... (H-2074), XVI-XVII სს.

1852. იბურთეს჻ და჻ ითამაშეს჻ და჻ თინათინს჻ თანა჻ დაჯდის჻ ეს჻ სოფელი჻ იამოვნის჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდის჻ ყელსა჻ ბროლსა჻ შუენებანი჻ მას჻ ელვანი჻ გარ჻ უვარდის჻ ერთგან჻ სხდიან჻ ტახტსა჻ ზედან჻ მათ჻ ბაგეთათ჻ ვარდი჻ ვარდის჻

1853. სუმა჻ ჭამა჻ და჻ ნადიმობა჻ მსგეფსსა჻ ერთსა჻ გაისუენა჻ ელვამან჻ და჻ შუენებამა჻ მათმან჻ ერთსა჻ დააშვენა჻ მომღერალთა჻ მათ჻ წინაშე჻ არაოდეს჻ მოასვენა჻ მე჻ ვერ჻ ვიტყუი჻ რაცა჻ სჭირდა჻ ბევრი჻ უნდა჻ ქებად჻ ენა჻

1854. რა჻ გარდაჴდა჻ გამოვიდა჻ ჟამი჻ რამე჻ ღამე჻ დღენი჻ მოციქული჻ შარას჻ გრძელსა჻ მოამოკლებს჻ ირჩევს჻ ცხენი჻ გაგზავნილნი჻ რა჻ მივიდეს჻ ნახეს჻ მორჩი჻ ალვის჻ ხენი჻ რა჻ ავთანდილს჻ მოაჴსენეს჻ ატირდა჻ და჻ უთქუნა჻ ზნენი჻

1855. კულავე჻ ჰკადრეს჻ თქუენ჻ მორჭმულნო჻ და჻ აქებდეს჻ ჴელმწიფესა჻ მოაჴსენეს჻ დიდებულო჻ შენ჻ ტურფაი჻ მაღლად჻ მხედსა჻ შენ჻ გაქუს჻ ყოვლი჻ დიდებანი჻ მორჭმულსა჻ და჻ კარგად჻ მქნესა჻ ხუარაზმელთა჻ ჰინდოთ჻ ზედა჻ ჰკლვიდა჻ სევდა჻ ტარიელსა჻

1856. რა჻ ავთანდილს჻ ფრიდონს჻ ესმა჻ ჰინდოთ჻ ესე჻ საწყინარი჻ გულსა჻ ასრე჻ ლახურად჻ ეცა჻ მართ჻ დაესო჻ აწვე჻ ნარი჻ თქუეს჻ გავჴედით჻ საწუთროსა჻ არას჻ კარგასა჻ მოუბნარი჻ აქანამდის჻ მხიარულნი჻ ვტირთ჻ აღარას჻ მოცინარი჻

1857. ავთანდილ჻ სულთქვამს჻ ოხვრიდა჻ მოჰქონდა჻ ტარიელობა჻ მასთანა჻ ყუელა჻ სწორ჻ იყუის჻ დგომა჻ გაჭრა჻ და჻ ხელობა჻ უკუირდა჻ მკლავთა჻ დადრეკა჻ უსახროდ჻ მათი჻ ქუელობა჻ სჭირს჻ და჻ სოფელი჻ არ჻ იკლებს჻ გულს჻ ლახუარი჻ მჭრელობა჻

1858. მართ჻ ავთანდილს჻ ვით჻ ეწყინა჻ ვინმცა჻ ჰკადრა჻ ვინ჻ არ჻ ღირსნი჻ ყუელა჻ წურილად჻ მოიკითხა჻ ვით჻ ნაქმარნი჻ ხუარაზმისნი჻ უბრძანა჻ და჻ შემოხადნა჻ დიდებულნი჻ სპანი჻ მისნი჻ აწ჻ ტარიელს჻ ვმსახუროთო჻ ვართ჻ მონანი჻ ყმათა჻ ყმისნი჻

1859. თუითო჻ კაცი჻ ერთმანერთსა჻ გაუგზავნეს჻ არ჻ დავსწბეთა჻ ჰინდოთა჻ და჻ ტარიელის჻ საქმისათუის჻ გუინდა჻ ფეთა჻ პაემანი჻ შეუკვეთეს჻ დროთა჻ ხანთა჻ არ჻ დავსცდეთა჻ ერთმანერთის჻ შუელისა჻ და჻ ნახუისათუის჻ მოსწრაფეთა჻

1860. აწ჻ ავთანდილ჻ ფრიდონს჻ კაცი჻ გაუგზავნა჻ გაემართნეს჻ ოცდათ჻ დღე჻ შიგ჻ შეიყარნეს჻ იარაღნი჻ მოიმართნეს჻ მუნ჻ დროშანი჻ ვერ჻ დავთუალენ჻ რომე჻ იმათ჻ აემართნეს჻ მათ჻ ორთავე჻ ჴელმწიფეთა჻ პირნი჻ მზეებრ჻ იწაღმართნეს჻

