიელს჻ სიტკბოთა჻ დაუშრეტია჻ მოვიდეს჻ ნახეს჻ რამაზის჻ ლაშქარი჻ ძლივღა჻ ეტია჻ ჰინდოეთს჻ ზეცით჻ სინათლე჻ ჩადგა჻ მართ჻ ვითა჻ სუეტია჻

1759. ერთი჻ კაცი჻ მათ჻ ლაშქართა჻ მახარობლად჻ მიუვიდა჻ არ჻ დაგჴოცსო჻ შეგიწყალნა჻ ყუელაკაი჻ დალოცვიდა჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ იხარებდეს჻ ყველა჻ ამას჻ მოზრახვიდა჻ მოვიდა჻ იგი჻ მოყმე჻ რომე჻ ერთი჻ ბევრთა჻ სრვიდა჻

1760. მოეგებნიან჻ ტარიელს჻ შორიშორ჻ უსალამიან჻ შიგანთა჻ დროშა჻ ჰინდოთა჻ მათ჻ იცნეს჻ აალამიან჻ ვერ჻ გამოენდვნეს჻ ჰინდონი჻ თქუეს჻ თუ჻ ღალატსა჻ ჰლამიან჻ არ჻ მოელოდეს჻ ტარიელს჻ მით჻ ცრემლი჻ დაილამიან჻

1761. ტარიელ჻ მიდგა჻ უყივლა჻ მე჻ მოველ჻ მეფე჻ თქუენიო჻ თანა჻ მყავს჻ ჩემი჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მფენიო჻ ჩუენ჻ მოგუცა჻ მაღლით჻ მაღალმან჻ წყალობა჻ მისი჻ ზენიო჻ გამოდით჻ თქუენი჻ სიშორე჻ არს჻ ჩემგან჻ მოუთმენიო჻

1762. მაშინღა჻ იცნეს჻ ტარიელ჻ მათგან჻ მი჻ და჻ მო჻ სრბანია჻ სრულად჻ ნათლითა჻ აივსო჻ ზღუდე჻ და჻ ბანისბანია჻ ჴმამაღლად჻ ჴმობდეს჻ იზახდეს჻ მოგვშორდეს჻ სალმობანია჻ აქამდის჻ რისხუა჻ მაღალმან჻ აწ჻ მოგუცა჻ წყალობანია჻

1763. კარნი჻ გაახუნეს჻ გამოჩნდეს჻ მოიხუნეს჻ მათ჻ კლიტენია჻ ერთობ჻ ფლასითა჻ მოსილნი჻ მათ჻ მზეთა჻ ზედ჻ მჭურეტენია჻ ტირან჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ ტენია჻ ზახილით჻ თავსა჻ იგლეჯენ჻ ყორნის჻ თმა჻ ბროლსა჻ ტენია჻

1764. ვითა჻ გამზრდელსა჻ ჰმართებდა჻ გაზრდილი჻ აგრე჻ ხელია჻ რომე჻ სდის჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ ცეცხლთაგან჻ უფრო჻ ცხელია჻ თავსა჻ იგლეჯს჻ და჻ იზახის჻ ტირს჻ მეტად჻ გულფიცხელია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ მოჰფოცხუდა჻ ბროლისა჻ საფოცხელია჻

1765. რა჻ ნახნა჻ ხასნი჻ ვაზირნი჻ ფლასითა჻ დამოსილნია჻ კულა჻ დაიზახნა჻ ტარიელ჻ უფროსნი჻ დანაკივლნია჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ სდის჻ და჻ მიწყობით჻ მილნია჻ მოვიდეს჻ ყელსა჻ მოეჭუდნეს჻ ვითა჻ ძმანი჻ და჻ შვილნია჻

1766. დიდებულნი჻ მოეხუივნეს჻ მოუზრუნვეს჻ მათ჻ ცოლქმართა჻ ქალი჻ დაბნდა჻ მამისათვის჻ ტირილიცა჻ ვერ჻ შემართა჻ ვარდსა჻ რტონი჻ ჩამოსცუივდეს჻ ზე჻ ვერავინ჻ წამომართა჻ მუნა჻ კაცთა჻ ვერ჻ ვხედვიდი჻ გაცინებით჻ მოღიმართა჻

