... (H-54), 1680 წ.

კარი დასწყისი პირველი ვეფხისტყაოსანთა მიჯნურობის ჰაი სოფელო:

18. ვთქვი: მიჯნურობა: პირველი: და: ტომი: გვართა: ზენათა: ძნელად: სათქმელი: საჭირო: გამოსაგები: ენათა: იგია: საქმე: საზეო: მომცემი: აღმაფრენათა: ვინცა: ეცდების: თმობამცა: ჰქონდა: მრავალთა: წყენათა:

19. მას: ერთსა: მიჯნურობასა: ჭკვიანნი: ვერ: მიხუდებიან: ენა: დაშურების: მსმენლისა: ყურნიცა: დავალდებიან: ვთქვნე: ხელობანი: ქვენანი: რომელნი: ჴორცთა: ხუდებიან: მართ: მასვე: ჰბაძვენ: თუ: ოდენ: არ: სიძვენ: შორით: ბნდებიან:

20. მიჯნური: შმაგსა: გვიქვიან: არაბულითა: ენითა: მით: რომე: შმაგობს: მისისა: ვერ: მიხვდომისა: წყენითა: ზოგთა: აქვს: საღ~თო: სიახლე: დაშურების: აღმა: ფრენითა: კვლა: ზოგთა: ქვე: უც: ბუნება: კეკლუცთა: ზედან: ფრენითა:

21. მიჯნურსა: თუალად: სიტურფე: მართებს: მართ: ვითა: მზეობა: სიბრძნე: სიუხვე: სიმდიდრე: სიყმე: და: მოცალეობა: ენა: გონება: დათმობა: მძლეთა: მებრძოლთა: მძლეობა: ვისცა: ეს: სრულად: არა: სჭირს: აკლია: მიჯნურთ: ზნეობა:

22. ვის: ეს: ყველა: არა: სჭირან: არვინ: დასთულის: მიჯნურთ: თანა: შექცევასა: მოეშოროს: მათთვის: იხოს: გულსა: დანა: მისი: კერძი: ყველგნით: დაწუას: ვარდი: აზროს: ნამოს: დანა: ვინცა: ესე: არ: მისმინოს: ვერა: ირგოს: ვერსით: მანა:

23. მიჯნურობა: არის: ტურფა: საცოდნელად: ძნელი: გუარი: მიჯნურობა: სხვა: რამეა: არ: სიძვისა: დასადარი: იგი: სხვაა: სიძვა: სხვაა: შუა: უზის: დიდი: ზღვარი: ნუ: ვინ: გარევთ: ერთმანერთსა: გესმის: ჩემი: ნაუბარი:

24. ჴამს: მიჯნური: ხანიერი: არ: მეძავი: ბილწი: მრუში: რა: მოშორდეს: მოყვარესა: გაამრავლოს: სულთქმა: უში: გული: ერთსა: დააჯეროს: კუშტი: მიხვდეს: თუნდა: ქუში: მძულს: უგულოდ: სიყვარული: ხუევნა: კოცნა: მტლაში: მტლუში:

25. მას: ცოცხალი: ნუ: ელევის: რაცა: პირველ: შეუყვარდეს: ნუცა: ლხინსა: აუზვავდეს: ნურცა: ჭირსა: შეუზარდეს: მისთვის: დასთმოს: ყველაკაი: მისთვის: ველთა: გამოვარდეს: ნურა: ჰგავა: სოფელიცა: მისი: კერძი: გარდაჰქარდეს:

26. ამა: საქმესა: მიჯნური: ნუ: უხმობს: მიჯნურობასა: დღეს: ერთი: უნდეს: ხვალე: სხვა: სთმობდეს: გაყრისა: თმობასა: ესე: მღერასა: ბედითსა: ჰგავს: ვაჟთა: ყმაწვილობასა: კარგი: მიჯნური: იგია: ვინ: იქს: სოფლისა: თმობასა:

27. არს: პირველი: მიჯნურობა: არ: დაჩენა: ჭირთა: მალვა: თავისწინა: იგონებდეს: ნიადაგმცა: ჰქონდა: ხალვა: შორით: ბნედა: შორით: კდომა: შორით: დაგვა: შორით: ალვა: დასთმოს: წყრომა: მოყვრისაგან: მისი: ჰქონდეს: შიში: კრძალვა:

28. ჴამს: თავისა: ხვაშიადსა: არა: ვისთან: ამჟღავნებდეს: არ: ბედითად: ჰაი: ჰაი: ზმიდეს: მოყვარესა: აყივნებდეს: არსით: აჩნდეს: მიჯნურობა: არასადა: იფერებდეს: მისთვის: ჭირი: ლხინად: უჩნდეს: მისთვის: ცეცხლსა: მოიდებდეს:

29. გაასწავლნე: სურვილითა: ვინცა: იწვით: ვისგან: ვინა: კულავ: ქებანი: ვჰკადრენ: ვის: მე: არვის: უთქვამს: ჩემგან: წინა: ისპად: მოსომახოს: მსგავსი: არ: დავაცდენ: ვისცა: მინა: მისთვის: ვლექსობ: სიტურფითა: ვინ: შუქთა: ჰფენს: ჴმელთა: შინა:

30. მას: უშმაგო: ვით: მიენდოს: ვინ: მოყვარე: გაამჟღავნოს: ამის: მეტი: რამცა: ირგო: მას: ავნოს: და: თვითცა: ივნოს: რათამეღა: ასახელა: რა: სიტყვითა: მოაყივნოს: რა: გავა: თუ: მოყვარესა: კაცმან: გული: არ: ატკივნოს:

31. მიკვირს: კაცი: რად: იფერებს: საყვარლისა: სიყვარულსა: ვინცა: უყვარს: რად: აყივნებს: მისთვის: მკვდარსა: მისთვის: წყლულსა: თუ: არ: უყვარს: რად: არა: სძულს: რად: აყივნებს: რაცა: სძულსა: ავსა: კაცსა: ავი: სიტყვა: ურჩევნია: სულსა: გულსა:

32. თუ: მოყვარე: მოყვრისათვის: ტირს: ტირილსა: ემართლების: სიარული: მარტოება: შვენის: გაჭრად: დაეთულების: იგონებდეს: მისგან: კიდე: ნურად: ოდეს: მოეცლების: არ: დააჩნდეს: მიჯნურობა: სჯობს: თუ: კაცსა: იახლების:

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა:

33. იყო: არაბეთს: როსტევან: მეფე: ღმრთისაგან: სვიანი: მაღალი: უხვი: მდაბალი: ლაშქარ: მრავალი: ყმიანი: მოსამართლე: და: მოწყალე: მორჭმული: განგებიანი: თვით: მეომარი: უებრო: კვლა: მოუბარი: წყლიანი:

34. იყო: არაბეთს: მეფობა: მეფისა: როსტევანისი: მას: ჰქონდა: სპარსთა: ქვეყანა: მართვ: ვითა: შანშეს: ანისი: უძრწის: და: მონებს: ყოველი: ჴელთა: აქვს: მას: საბრძანისი: თქვეს: თუ: ჴამს: ჴმელთა: პატრონად: ან: ალექსანდრე: ანისი:

35. აწყა: დავიწყოთ: ამბავი: მის: ჴელმწიფისა: ზენისა: არაბეთს: როსტენ: პატრონი: მპყრობელი: სპა: მოსპენისა: მას: ესვა: ქალი: მნათობი: თვალთათ: თუთია: დენისა: შემხედთა: სულის: წამღები: ვერ: მხედთა: ამაგზენისა: