... (S-4997), XIX ს.

138. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

139. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქუა თუ მე მასმცა ვიახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

140. ახალმან ფიფქმან დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა დანასა

141. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა მათთანა ემოყვრებოდა

142. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ვთქვა ვისა შენთვის სიკუდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

143. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამაშია წელიწადი სამი სამ თვედ მიიყა

144. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყუარელსა მასვე მისსა

145. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არად სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

146. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა ამად სულთქუამს არა იშობს ვაითუ საქმე გამიმჟღავნდეს კულავ ამისთვის გულ მოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

147. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად რა ვკადრო ჩემსა მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

148. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე ანბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

149. უანბოს ჩემი სიკუდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი მე სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

150. იტყვის ღ~თო სამართალი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარული კიდე გლახ რად გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აფჰხვრენ ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

151. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკუდები გული ჩემი ნუ დადნების უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდათ მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არ საქმნელი არ იქმნების

152. თავს უთხრა მოჰკვე გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ანბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

153. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მამივლიან მაგრამ საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

154. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და მისი სიამაყენია ბროლისა პირსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

155. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მჴეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

156. თუცა მჴეც-ქმნილი ავთანდილ გულ მწუხარე და კუნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავ უგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა

157. ცხენსა მისცა საძოვარი ვირემ მწვადი შეიწოდეს ექვსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ გვანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი კულავ ყოფილა არაოდეს