1861. მათ჻ ორთავე჻ ჴელმწიფეთა჻ სრულად჻ მათთა჻ სამეფოთა჻ აქიმები჻ დაარჩივეს჻ თემთა჻ კარგთა჻ სამყოფოთა჻ წამოვიდეს჻ რაზმწყობილნი჻ გზათა჻ ლევენ჻ სასწრაფოთა჻ მოისმენდით჻ ჴმათა჻ მათთა჻ საბუკტაბლაკ჻ სადაფოთა჻

1862. ჰინდოეთს჻ მივლენ჻ ნავითა჻ გამართეს჻ სამუნაოთა჻ სრულნი჻ აბჯრითა჻ მოსილნი჻ ხუარაზმშის჻ საბრუნაოთა჻ სწრაფით჻ დალევენ჻ შარათა჻ წყალთა჻ და჻ მათ჻ უნაოთა჻ ხუარაზმს჻ დასთრიან჻ საფლავთა჻ სატირლად჻ საზრუნაოთა჻

1863. წავიდეს჻ რაზმი჻ დააწყუეს჻ გზანი჻ იარნეს჻ რებითა჻ მისძახდეს჻ ჴმასა჻ მაღალსა჻ საყუირქოსტაბლაკებითა჻ ზღუის჻ პირს჻ მივიდეს჻ დაჰკაზმეს჻ ნავები჻ კატარღებითა჻ ჩასხდეს჻ გავიდეს჻ დრშათა჻ კარგითა჻ ალამებითა჻

1864. გავიდეს჻ და჻ პირსა჻ დადგეს჻ უთუალავი჻ სპა჻ იახლა჻ უამრავი჻ დროშა჻ იყო჻ რომ჻ ალამი჻ მოენახლა჻ ამოსწვიტენ჻ მათთა჻ მბრძოლთა჻ ყოლა჻ ტკბილად჻ ვინ჻ ემზახლა჻ მებრძოლია჻ ხუარაზმთ჻ მეფე჻ იგი჻ ვერსად჻ დაესახლა჻

1865. გაკრფეს჻ ლაშქარნი჻ ზღუისაგან჻ და჻ მივლენ჻ ტარიელისა჻ უხარის჻ ნახვა჻ ძმობილთა჻ დიდის჻ ჰინდოთ჻ მფლობელისა჻ გაგზავნეს჻ მახარობელი჻ მოვალთ჻ მოსწრაფე჻ ხელისა჻ გუტრფიალობს჻ ნახვა჻ ვარდისა჻ აწ჻ ახლად჻ გაუშლელისა჻

1866. მივიდა჻ მახარობელი჻ ტარიელს჻ ჰკადრეს჻ აქებდეს჻ განჴდა჻ ჴმაზარი჻ მოსულისა჻ სიხარულსა჻ ყოვლნი჻ ჴმობდეს჻ ცისკრად჻ იკრეს჻ ნაღარასა჻ ქოსნი჻ ჴმასა჻ დაატკბობდეს჻ სამნივ჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მათთა჻ მჭურეტთა჻ დაადნობდეს჻

1867. წინ჻ მოეგება჻ მტირალი჻ პირითა჻ მილეულითა჻ აღარ჻ მთუარულად჻ სავსითა჻ არ჻ ნათლად჻ დილეულითა჻ მართ჻ ძრვითა჻ ოდენ჻ ცოცხალი჻ სახითა჻ მისეულითა჻ თაყუანისსცემდეს჻ იგ჻ გმირნი჻ წესითა჻ დარჩეულითა჻

1868. თაყუანისცეს჻ უსალამეს჻ მოიკითხეს჻ ერთმანერთი჻ მერმე჻ ჰკითხეს჻ ვით჻ არისო჻ ლომი჻ გმირთა჻ შენაერთი჻ მან჻ პირმზემან჻ წურილად჻ ბრძანა჻ სენი჻ სჭირსო჻ ყოლ჻ არ჻ ერთი჻ მისის჻ ასრე჻ ყოფისათუის჻ შეგუარისხეს჻ ზედათ჻ ღ~თი჻

1869. მოიტირს჻ მათ჻ ლომ჻ კაცთა჻ ტარიელის჻ სნეულება჻ მერმე჻ უმძიმს჻ ჰინდოთათუის჻ მათ჻ მტერთაგან჻ ძლეულება჻ ტარიელის჻ ნახვა჻ სწრაფით჻ უნდა჻ ვით჻ არს჻ ჩუეულება჻ ნახეს჻ მჭლედ჻ და჻ ფერმიჴდილად჻ გულსა჻ სჭირდა჻ დაწყლულება჻

მოსვლა ავთანდილისა და ფრიდონისა ტარიელის საშველად჻

1870. ნესტანდარეჯან჻ ტან჻ სარო჻ პირად჻ მზე჻ ვითამცა჻ ლალი჻ დაღრეჯილიყო჻ სევდითა჻ აწ჻ აღარ჻ ვითამცა჻ ლალი჻ სისხლის჻ ცრემლითა჻ მტირალი჻ უბნობდა჻ ვითამც჻ ალალი჻ თქუა჻ იყო჻ ჩუენთუის჻ ხუარაზმშა჻ მწყერთათუის჻ ვითამც჻ ალალი჻