1767. დედოფალი჻ გამოჭრილი჻ მოვიდოდა჻ მათად჻ ნახვად჻ უბრძანებდა჻ რად჻ ვინ჻ სტირთო჻ ესე჻ ჰქონდა჻ წყრომა჻ ზრახვად჻ ღ~თნ჻ რისხუა჻ მოაქცია჻ წყალობისა჻ გამოსახუად჻ გუმართებს჻ რომე჻ მადლი჻ მივსცეთ჻ აღარა჻ გუცალს჻ გლოვაახვად჻

1768. ტარიელ჻ ზედა჻ მოიჭდუნა჻ მხურვალთა჻ ცრემლთა჻ მდენელმან჻ იტყუის჻ თუ჻ ცეცხლი჻ დამევსო჻ ცხელი჻ აწ჻ დამწუა჻ მე჻ ნელმან჻ დადუმდი჻ სული჻ დაიღე჻ ჩემგან჻ ამისმან჻ მსმენელმან჻ თქუენი჻ სიცოცხლე჻ მალხინა჻ ღ~თნ჻ ობოლთა჻ მლხენელმან჻

1769. ქალმან჻ დედასა჻ შესტირნა჻ ჰაი჻ ჰაი჻ რაღა჻ ვქნა჻ დედაო჻ შესამოსლითა჻ დაგაგდე჻ აწ჻ შაოსანსა჻ გხედაო჻ მამამან჻ ტახტი჻ დასცალა჻ არა჻ ზის჻ მასღა჻ ზედაო჻ დედამან჻ ცრემლნი჻ მოჰჴოცნა჻ ეტყუის჻ დადუმდი჻ ბედაო჻

1770. გარდაუკოცნა჻ პირი჻ და჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ თხელები჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ ბაგითა჻ გაჴდა჻ ალვისა჻ მთხელები჻ დარეჯანს჻ ეტყუის჻ რაღა჻ ვთქუათ჻ სიტყუები჻ ბედით჻ ხელები჻ ჩუენ჻ ყოვლთა჻ გუმართებს჻ ნეტარძი჻ ათასი჻ არერთხელები჻

1771. რა჻ გარდაჴდა჻ მცირე჻ ხანი჻ ჟამი჻ იქნა჻ გარდასრულად჻ დიდებულნი჻ ეთაყუანნეს჻ ერთობილნი჻ ადგეს჻ სრულად჻ იგი჻ მზენი჻ მიეგებნეს჻ მოეხუივნეს჻ გულისგულად჻ აკოცეს჻ და჻ მოიკითხეს჻ თავისთავის჻ თუითეულად჻

1772. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ჰკადრეს჻ დედოფალსა჻ მიმტკივნება჻ ტარიელ჻ თქუა჻ დედოფალო჻ გჭირს჻ ამათი჻ არამცნება჻ ესენია჻ მჴსნელნი჻ ჩუენნი჻ აწ჻ არა჻ გვცალს჻ გრძლად჻ უბნება჻ ჻ ამათგან჻ გუაქვს჻ ჩუენ჻ ორთავე჻ სიცოცხლისა჻ მოპოვნება჻

1773. ადგა჻ და჻ ქალაქს჻ შევიდა჻ თუით჻ გარდაჴდეს჻ სრასა჻ მათსა჻ ერთსა჻ ბრძანებს჻ დედოფალი჻ მართ჻ სიტყუასა჻ ვითამ჻ ათსა჻ ღ~თნ჻ მოსრნა჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ ვერ჻ დავცემენ჻ ყოლ჻ შამათსა჻ ამად჻ შევიქ჻ სიხარულსა჻ მართ჻ გულისა჻ საკამათსა჻

1774. უბრძანა჻ გლოვა჻ გახსენით჻ ქოს჻ წინწილასა჻ ჰკარითო჻ დიდი჻ ზათქი჻ და჻ ზეიმი჻ გავიდეს჻ ჩუენით჻ კარითო჻ ნახლები჻ თქუენი჻ ოქროსა჻ სარტყლითა჻ მოიკარითო჻ იცინოდით჻ და჻ იმღერდით჻ ნუ჻ ცრემლი჻ აწანწკარითო჻

1775. დედოფალმან჻ მათ჻ ცოლქმართა჻ თუითო჻ ჴელი჻ დაუჭირა჻ ზედა჻ ტახტსა჻ მეფისასა჻ ერთგან჻ დასხმა჻ გაუპირა჻ მოიშორეს჻ კაეშანი჻ გული჻ მდედრი჻ აქუითკირა჻ გლოვა჻ ცვალა჻ სიხარულად჻ აღარავინ჻ აატირა჻